Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'გამოცდა' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 2 results

  1. ანანდ ვარმა უნივერსიტეტში ბიოლოგიას სწავლობდა, როდესაც National Geographic-ის ფოტოგრაფის საველე თანაშემწედ დაიწყო მუშაობა და თავისი ჭეშმარიტი მოწოდება აღმოაჩინა. ამჟამად მისი სპეციალობა ერთი ციცქნა, მოუხელთებელი არსებების მაღალი სიმკვეთრის ფოტოების გადაღებაა. National Geographic-ის ფოტოგრაფი 2011 წლიდან ფოტო: მაიკლ პარმელი 2020 წლის დასაწყისი კალიფორნიაში, რივერსაიდის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში გავატარე – კოლიბრებს ვიდეოს ვუღებდი და მათი მოძრაობებისა და ქცევების აღბეჭდვის ახალი მეთოდების გამოგონებას ვცდილობდი. ეს პროცესი პანდემიამ ჩაშალა – მარტის შუიდან უნივერსიტეტის დაცლა მოგვიხდა და მთელი შტატი ჩაიკეტა. როგორც წესი, სახლს ოთხი მეგობარი ვქირაობთ ხოლმე; ეს რიცხვი რვამდე გაიზარდა. იმპროვიზებული კომუნასავით ვიყავით და ერთად მშვენიერი დრო გავატარეთ. მედუზების შესასწავლად National Geographic-ისა და რიტა ალენის ფონდისგან დაფინანსება მივიღე. თავდაპირველი ჩანაფიქრი გლობალური პროექტი გახლდათ: იაპონიაში გადაფრენა, აკვარიუმების მონახულება, ოკეანეში გადაღება… საბოლოოდ, მუშაობა საკუთარ გარაჟში მომიწია, აკვარიუმის მოწყობაში ახალი ინგლისის აკვარიუმის თანამშრომელი სტივ სპინა დამეხმარა და მედუზებიც FedEx-ით გამომიგზავნა. რაღა დამრჩენოდა, კარანტინში ყოფნისას აურელიას გვარის მედუზებზე ვიმუშავე. როდესაც ზაფხულის შუისკენ აკვარიუმი ცოტა გაჭუჭყიანდა და გავწმინდე, მასში არსებულმა პოლიპებმა გარდაქმნა დაიწყეს. ერთ დღესაც გარაჟში შევედი და ამ თეთრი პოლიპების ფონზე ყავისფერი სტრუქტურა შევნიშნე! მედუზების პროექტის მთელი მიზანიც ამ მეტამორფოზის ცხადყოფა იყო, იმის ჩვენება, თუ როგორ იცვლება მათი სხეულები ასაკისა და სტრესის საპასუხოდ. დროთა განმავლობაში ამ პროცესის გამოწვევა ვისწავლე: პოლიპებით სავსე ქილას ორი კვირით მაცივარში ვდებ და ისინი პაწაწინა მედუზებად იქცევიან. ახლა კვლევით ნაშრომებში წაკითხული ექსპერიმენტების გამეორებას ვცდილობ, რომლებშიც აღწერილია, თუ როგორ ახერხებენ მედუზები დაბერების პროცესის უკუქცევას და პოლიპის ფაზაზე დაბრუნებას სხეულის ქსოვილების რეორგანიზაციის გზით. დარწმუნებული არ ვარ, რომ შევძლებ, მაგრამ სწორედ ამ პროცესის აღბეჭდვას ვცდილობ. – პატრისია ედმონდსისთვის მონათხრობი ჭიანჭველების გამოცდა ნახე სრულად The post ანანდ ვარმა appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.