Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'გვინდა' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 2 results

  1. დიდი ხანია, რაც მარსზე გამგზავრების იდეა სამომავლო პერსპექტივიდან დღევანდელ შესაძლებლობად იქცა. მრავალი ადამიანი უკვე აქტიურად მუშაობს მარსის კოლონიზაციის გეგმის შედგენაზე. ამასთან, კაცობრიობამ ამ მხრივ უკვე გადადგა აქტიური ნაბიჯები. თუმცა, ძალზე საინტერესო იქნება, თუ ერთ მარტივ კითხვაზე დავფიქრდებით. რატომ ვაკეთებთ ამას? ამ კითხვას მხოლოდ ერთი სიტყვით შეგვიძლია ვუპასუხოთ – შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ეს სიტყვა ცნობისმოყვარეობაა. მარსზე გამგზავრების იდეის ყველაზე დიდ მხარდამჭერად მილიარდერი ილონ მასკი მიიჩნევა. მან 2002 წელს კომპანია SpaceX-იც დააფუძნა, რომლის მთავარი მიზანიც იყო კოსმოსურ ინდუსტრიაში რევოლუცია. ამას კი მასკი კოსმოსური ფრენების რეალობად ქცევით აპირებდა. თავად იგი მარსის კოლონიზაციას კაცობრიობისათვის აუცილებელ სამომავლო ნაბიჯად მიიჩნევს. მისი აზრით, წითელ პლანეტაზე ჩვენთვის სამუდამოდ და საიმედოდ დამკვიდრებაა საჭირო. თუ დედამიწას რამე კატასტროფა შეემთხვევა, აუცილებელია გვქონდეს გეგმა ბ. მარსი კი ამჟამად დედამიწელებისთვის საუკეთესო ალტერნატივას წარმოადგენს. REUTERS / Joe Skippersმართალია, SpaceX უკვე აქტიურად მუშაობს მარსზე კოსმოსური ხომალდის გაშვების მისიაზე, თუმცა, მასკს არ სურს „მარსის კოლონიის” მსგავსის შექმნა. იგი SpaceX-ს სატრანსპორტო კომპანიად მიიჩნევს, რომელიც სხვის ბაზამდე ადამიანური და საჭირო ტექნიკური რესურსის მიღწევას უზრუნველყოფს. მარსის საზოგადოების დამფუძნებელი რობერტ ზუბრინი მიიჩნევს, რომ იდეა საზოგადოებაში კვლავაც დიდ სკეპტიციზმს იწვევს. პირველ ეტაპზე უმნიშვნელოვანესია პლანეტაზე სხვადასხვა კოსმოსური ხომალდის წარმატებით დაშვება. ეს, როგორც NASA-ს, ასევე კერძო ინვესტორებს სხვა კუთხით დაანახვებს იდეის პერსპექტივას და მის განხორციელებაზე მუშაობა უფრო აქტიურად გაგრძელდება. Space News / J.Leeრა დაჯდება საბოლოო მიზნის განხორციელება? უხეში გამოთვლებით, მარსზე პირველი ექსპედიციის გაგზავნის საერთო ხარჯი დაახლოებით $6 მილიარდს მიაღწევს. ეს ფინანსური მონაცემები შეგვიძლია NASA-ს პერსევერანსის გაშვების საფასურსაც შევადაროთ. ორგანიზაციისთვის როვერის წარმატებული მოგზაურობის ღირებულებამ თითქმის $3 მილიარდი შეადგინა. NASA / JPL-Caltechიმის თქმა, თუ როდის შეძლებენ ადამიანები მარსზე ფეხის დადგმას, ჯერ კიდევ რთულია. ილონ მასკის მოლოდინებით, ეს 2026 წელს უკვე შესაძლებელი იქნება. თუმცა, ეს ძალზე ოპტიმისტური პროგნოზია. მანამდე ჯერ მრავალი ეტაპის გავლაა საჭირო. მათ შორის კოსმოსური ხომალდის წითელ პლანეტაზე 2 წლით ადრე დაშვება, რისი განხორციელებაც ასევე SpaceX-ის უახლოეს გეგმებშია. ამ ყოველივეს წარმატებით განხორციელების შემთხვევაში კი, კოლონიზაციის პროცესის დაწყების სირთულეებთან ჭიდილი NASA-ს მოუწევს. The post რა გვინდა მარსზე? appeared first on BusinessFeed.