დავდოთ სხვადასხვა ტკბილეულობისა და დესერტის რეცეპტები.
დღევანდელი, ბავშვობის დროის სიყვარული
ტრუბოჩკა
მასალა კრემისთვის:
1ლ რძე
3 კვერცხის გული
200 გრამი კარაქი
300გრამი შაქარი
5 ს/კ ფქვილი
1ც ვანილი
მომზადება:
კვერცხის გულები და შაქარი გავთქვიფოთ გათეთრებამდე, ნელა დავამატოთ ფქვილი და ვურიოთ ხის კოვზით. რძე დავდგათ შესათბობად და თბილ რძეში გახსნათ მიღებული მასა ხელის სათქვეფით. მოვადუღოთ ფაფა და ვხარშოთ 3 წთ. გადმოვდგავათ და მივიყვანოთ ოთახის ტემპერატურამდე. ავთქვიფოთ ამავე ტემპერატურის კარაქი და შევურიოთ ფაფას, დავამატოთ ვანილი და კრემიც მზადაა.
მასალა ცომისთვის:
350გრ ფქვილი
200გრ მარგარინი
2კვერცხის გული
1.5ს/კ არაყი
1.5ს/კ ძმარი
1.5ს/კ ზეთი
მომზადება:
ფქვილს და 50 გრამ მარგარინს ვურევთ კარგად და შემდეგ ვასხამთ კვერცხის გულს, არაყს, ძმარს და ზეთს, ვზელთ კარგად ცომს. შემდეგ ავდგებით და დარჩენილ 150 გრამ მარგარინს ვყოფთ სამად. გავაბრტყელებთ მიღებულ ცომს და მარგარინის მესამედს ვუსვამთ. გადავკეცავთ და ვინახავთ მაცივარში 15 წუთით. ვიმეორებთ სამჯერ და ბოლოს ვათავსებთ მაცივარში 3-5სთ. გამოვიღებთ და ცომი მზადაა.
ფორმის გამოსახობად იხილეთ ფოტოები და ვაცხობთ 180გრადუსზე
გამოვიღებთ, გავაციებთ და დავკრემავთ, გავაკეთებთ შაქრის პუდრას და მოვაყრით(ცომი დედას ნახელავია).
პ.ს. თავადვე დავკრემე