Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'დახმარებას' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 2 results

  1. ცოტა ხნის წინ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 60%-მა განაცხადა, რომ მათთვის განკუთვნილ ფინანსურ დახმარებას ბიტკოინში გადაიტანენ. აღნიშნული გამოკითხვა ჩატარდა Mizuho Securities–ის მიერ. საუბარია ჯო ბაიდენის მიერ გამოცხადებულ ახალი დახმარების პაკეტზე. დახმარების პაკეტის თანახმად, ბიუჯეტში 1,9 ტრილიონი დოლარი გამოიყო პანდემიისგან მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად. აქედან დაახლოებით თანხის 10%, რომელიც არის 400 მილიარდი დოლარი, გადაეცემათ ამერიკის მოქალაქეებს პირადი გამოყენებისათვის, რაც დაახლოებით თითოეულ ადამიანზე 1400 დოლარი გამოდის. გამოკითხული 235 ადამიანიდან, ვისი წლიური შემოსავალიც 150,000 დოლარზე ნაკლებია, 40%-იც აცხადებს, რომ მათთვის განკუთვნილი დახმარების მიღების შემდეგ შეიძენენ ბიტკოინს. ჯო ბაიდენმა 11 მარტს ხელი მოაწერა 1,9 ტრილიონ დოლარიანი პაკეტის შექმნას. იგი მოიცავს 1,400 დოლარის გადაცემას 80.000 დოლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე მრავალი ადამიანისთვის. აღსანიშნავია, რომ საუბარია არა ოჯახზე ჯამურად გადაცემულ 1400 დოლარზე, არამედ იმაზე, რომ ოჯახის თითოული წევრი მიიღებს 1400 დოლარის ოდენობის დახმარებას. The post გამოკითხული ამერიკელი მოქალაქეების 60%-ი ფინანსურ დახმარებას ბიტკოინში გადაიტანს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  2. უკვე მეოთხე დღეა აფხაზეთში ტყეები იწვის. ხანძარი ჯერ გალში გავრცელდა, შემდეგ – გაგრაში. ამ დრომდე სოხუმის ხელისუფლება ხანძრის ჩაქრობას ვერ ახერხებს. ხანძრები თბილისსა და სოხუმს შორის მოკლე კომუნიკაციის მიზეზიც გახდა. თბილისის შეთავაზება “აფხაზეთში ხანძრის კერების გაჩენისთანავე, საქართველოს ხელისუფლებამ სოხუმს დახმარება არაერთხელ შესთავაზა, თუმცა საქართველოს მთავრობა დე ფაქტო ხელისუფლებისგან პასუხს ამ დრომდე ელოდება” – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლდეიანმა განაცხადა. მისი თქმით, 5 იანვრის დილიდანვე რამდენჯერმე ამოქმედდა ცხელი ხაზი, რათა ქართული მხარე ოკუპირებულ გალის რაიონში სახანძრო სამუშაოებში ჩართულიყო. “ამასთან, აფხაზეთის ტერიტორიის სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის, გაგრაში, ანალოგიურად, არაერთხელ დავაფიქსირეთ მზადყოფნა, დავხმარებოდით ხანძრის ლიკვიდაციაში ვერტმფრენით ჩაქრობით, საჭიროების შემთხვევაში ხელშეწყობის მიზნით”, – ამბობს ახვლედიანი. მინისტრის თქმით, ხელისუფლება იმყოფება რეგულარულ და ინტენსიურ კავშირზე და კონკრეტული პასუხის მიღებისთანავე მზად არიან ჩაერთონ ამ პროცესში. პასუხი სოხუმიდან აფხაზეთის დე-ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ ქართულ რუსულენოვან ვებ-გვერდთან, sova news-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ სოხუმი ტყის ხანძრების ჩაქრობაში თბილისის დახმარებას არ საჭიროებს. “ამის საჭიროება არ არსებობს. ჩვენი სამსახურები ხანძარს უმკლავდებიან”, – განაცხადა შამბამ. სერგეი შამბა______________________________________________________________________________ ● აფხაზეთში ტყის ხანძარი კურორტ გაგრას ემუქრება ● მთელ აფხაზეთში ტყეები იწვის ● აფხაზეთში კორონავირუსით დაინფიცირდა უკვე არა მხოლოდ პრეზიდენტი, არამედ პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარეც ● საქართველოში ტყეები და მინდვრები იწვის. სამ დღეში ხანძრის 250 კერა გაჩნდა