Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'გამოცდილებით' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში დასრულდა შეხვედრა ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ჟიგიმანტას პავილიონისსა და ნიკა მელიას შორის. ლიეტუველმა პოლიტიკოსმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ის საქართველოში ჩამოვიდა იმისთვის, რომ დაელაპარაკოს ყველა მხარეს და შეთავაზოს მედიაცია მოლაპარაკებებში, ხაზი გაუსვა დიალოგის მნიშვნელობას. მან თქვა ისიც, რომ მისი ქვეყნის გამოცდილება იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ თუკი არ აირჩევ დასავლურ გზას, არ შეუერთდები ევროკავშირსა და ნატოს, შეიძლება მოკვდე. "არის არჩევანი: საქართველო ან წავა ლიეტუვის გზით, ან სხვა გზით. თუ იქნება ლიეტუვის გზა, მე ვხედავ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების შანსებს. მაგრამ, როცა ლიეტუვა ევროკავშირსა და ნატოში წევრიანდებოდა, მარჯვენა და მარცხენა ყოველთვის ერთად მუშაობდნენ. ჩვენ არასდროს დაგვიპატიმრებია [ოპენენტები]. თუ გაგრძელდება რეპრესიები და კონფლიქტი, თუ გაგრძელდება მუქარის გზა, საქართველოს შანსები შემცირდება. ნატოსა და ევროკავშირში მხოლოდ საუკეთესო გაწევრიანდება. თქვენი არჩევანია, გინდათ, რომ იყოთ ლიდერები თუ გინდათ, იყოთ სხვადასხვა საშინაო და საგარეო დარტყმების მსხვერპლები. თქვენ დარჩებით სხვა ძალების წინაშე, რომელიც თქვენ დაგშლით. ერთხელ უკვე დაიტანჯეთ ომით. მართლა გინდათ შენარჩუნდეს სტატუს კვო, რომელიც არაფერთან მიგიყვანთ? იმიტომ, რომ ჩვენი გამოცდილებით, ან უერთდები ევროკავშირს და ნატოს, ან კვდები. სხვა ალტერნატივა არ გაქვთ" - თქვა ჟიგიმანტას პავილიონისმა. ამავე განცხადებაში მან ხელისუფლებას დათმობაზე წასვლისკენ მოუწოდა: "ესაუბრეთ ერთმანეთს, შეწყვიტეთ პოლიტიკური რეპრესიები, გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები, შეწყვიტეთ პოლიტიკური საქმეები სასამართლოში, რომელიც პროცესს ხელს არ უწყობს და დაიწყეთ ხიდების აგება მომავლისთვის. ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ. ამიტომ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იმედი მაქვს, ნიკა მელიას საქმე დადებითად გადაწყდება." პოლიტიკოსებთან შეხვედრამდე პავილიონისმა თვითერზე დაწერა, რომ ლიეტუვა საქართველოს გვერდით იდგა ყოველთვის, მისთვის ყველაზე რთულ დროსაც კი.