Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'დაბადებულები?' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. ბოლო დროს ჩემს პასპორტს კარგი გამოყენება ვუპოვე. ხან ჭიქის სადგამად ვიყენებ, ხან მოყანყალე მაგიდის ფეხის ქვეშ ვჩრი. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება იმედგაცრუებების პანდემიაში. ჩაიშალა, ან არც დაგეგმილა მოგზაურობები; გაუქმდა ოჯახური შეკრებები, უცხოეთში სწავლის წლები, პლაჟზე წამოსაგორებელი არდადეგები. აი, ასე, აორთქლდა. ეს ყველაფერი პაწაწინა ვირუსმა გაანადგურა. ჩვენთვის ასეთი უმოძრაობა არ არის ბუნებრივი. კაცობრიობა თავისი არსებობის განმავლობაში ყველაზე მეტ ხანს „მომთაბარე მონადირე-შემგროვებელი იყო და 150 ან ნაკლები ადამიანისგან შემდგარ ჯგუფებად გადაადგილდებოდა“, – წერს კრისტოფერ რაიანი „ცივილიზებულ სიკვდილში“. ცხოვრების მომთაბარე წესი ძალიან გვადგებოდა. „მეზობელ ჯგუფში გადასვლა კარგი გამოსავალია კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად ან სოციალური გარემოცვის შესაცვლელად“, – ამბობს რაიანი. მწერალმა რობერტ ლუის სტივენსონმა ეს კიდევ უფრო მოკლედ ჩამოაყალიბა: „სწორედ მოძრაობაა ადამიანის დიდი უნარი“. და რა ხდება, როდესაც ვერ ვმოძრაობთ? თუ ვერ ვნადირობთ ან ვერ ვაგროვებთ? რა უნდა გააკეთოს მოგზაურმა? ამ შეკითხვას ბევრი პასუხი აქვს, თუმცა „სასოწარკვეთა“ ნამდვილად არ არის ერთ-ერთი გამოსავალი. ჩვენს სახეობას ადაპტაცია მარტივად გამოსდის. ჩვენ შეგვიძლია ავიტანოთ იძულებითი უმოძრაობის მოკლე პერიოდები. ასეთ დროს საკუთარი თავის ოდნავ მოტყუებაც არ გვაწყენს – ჩვენ უბრალოდ შემდეგი მოგზაურობის მოლოდინში ვართ. დღეები ძველი სამოგზაურო ჟურნალებისა და Instagram-ის თვალიერებაში გაგვყავს. ვუყურებთ სუვენირებს. ეს ყველაფერი გვეხმარება, დროებით მაინც. იმედი მოგზაურობის ნაწილია. მოგზაურობა ოპტიმიზმს გულისხმობს. ის გვაიძულებს, ვიქონიოთ რწმენა და წარმოსახვის უნარი. ზიანდება როგორც ტურისტული ინდუსტრია, ისე ტურისტები. ჩემი მეგობარი ჯეიმს ჰოპკინსი ბუდისტია და კატმანდუში, ნეპალში ცხოვრობს. წესით, „ლოკდაუნის“ დროს უნდა გაბედნიერებულიყო – მედიტაციისთვის განმარტოება ხომ გამოწერილი ექნებოდა. თავიდან ასეც მოხდა, თუმცა ბოლოს Skype-ით რომ დავურეკე, ჯეიმსი ღონემიხდილი და გულდამძიმებული მომეჩვენა. მითხრა, რომ მოუსვენრობა შეეპარა და სურდა, „ისევ ყოველ წელს 10 ქვეყანაში მოგზაურობის განრიგს დაბრუნებოდა“. როგორც ამიხსნა, ვერაფერი შველოდა. „რამდენი სანთელიც უნდა ამენთო, რამდენი საკმეველიც უნდა მეკმია, ჩემს ქცევებს ვერ ვცვლიდი მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ აზიის ერთ-ერთ ყველაზე წმინდა ადგილას ვცხოვრობდი“. საუბარი რომ დავასრულეთ, გულზე მომეშვა: ჩემი უჟმურობა გამართლებული იყო. ეს არა ჩემი, არამედ პანდემიის ბრალია. თუმცა ავნერვიულდი კიდეც. თუკი კატმანდუში მცხოვრები ბუდისტი გაგიჟდა, ჩვენ რაღა გვეშველება, მათ, ვინც