Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'გარეშე' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 3 results

  1. ტერმინატორის მნიშვნელობა იყო ინსპირაციის წყარო და არ გინდათ ვითამაშოთ? შეკითხვები იყოს ყველაფერზე… მაგ. სიტყვების მნიშვნელობაზე, თარგმანზე, იყოს გამოცანებიც ან რავი, თუ გინდათ რასადროდის ტიპის კითხვებიც იყოს, მოკლედ, რაზეც გინდათ, რისი პასუხიც შეიძლება გუგლში მოვიძიოთ, მაგრამ არ უნდა დავგუგლოთ პირველი სწორი პასუხის ავტორი დასვამს მომდევნო კითხვას და ასე წინასწარ გაფრთხილებთ, თუ უნდა იღლიცინოთ, დავხურავ თემას
  2. ხავიერ კორბეროს ბარსელონის სახლში ლოგიკა არ არსებობს, ისევე, როგორც ექსცენტრიულობას არ აქვს საზღვარი. ხავიერ კორბეროს ნაშენი სამყაროს უდიდესს კალეიდოსკოპს მოგვაგონებს. მოქანდაკის კატალონიური საცხოვრებლის ეპიცენტრში მდებარეობს ექვსსართულიანი სტრუქტურა. კოშკის ინტერიერი ცარიელი ატრიუმია; აქ ყვავილები ხარობენ და სინათლე თარეშობს თაღოვანი ფანჯრების გავლით, სიურრეალისტური სინათლე შემოსული მოდერნიზმის ტაძარში. “ომის დროსაც კი, სახლში სტუმრები გვყავდა, მოქანდაკეები და პოეტები და მუსიკოსები და კიდევ სხვები. ომის შემდეგ ძალზედ მოსაწყენი იყო, არ იყო საჭმელი, არ იყო წიგნები, არ იყო ფილმები, არაფერი. ბარსელონა დავტოვე, როდესაც 19 წლის ვიყავი და შვედეთში გავემგზავრე, რადგანაც ვფიქრობდი, შვედეთი ძალზედ თანამედროვე ქვეყანაა და სოციალისტურია და ფანტასტიურია. ისიც უნდა ითქვას, რომ მოდელები ჩამოვიდნენ [შვედეთიდან] ბარსელონაში და მათ ყველაზე ლამაზი ფეხები ჰქონდათ მთელ ევროპაში.” კორბერო, რომელიც 1935 წელს დაიბადა და 2017-ში გარდაიცვალა, ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოქანდაკეა. თუმცაღა, მისი მემკვიდრეობა არ ასოცირდება მხოლოდ მის ნამუშევრებთან – უზარმაზარ სტრუქტურებთან, ხშირად უხეში ქვისგან წარმოქმნილი – არამედ მის სახლთან: ჩახლართული ქსელი რომელიც ათეულობით საცხოვრისს მოიცავს და გადაშლილია 11 ათას კვადრატულ მეტრზე ბარსელონის შემოგარენში. ის გარდაიცვალა, მაგრამ მისი magnum opus ჯერაც დაუსრულებელია. ცენტრალური კოშკის ექვსი სართული ერთ დროს კორბეროს პირადი საცხოვრებელი იყო. ეს ღია ოთახები ეკლექტიკურად არის დეკორირებული: მისი მეგობრის, სიურრეალისტი მხატვრის, სალვადორ დალის ფოტო, უძველესი ჩინური ეკრანის უკან იმალება; ლე კორბუზიეს სავარძელი სპარსულ ხალიჩაზეა მოთავსებული. სხვა ნაკეთოთები კორბერომ თვითონ დაამზადა სხვადასხვა მასალისგან, მათ შორის, ვარდისფერი მარმარილოსგან და დამუშავებული ბაზალტისგან. როდესაც სინათლე გადაუვლის ოთახს, სხვადასხვა ნივთები თითქოს რიგში დგებიან, ელოდებიან, როდეს დაეცემათ სხივი, რათა დროებით ყურადღების ცენტრში მოექცნენ. “ფილებისთვის წავედი ქარხანაში, რომელიც ჩემთან ახლო მდებარეობდა და ვუთხარი, მინდა ყველაზე იაფი ფილები რაც გაქვთ, ფილები რომლებიც აღარ გამოიყენება ან გატეხილია. 