ძებნა
'გაიზარდა' ძებნის შედეგები.
-
"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის მიხედვით, ბოლო 1 წელიწადში, პანდემიის შემდეგ "ქართული ოცნების" რეიტინგი 1,6-ჯერ გაიზარდა, "ნაციონალური მოძრაობის" კი 2,6-ჯერ შემცირდა. ბოლო კვლევის შედეგები, რომელიც 2020 წლის დეკემბრის პერიოდს მოიცავს, დღეს გახდა ცნობილი, წინა კვლევა კი 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდა. ბოლო კვლევას წინასთან მეთოდოლოგიაც განასხვავებს - პანდემიის გამო ინტერვიუები ტელეფონით ტარდება. კვლევის მიხედვით, თუკი 2019 წლის ბოლოს "ქართული ოცნების" მხარდაჭერა 19 პროცენტი იყო, ახლა ეს მაჩვენებელი 31-მდეა გაზრდილი. "ნაციონალური მოძრაობის" შემთხვევაში მხარდაჭერის მაჩვენებელი 13 პროცენტიდან 5 პროცენტამდეა შემცირებული. ბოლო კვლევაში, ისევე, როგორც სხვა წინა კვლევებშიც, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს პასუხს "არ ვიცი, არცერთი პარტია, უარი პასუხზე". კვლევა NDI-ის დაკვეთითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით "CRRC საქართველომ" ჩაატარა. ინტერვიუები სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით შეირჩა, რესპონდენტებს კი "შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით" უკავშირდებოდნენ. შედეგები წარმომადგენლობითია, თუმცა არ მოიცავს ოკუპირებულ ტერიტორიებს. საველე სამუშაოები 2020 წლის 17-24 დეკემბერს ჩატარდა, სულ გამოიკითხა 2 053 პირი, საშუალო ცდომილება კი 1,1 პროცენტია.
-
საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის 1 იანვრიდან ასაკობრივი პენსია გაიზარდა. უწყების ცნობით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერთათვის პენსია 20 ლარით – 220 ლარიდან 240 ლარამდე გაიზარდა, 70-დან ზემოთ ასაკის პენსიონერბს კი – 25 ლარი დაემატათათ 250 ლარიდან 275 ლარს მიიღებენ. მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, მომატებულ პენსიაზე კიდევ 20%-იან დანამატს მიიღებენ მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პენსიონერები. შესაბამისად, 2021 წლიდან, აქ მცხოვრები 70 წლამდე პენსიონერები 288 ლარს, 70-დან ზემოთ ასაკის პენსიონერები კი – 330 ლარს მიიღებენ. ამასთან, ამოქმედდა პენსიის ინდექსაციის მექანიზმიც, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკური მაჩვენებლების გათვალისწინებით, პენსიები ყოველწლიურად გაიზრდება. 2021 წლის ბიუჯეტის მიხედვით, მოქალაქეების საპენსიო უზრუნველყოფისთვის 2.6 მლრდ ლარია გათვალისწინებული. ასევე წაიკითხეთ: პრემიერ-მინისტრმა ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა პრემიერ-მინისტრმა 2019 წელი შეაჯამა