წყნარად ყოფნას არ ვართ მიჩვეულნი? ვფიქრობ, იმედი მოგზაურობის ნაწილია. მოგზაურობა ოპტიმიზმს გულისხმობს. ის გვაიძულებს, ვიქონიოთ რწმენა და წარმოსახვის უნარი, ჩავსხდეთ თვითმფრინავში, გავემგზავროთ შორეულ ადგილას და ვისურვოთ, თავი დავიიმედოთ, რომ რაღაც ენით აუწერელს ვნახავთ. მოგზაურობა ერთ-ერთ იმ იშვიათ აქტივობათაგანია, რომლის დროსაც შედეგი წინასწარ არ ვიცით და სწორედ ამ მოულოდნელობით ვიღებთ სიამოვნებას. მოგზაურობა არ არის რაციონალური ქცევა. გაუგებარია, რატომ უნდა მოგინდეს კუთვნილ სკამზე ჩაჭეჭყვა და შემაშფოთებელი სიჩქარით შორეულ ადგილას გაფრენა, იქ, სადაც არც ენა იცი და არც წეს-ჩვეულებები. თან ეს ყველაფერი ძალიან ძვირია. ხარჯებისა და სარგებლის ანალიზი რომ გავაკეთოთ, არსადაც აღარ წავალთ. არადა, მაინც დავდივართ. სწორედ ამიტომ ვუყურებ მოგზაურობის მომავალს ოპტიმისტურად. მეტიც, იმასაც კი ვიტყვი, რომ მოგზაურობა აუცილებელია, იმ გაგებით არა, როგორც საავადმყოფო და სურსათის მაღაზია, მაგრამ ისევე აუცილებელი, როგორც წიგნები და ჩახუტება. სულის საკვები. განსაკუთრებული თავად ადგილი კი არაა, არამედ ის, თუ ჩვენ რას შევმატებთ მას და, რაც მთავარია, როგორ კონტაქტში შევალთ მასთან. მოგზაურობისას მნიშვნელოვანი არც დანიშნულების ადგილია და არც თავად განვლილი გზა. მოგზაურობა, როგორც მწერალი ამბობს, „ახლებური ხედვის“ აღმოჩენაა. ახლებური ხედვისთვის კი შორს წასვლა სულაც არ გვჭირდება. ეს მწერალ, ნატურალისტ და ფილოსოფოს ჰენრი დევიდ ტოროზე კარგად არავის ესმოდა. მან თითქმის მთელი თავისი (მოკლე) ცხოვრება კონკორდში, მასაჩუსეტსში, გაატარა. იქ იგი უოლდენის ტბას ყველა შესაძლო რაკურსით აკვირდებოდა: მთიდან, ნაპირიდან, წყლიდან. „სწორი რაკურსით თუ შეხედავ, ყველა ქარიშხალი და მასში ყველა წვეთი ცისარტყელაა“, – წერდა იგი. ტორო საყვარელი ტბორის ცქერით არასოდეს იღლებოდა და არც ჩვენ მოგვბეზრებია ჩვენი მოძველებული, მარტივი სამყარო. პირიქით, პანდემიამ გააძლიერა კიდეც ჩვენი სიყვარული მის მიმართ. უკვე გამოვცადეთ, როგორია იზოლირებული, ციფრული ყოფიერება და აღმოჩნდა, რომ ჩვენს უმეტესობას ის დიდად გულზე არ ეხატება. ნიუ-იორკის ლინკოლნის ცენტრის ორკესტრის სექცია თუ ტოკიოს ვიწრო ქუჩები გვენატრება. ჩვენ ადგილის არსებები ვართ და ვიქნებით. 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ საჰაერო მოგზაურობის აღსასრული (ან რადიკალური კლება მაინც) ბევრმა იწინასწარმეტყველა. არადა, ავიახაზებმა მალევე დაიბრუნეს ძველებური ტემპი და 2017 წელს მგზავრთა რეკორდული რაოდენობა – ოთხი მილიარდი – გადაიყვანეს. ცოტა ხნით ჩვენი დროის ერთ-ერთი საოცრება – ფრენა – რომ მოგვაკლდა, ის კიდევ უფრო დავაფასეთ და დღეს სხეულის სკანირებისა და ჩხრეკის მსგავს ბევრ უსიამოვნებასაც ვიტანთ, ოღონდ შორეულ ადგილებზე გადაფრენის პრივილეგია მოგვანიჭონ. მოგზაურობა აუცილებელია არა როგორც საავადმყოფო და სურსათის მაღაზია, არამედ როგორც წიგნები და