მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის ინიციატივა ციფრული ვალუტის შესახებ ითვალისწინებს ახალ, ბიტკოინის პროგრამული უზრუნველყოფის და უსაფრთხოების სატესტო რეჟიმში გაშევებას. აღნიშნული მიზნად ისახავს ბიტკოინის ქსელის თავდაცვის გაღრმავების კვლევას.
ღია წყაროს ინიციატივამ მიიღო მხარდაჭერა კრიპტო ინდუსტრიის ლიდერების მრავალფეროვანი ჯგუფისგან, მათ შორის არიან ქემერონ და ტეილერ უინკლევოსები, MicroStrategy–ს აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ სეილორი, Square-ის დამფუძნებელი ჯეკ დორსი და ა.შ.
პროექტის წარდგენისას აღინიშნა, რომ ბიტკოინმა გრძელი გზა განვლო “ბუნდოვანი კრიპტოგრაფიული სათამაშოდან” სერიოზულ საინვესტიციო ღირებულების მქონე პროდუქტობამდე, რომელიც უზრუნველყოფს 1 ტრილიონი დოლარის ღირებულების ბრუნვას თითქმის ყოველწლიურად.
აღნიშნული ინიციატივის განხორცილებისას კი მრავალი სამუშაო საათი იქნება დახარჯული ახალი უსაფრთოხების პროტოკოლების მშენებლობასა და გადამოწმებაში, რომელიც მომავალში უზრუნველყოფს უსაფრთხო საინვესტიციო გარემოს შექმნას.
ახალი ინიციატივის ფინსური საჭიროებები გარკვეულწილად დამოკიდებული იქნება შემოწირულობებზე.
განცხადების გმოქვეყნებისთანავე Coinshares-მა შემოწირულობების ფონდში 500,000 დოლარი გადარიცხა.
The post მასაჩუსეტსის უნივერსიტეტი კრიპტოვალუტის პროგრამული სისტემის გაუმჯობესებაზე მუშაობს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.