120 წლის გამოუყენებელი ფილების ორი დიდი გროვა მაჩვენეს, თითოში ერთი პესეტა გადავიხადე. ცოტა ხნის წინ ერთი ცალი ვნახე ძველმანების ბაზრობაზე და 5000 პესეტა [50 ევრო] მომთხოვეს თითოში!” პირადი სივრციდან იწყება ოთახების ქსელი, რომელიც განკუთვნილია მოსვენებისთვის და გამოფენისთვის – იმდენად ბევრი, რომ კორბეროს ზოგჯერ ავიწყდებოდა, როდის რა შემატა ამ სტრუქტურას. ზოგჯერ დამთვარიელებლებს ეთამაშებოდა არქიტექტურული ილუზიებით, როგორიცაა ცრუ კედლები და კიბეები, რომლებსაც არსად მივყავართ. ეს ორი მიდგომის მქონე პროექტია: ერთ მხრივ, სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი კერძო ხელოვნების მუზეუმი, მეორე მხრივ კი – დაუვიწყარი წვეულებისთვის განკუთვნილი სივრცე. Mi casa es su casa. კორბეროს სახლის არსებობა წარმოუდგენელია სხვა ნებისმიერ ადგილას, გარდა ბარსელონისა. როდესაც ის დაიბადა, ესპანეთი სამოქალაქო ომის პირას იყო. ცენზურა მოქმედებდა წიგნებზე, გაზეთებზე და ფილმებზე. კულტურა მადრიდიდან მოდიოდა. თუ ხელნაკეთი ხელოვნება გინდოდა გენახა, შენით უნდა შეგექმნა. “ჩემი მეგობარია, რასელ პეიჯი, ფანტასტიური მებაღე, რომელმაც თქვა, რომ ბაღი არის მადლიერების სიმღერა, რწმენის აქტი და იმედის განსხეულება. პრინციპში, ქანდაკებაც რაღაც ასეთია.” კორბეროს შესაფერისი მისაბაძი მაგალითიც ჰყავდა: ანტონიო გაუდი, ბაბუამისის მეგობარი, ადამიანი, რომელმაც ფაქტობრივად შექმნა ბარსელონა. კატალონიელი ხუროთმოძღვარი, რომელიც 1926 წელს გარდაიცვალა, შთამაგონებელი გახდა არა მხოლოდ კორბეროს სიურრეალისტური და ამბიციური მიდგომის, არამედ რეგიონალური კულტურის, არქიტექტურისა და ხელოვნების წინა პლანზე წამოწევის და საწყის წერტილად გამოყენების მხრივ. “ვფიქრობ, ქანდაკება რაღაც თეოლოგიურია, ან ლიტურგიული, ორიენტირებული რელიგიურ შეგრძნებაზე, მაგრამ ძალზედ გახსნილი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, აშკარაა რომ ბუნება თავის საწყისში არის რაღაც, რაც უსასრულოდ დიდია, ვიდრე პატარა ნაძირალა ადამიანი.” კორბეროს პირველი ნაბიჯი იყო სახლის შეძენა, რომელიც უნდა დანგრეულიყო, რათა მომხდარიყო იმ ტერიტორიაზე გზატკეცილის გაყვანა. 