ჩახუტება. სულის საკვები. სანამ ძველებურ ყოფიერებაში დაბრუნება გვეჩქარება, ისიც უნდა გავიხსენოთ, რა გავლენა აქვს მასობრივ ტურიზმს პლანეტაზე. ახლა სწორედ იმის დროა, მდგრადი ტურიზმის ფუნდამენტური ღირებულებები გავიაზროთ და ასე დავგეგმოთ მომავალი მოგზაურობები. წადით იქ, სადაც არავინ დადის. გაჩერდით უფრო დიდი ხნით. იმოგზაურეთ მაშინ, როდესაც სეზონი არაა. გაიცანით ადგილობრივი მოსახლეობა და დახარჯული ფულით მათ განვითარებას შეუწყვეთ ხელი. და გახსოვდეთ, რომ მოგზაურობის მთელი აზრი სწორედ იმ განსხვავებების მიღებაშია, რომლებიც ჩვენს სამყაროს ასეთ მრავალფეროვანს ხდიან. ამიტომ, მიდით, დაიწყეთ მოგზაურობის დაგეგმვა. ის თითქმის ისეთივე სასიამოვნოა, როგორც თავად მოგზაურობა. მოლოდინს თავისი ხიბლი აქვს. წინასამოგზაურო აღტკინებას პირადადაც შევსწრებივარ. ჩემი ცოლი, რომელსაც სამოგზაურო ფოტოები გულზე არ ეხატება ხოლმე, ახლა Instagram-ზე საათობით ათვალიერებს ალპური ქოხებისა და ბალის ბრინჯის მინდვრების ფოტოებს. „რა ხდება?“ – ვკითხე ერთ დღეს, – „სრულიად მომაჯადოებელი ფოტოებია, – მიპასუხა მან, – მახსენებენ, რომ გარეთ დიდი, ლამაზი სამყარო გველოდება“. ბევრ ჩვენგანს, მათ შორის მეც, ეგონა, რომ მოგზაურობა ყოველთვის იქნებოდა ჩვენი ცხოვრების ნაწილი. ტომ სვიკი, რომელიც მოგზაურობებზე წერს, მეუბნება, რომ მოგზაურობას მუდმივ მოცემულობად აღიქვამდა. ახლა იგი ამბობს, რომ „ერთი სული აქვს, როგორ გამოცდის მოგზაურობას, როგორც ნამდვილ საჩუქარს“. ერიკ ვაინერი NPR-ის ყოფილი კორესპონდენტი და არაერთი ბესტსელერის ავტორია: „ნეტარების გეოგრაფია“, „გენიის გეოგრაფია“ და „სოკრატეს ექსპრესი“. მდგრადი მომავალი როდესაც მოგზაურობა ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება, ზოგი ადგილი ტურიზმის პრობლემებს უფრო მომზადებული შეხვდება. „მსოფლიოში საუკეთესოების“ ყოველწლიურ სიაში წელს ის 25 ადგილი მოხვდა, სადაც მემკვიდრეობის დაცვისა და კონსერვაციისთვის იზრუნეს. ამ სიაში შედის სვანეთიც. სრულ სტატიას ჩვენი ჟურნალის მარტის ნომერში შემოგთავაზებთ, აქ კი რამდენიმე მაგალითით შემოვიფარგლებით: დენვერი, კოლორადო 2030 წლამდე 100%-ით განახლებად ენერგიაზე გადასვლის გეგმა. ალონისოსი, საბერძნეთი უძველესი დაღუპული გემის დაცვა ახალ წყალქვეშა მუზეუმში. სვანეთი პროექტ „ტრანსკავკასიური ბილიკის“ ნაწილი, რომელიც სალაშქრო ბილიკებით სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის დაკავშირებას ისახავს მიზნად. კოპენჰაგენი, დანია 2025 წლამდე მსოფლიოს პირველ ნახშირბად-ნეიტრალურ ქალაქად გადაქცევის გეგმა. ბრიტანეთის კოლუმბია, კანადა ფოლკლორულ სამოგზაურო გამოცდილებებზე კონცენტრირება ადგილობრივი ამერიკელი მასპინძლებით. კუნძული ლორდ-ჰაუ, ავსტრალია ტექნოლოგიისა და საზოგადოებრივი მოხალისეების მობილიზება ენდემური სახეობების დასაცავად. The post ხეტიალისთვის ვართ დაბადებულები? appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.