კრიპტოვალუტის ბირჟის Cashaa-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, კუმარ გაურავი მიიჩნევს, რომ ინდოეთის მთავრობის ბოლო აქტივობა, რომელიც ციფრული ვალუტების დარეგულირებისკენ არის მიმართული უკანონო საქმიანობის აღსაკვეთად მიიღება.
კუმარ გაურავი აცხადებს, რომ არცერთ მთავრობას არ შეუძლია აკრძალოს კრიპტოვალუტის მიღება, მისი ბუნებიდან გამომდინარე, რადგან ის არის თანამედროვე ეკონომიკის დეცენტრალიზილებული სახე.
”ჩვენ გვესმის, რომ ინდოეთის მთავრობას სურს თავიდან აიცილოს თაღლითური გზებით ფულის შოვნისა და გათეთრების საშუალებები, მაგრამ კრიპტოვალუტის აკრძალავა – ეს მხოლოდ უკან გადადგმული ნაბიჯია, იმ ადამიანებისათვის, რომელთაც აქვთ სურვილი მეტი გაიგონ და გამოიყენონ ის სასიკეთო მიზნებისათვის, რაც საბოლოო ჯამში დიდად დაეხმარება, ჩვენს ეკონომიკას”,- განაცხადა Cashaa-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.
გარდა ამისა, კანონპროექტის მიზანია ინდოეთის სარეზერვო ბანკის (RBI) მიერ გამოცემული ციფრული რუპიისთვის მარეგულირებელი სისტემის შექმნა.
ამასთანანვე, კანონპროექტში ნათქვამია, რომ შესაძლებელია გარკვეული გამონაკლისების დაშვებაც, კრიპტოვალუტის განვითარების ხელშესაწყობად.
შეგახსენებთ რომ, გასულ კვირას ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ ციფრული ვალუტის შესაძლებლობებს აქტიურად ეცნობოდა და შეისწავლიდა სამომავლო გამოყენების მიზნით.
The post Cashaa-ს დამფუძნებელი: ინდოეთის მთავრობას კრიპტოვალუტის აკრძალვა არ შეუძლია appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.