60-იან წლებში, ანტი-ელიტისტური მოძრაობა – arte povera – რომელიც ყოველდღიური მოხმარების ნივთების მასალად გამოყენებას ქადაგებდა – კატალონიაში აუცილებლობა იყო. კატალონიურ კარიერებში მოპოვებული კირქვა და სილოკონით მდიდარი მარმარილო ხელოვნების ახალი ნიმუშების შესაქმნელად შესაფერისი მასალა აღმოჩნდა. თანამედროვე ხელოვნება იქმნებოდა დროის მიღმა არსებული მასალის გამოყენებით, რომელიც მიწიდან მოიპოვებოდა და, ამავდროულად, უსასრულოდ თანამედროვე იყო. კორბეროს ლაბირინთი ამ მარტივი საცხოვრებლის გარშემო წარმოიქმნა. ურთიერთდაკავშირებული სახლების სისტემა თანამედროვე მავრიტანულ სტილშია გადაწყვეტილი. ზოგიერთი ოთახი სპარსულ ორნამენტულობას მოგვაგონებს, სხვებში კი გათეთრებულ კედლებს ვხვდებით, სადაც თანამედროვე ავეჯის მუდმივად ზრდადი კლასტერებია. როგორც ყოველთვის, ძველისა და ახლის სინთეზი. ხის კარები მე-XVII საუკუნის ესპანეთს მოგვაგონებს, მაგრამ ზოგიერთი დისტანციური პულტის მეშვეობით იღება. “დიდი სივრცეა, მაგრამ მხოლოდ მენტალურად დიდი, რადგანაც ეს სივრცე ჩიკაგოს ნებისმიერ ლობიზე უფრო დიდიც კი არაა. რაც ნამდვილად კარგია, ეს არის მასშტაბი, თუ ზუსტად დაიჭირე მასშტაბი, სივრცე აღარ არის სივრცე და გადაიქცევა საზრისად. ეს ხდება ქანდაკებაში და ეს ხდება არქიტექტურაში.” სალვადორ დალიმ კორბეროს დაურეკა, ერთ-ერთი ნამუშევრის შეძენა სურდა, თუმც მოქანდაკემ იფიქრა, რომ ბოროტი ხუმრობაა, უთხრა, ‘შენ თუ დალი ხარ, მე ეპისკოპოსი ვარ’-ო და დაუკიდა ყურმილი. ვინტაჟური Rolls-Royce-ის გარშემო აგურის კედელი ააშენა – დამთვარიელებლებს უკვირდათ, როგორ მოხვდა მანქანა ამ ნაშენის შიგნით. საცხოვრისის გარშემო კალეიდოსკოპური კოშკი აღმოცენდა. ამ არეულ და მისტიურ სასახლეში ყველაფრის ადგილი იყო – გართობის, მოლაპარაკების და მონანიების. ლოკალურმა სტუმრებმა – პოეტებმა, მოცეკვავეებმა, დილეტანტებმა – სახლი კატალონიურ სალონად გადააქციეს. აქ შეიძლება ნორმან ფოსტერთან კერძო საუზმე ყოფილიყო რომელიმე ოთახში, მეორეში კი ჯეიმს ბონდის ახალი ფილმის მთავარი ანტაგონისტის თავშესაფარი. ამ კოშკის ერთ-ერთი კუთხე მშვენიერი ადგილი აღმოჩნდა სავარძლისთვის: ‘მინდოდა ყოფილიყო წერტილი, საიდანაც ყველაფერი გამოჩნდებოდა’. მისი სახლი, მისი წესები. “ვერ ვიტან, როდესაც მხატვრები მხატვრებს ესაუბრებიან. ერთმანეთისთვის არაფერი გაქვთ ასახსნელი. მენ რეის ხშირად ვერ ვხედავდი, მაგრამ როდესაც ვსადილობდით, უბრალოდ ვსადილობდით. ქალებზე ვსაუბრობდით, ან სავარძლებზე, ან ფინანსებზე ან იმაზე, თუ ვინ გადაიხდის სადილის ფულს, მაგრამ არა ხელოვნებაზე.” კორბეროს სახლი არაერთხელ ყოფილა სხვადასხვა პროგრამის რეზიდენცია, მხატვრებს და მოქანდაკეებს შეეძლეოთ მშვიდ მარტოობაში ემუშავათ ამ სივრცეში. ‘ისინი აქ საკუთარი თავის საპოვნებლად მოვიდნენ’, აღნიშნა ერთხელ კორბერომ. კორბეროს ხელოვნება არქიტექტურას გავდა და პირიქით. მისი ფანქარი და ბლოკნოტი კვლავაც სახლში დევს უცვლელად, ისე, როგორც მან დატოვა. შემოქმედის სახლში მდებარე ქანდაკებები ამ სივრცის მაცხოვრებლები გახდნენ. შესაძლოა, მისი საუკეთესო ნამუშევარი სწორედ ეს შენობა არის – პოეზია დასასრულის გარეშე.