აზერბაიჯანის ცენტრალურმა ბანკმა ბრუნვაში ჩაუშვა განახლებული ერთ-, ხუთ- და 50-მანათიანი კუპიურები. ბანკის განცხადებით, შეიცვალა არა მხოლოდ ბანკნოტის დიზაინი, არამედ გაუმჯობესდა მათი დაცვის მექანიზმები.
აზერბაიჯანი 2020 წელს: რისი გადატანა მოგვიწია?განახლებული ერთ-, ხუთ- და 50-მანათიანი ნომინალები ეტაპობრივად შევა მიმოქცევაში ძველ ბანკნოტებთან ერთად, რომელიც ახლა გამოიყენება.
ახალი დიზაინის 1-მანათიანი ბანკნოტიძველი ბანკნოტები მიმოქცევაში დარჩება განახლებულთან ერთად და შეუზღუდავად გამოიყენება გაცვლის საშუალებად. აზერბაიჯანული მანათი დამოუკიდებელი რესპუბლიკის ვალუტის სახით 1992 წელს გამოვიდა. 2006 წელს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დენომინაციის თაობაზე კურსით 5 000:1, და მიმოქცევაში ჩაეშვა ახალი მანათის ბანკნოტები. მას შემდეგ მანათის ბანკნოტების დიზაინი არ შეცვლილა.