აწ, უკვე პარლამენტში ეყოლება საკუთარი პარტიის წევრი
უმრავლესობის წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი „ქართულ ოცნებას“ ტოვებს. არაოფიციალური ინფორმაციით, ხოჯევანიშვილი ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდება.
ხოჯევანიშვილი უმრავლესობის დატოვების საკითხზე განცხადებას დღესვე გააკეთებს. ბრიფინგი 12:00 საათზეა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი გახარია პარტიას ქმნის.