ფბ-ზე არსებობს გრუფი: So Dystopian That It's Impossible To Repackage As A Feel-Good Story
ჰოდა, აქ მოვუყაროთ თავი ეგეთ ამბებს, განსაკუთრებით ქართულებს.
მაგალითად, ბოლო ამბებიდან მახსენდება იმ ბავშვის ამბავი, რაღაც ქოხი რო აუშენა მამამ, იმიტომ რომ იქ იჭერდა ინტერნეტი და მერე მთელი კორპორატიული საქართველო რო გადაირია და ლეპტოპი აჩუქეს და ამის გამო ყველას გული გაგვითბაააააააა.
და ის, რომ ეს ძალიან ბევრი ბავშვის რეალობაა, ამაზე ჩვენი კონსიუმერისტული და სამომხმარებლო სესხით ბერლინში მოგულავე ილონ მასკის ფანების არმია ზერელედ ჭმუნავს.