ახლა და იქნება?
ირაკლი ღარიბაშვილი - მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია
მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინზე განაცხადა.
„მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ძებნილი, მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია. იგი გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში. ჩვენმა სამართალდამცველებმა უმაღლეს დონეზე ჩაატარეს ძებნილი მიხეილ სააკაშვილის დაკავების ღონისძიება“, - აღნიშნა პრემიერმა.