შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათიში პანდემიასთან ბრძოლისთვის დაწესებული რეგულაციების დარღვევის 497 ფაქტი გამოვლინდა.
პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევის გამო 64 ფიზიკური პირი დააჯარიმა. მათ შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
აღნიშნული ქმედება ადმინისტრაციული კოდექსით ისჯება და მისთვის 2 000-ლარიანი ჯარიმაა განსაზღვრული.
გარდა ამისა, შსს-ს ცნობით, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 433 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. პირბადის ტარების წესის დარღვევა 20-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.