ძებნა
'დაფინანსების' ძებნის შედეგები.
-
Unmarshal-ი Blockchain პროექტისთვის დაფინანსების რაუნდს აცხადებს
ვიზიტორი posted თემა in ზოგადი დისკუსიები
Unmarshal-ის ახალი პროექტის ფარგლებში, ცოტა ხნის წინ, დაფინანსების რაუნდი გამოცხადდა. ახალი პროექტი ითვალისწინებს Blockchain მონაცემთა ინდექსების გადაწყვეტილებების საფუძველზე პლატფორმის შექმნას, რომლისთვისაც გამოცხადდა 2.6 მილიარდ დოლარიანი დაფინანსების რაუნდი. ფონდები, რომლებიც Unmarshal-ის რაუნდში მონაწილეობენ მოიცავს Woodstock-ს, Black Edge Capital-ს, Genesis Block Ventures-ს, NGC Ventures-ს, AU21, Spark Ventures-ს, BitMax-ს და ა.შ. რაუნდს ასევე შეუერთდნენ ინდივიდუალური ინვესტორები, როგორიცაა რავინდრა კუმარი და ფილიპ არტურ მური, ანიკეტ ჯინდალი და სხვები. Unmarshal-ი აშენებს მონაცემთა მრავალრიცხოვანი ინდექსირების ქსელს, რაც ხელს შეუწყობს სტრუქტურირებული Blockchain მონაცემების ინდუსტრიის მონაწილეებისთვის შეთავაზებას. ქსელი მხარს უჭერს ეთერიუმზე, Binance Smart Chain-ზე, Elrond-ზე, Polkadot-სა და Substrate-ზე დაფუძნებულ ქსელებს. შეგახსენებთ, რომ ჩინეთის Blockchain ქსელმა, Nervos-მა თებერვალში განაცხადა ახალი ფონდის შესახებ, რომლის კაპიტალი 5 მილიოინი დოლარია. ფონდი ორიენტირებული იქნება დეცენტრალიზებული ფინანსების განვითარებადი პროექტების და მიმართულებების მხარდაჭერაზე. Nervos–ის განცხადების თანახმად, ფონდი მხარს დაუჭერს და გასცემს ფულად გრანტებს fintech და Blockchain მეწარმეებისთვის. The post Unmarshal-ი Blockchain პროექტისთვის დაფინანსების რაუნდს აცხადებს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.-
- unmarshal-ი
- blockchain
-
(and 4 more)
Tagged with:
-
კრიპტო პლატფორმა FalconX-მა დაფინანსების სახით 50 მილიონი დოლარი მიიღო
ვიზიტორი posted თემა in ზოგადი დისკუსიები
FalconX–მა, კრიპტოვალუტის ბირჟამ, რომელიც ინსტიტუციონალურ ინვესტორებზე იყო ორიენტირებული, Tiger Global–ისა და B Capital Group– ისგან 50 მილიონი დოლარი მიიღო. დაფინანსების ახალ რაუნდში, ეს ორი კომპანია შეუერთდა Coinbase Ventures-ს, Accel-ს, FMR LLC-ს და სხვებს FalconX–ს მხარდაჭერაში. მიმდინარე დაფინანსების ეტაპები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზსს ციფრული აქტივების პოპულარობას. FalconX-ი არ აკონკრეტებს, თუ როგორ უნდა განაწილდეს შემოსული თანხები, მაგრამ თუ ის წინა საფონდო მოსაკრებლის განაწილების გზას გაჰყვება, სავარაუდოა, რომ აღნიშნული თანხები ბიზნესის განვითარების კუთხით დაიხარჯება. FalconX–მა 2020 წლის მაისში 17 მილიონი დოლარი გამოიმუშავა ბიზნეს სექტორის ზრდის რამდენიმე ინიციატივის დასაფინანსებლად, მათ შორის ახალი ინფრასტრუქტურის დასამატებლად და პროდუქტის შეთავაზების გაფართოების მიზნით. იმ პერიოდში, FalconX–მა მედიას განუცხადა, რომ იგი იყენებს მონაცემთა მეცნიერებას პროფესიონალური ინვესტორებისთვის უფრო კონკურენტუნარიანი სავაჭრო გარემოს შესაქმნელად. Tiger Capital-ის პარტნიორმა, სკოტ შლეიფერმა FalconX-ი აღწერა, როგორც პოტენციური ინდუსტრიის ლიდერი კრიპტოვალუტის სექტორში. FalconX-ი აცხადებს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში შემოსავალი 46-ჯერ გაიზარდა, რაც გამოწვეულია ინსტიტუციონალური ინვესტორების დაინტერესებით. The post კრიპტო პლატფორმა FalconX-მა დაფინანსების სახით 50 მილიონი დოლარი მიიღო appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.