Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'გააკონტროლებენ' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. დემოკრატმა კანდიდატებმა ჯონ ოსოფმა და რაფაელ უარნოკმა ჯორჯიის შტატის სენატის არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვეს. ეს ნიშნავს, რომ დემოკრატები ამიერიდან თეთრ სახლთან ერთად, წარმომადგენელთა პალატასა და სენატსაც გააკონტროლებენ. არჩეულ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, საკუთარი პოლიტიკისა და მიდგომების აღსასრულებლად ნაკლები წინაღობა ექნება. დონალდ ტრამპი კი ამერიკის ისტორიაში 1932 წლის შემდეგ პირველი პრეზიდენტი იქნება, რომელიც პირველი საპრეზიდენტო ვადის შემდეგ თეთრ სახლთან ერთად კონგრესის ორივე პალატა დაკარგა. ამ შედეგების დამტკიცებისა და ინაუგურაციის შემდეგ დემოკრატები თეთრ სახლს და კონგრესის ორივე პალატას გააკონტროლებენ. თუმცა 6 იანვარს კონგრესში მიმდინარე სერტიფიცირების პროცესი ვაშინგტონში დონალდ ტრამპის მხარდამჭერთა საპროტესტო აქციისა და არეულობის შედეგად შეწყდა. დემონსტრანტები კონგრესის შენობაში შეიჭრნენ, საჭირო გახდა კანონმდებელთა და მედიის წარმომადგენელთა ევაკუაცია. ჯორჯიის შტატში სენატის განმეორებითი არჩევნები გუშინ გაიმართა. 3 ნოემბრის შემდეგ მთელი ამერიკის ყურადღება ამ შტატისკენ იყო მიპყრობილი - რადგან ორ ოლქში გამარჯვებულის ვინაობა გადაწყვეტდა, ვინ გააკონტროლებდა ამერიკის კონგრესის ზედა პალატას - სენატს. ამ დრომდე რესპუბლიკელებს 50, დემოკრატებს კი - 48 მანდატი ჰქონდათ. შესაბამისად, უმრავლესობის მოსაპოვებლად, რესპუბლიკელებისთვის ერთი კანდიდატის გამარჯვებაც საკმარისი იყო. დემოკრატებს კი ორივე კანდიდატის დაწინაურება სჭირდებოდათ. ასეთ შემთხვევაში მანდატები თანაბრად ნაწილდება, კენჭისყრის ბედის გადაწყვეტა კი ვიცე-პრეზიდენტს - დემოკრატ კამალა ჰარისს შეეძლება. ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი სენატის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს. დემოკრატების მეტოქე რესპუბლიკელი კანდიდატებიდან ორივე მოქმედი სენატორი იყო. ტრადიციულად "წითელი", რესპუბლიკური შტატი 3 ნოემბრისა და 5 იანვრის არჩევნებისა და მეორე ტურის შემდეგ "გალურჯდა". აქ დემოკრატ საპრეზიდენტო კანდიდატს თითქმის 30 წელია, 1992 წელს ბილ კლინტონის გამარჯვების შემდეგ, არჩევნები არ მოუგია. ჯო ბაიდენმა კი შტატი და საარჩევნო კოლეგიაში მისი 16 ხმა მართალია მცირე უპირატესობით, მაგრამ მაინც მოიგო. მარტინ ლუთერ კინგის ისტორიული ეკლესიის ბაპტისტი პასტორი, რაფაელ უარნოკი პირველი იყო, რომლის დაწინაურებაც 6 იანვარს გათენებისას გამოიკვეთა. მან რესპუბლიკელი სენატორი კელი ლოფლერი დაამარცხა და ჯორჯიის შტატის ისტორიაში პირველი, ამერიკის ისტორიაში კი მე-11 შავკანიანი სენატორი გახდება. თითქმის ოცი წელია, რაც ჯორჯიის შტატიდან სენატში დემოკრატ კანდიდატს არ გაუმარჯვია. ანალიტიკოსები უარნოკის დაწინაურებას ჯორჯიის შტატში მრავალწლიანი პოლიტიკური ტრანსფორმაციისა და ტენდენციის ნაწილად მიიჩნევენ, როდესაც ტრადიციულად რესპუბლიკური შტატი უმაღლესი განათლების მქონე, უმცირესობების წარმომადგენლების ჩართულობით "მერყევ" შტატად იქცა. ჯონ ოსოფმა კი, დოკუმენტური ფილმების რეჟისორმა და დემოკრატთა მეორე კანდიდატმა დევიდ პერდუს, ასევე მოქმედი რესპუბლიკელი სენატორის წინააღმდეგ მცირე უპირატესობით გაიმარჯვა. ოსოფსა და პერდუს შორის განსხვავება უკიდურესად მცირე იყო, მან თავი გამარჯვებულად ასევე ოთხშაბათ დილას გამოაცხადა, თუმცა დღის ბოლომდე მისი გამარჯვების დადასტურებისგან მედიასაშუალებები და კვლევითი ორგანიზაციები კვლავ თავს იკავებდნენ. უარნოკსა და ოსოფს გამარჯვება უკვე მიულოცა არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა. ოსოფი 33 წლისაა და ის ამერიკის ისტორიაში მეორე ყველაზე ახალგაზრდა სენატორი იქნება. 1972 წელს ჯო ბაიდენი იყო ყველაზე ახალგაზრდა - 29 წლის პოლიტიკოსი, ვინც სენატში აირჩიეს, ფიცის დადებისას კი 30 წლის - სენატორობისთვის მინიმალური ასაკის იყო. 3 ნოემბერს ამერიკის პრეზიდენტთან ერთად ქვეყნის მოქალაქეებმა კენჭი უყარეს კონგრესის სრულ შემადგენლობას და სენატის დაახლოებით მესამედსაც. მაშინ ვერც ერთმა კანდიდატმა ხმების 50 %-ზე მეტი რაოდენობა ვერ მოაგროვა. მეორე ტურში კი უპრეცედენტოდ მაღალი იყო აქტივობა. ამასთან, 3 მილიონ 100 ათასზე მეტმა მოქალაქემ 5 იანვრამდე - კენჭისყრის ნაადრევი პროცედურების მეშვეობით მისცა ხმა. ჯორჯიისკენ ამ ორი თვის განმავლობაში მიმართული იყო არა მხოლოდ პოლიტიკური სპექტრის ყურადღება, არამედ დიდძალი ფინანსური რესურსებიც. უპრეცედენტოდ ძვირადღირებული, აგრესიული სარეკლამო კამპანია და უკიდურესი პოლარიზება საგრძნობი იყო შტატში მცხოვრები ქართველებისთვისაც. ლევან კახაძე ქართველი ბიზნესმენია, რომელიც ატლანტაში უკვე წლებია ცხოვრობს და წელს სენატის არჩევნებში, პირველ და მეორე ტურებში მონაწილეობაც მიიღო. კახაძე ამბობს, რომ შტატის მოსახლეობა უკიდურესად დაყოფილი იყო. ტრადიციულად, ადგილობრივი საკითხების განხილვის ნაცვლად კი, ცოტას თუ ადარდებდა ამა თუ იმ კანდიდატის დამოკიდებულება ისეთი თემების მიმართ, როგორის იარაღის კონტროლი, გადასახადები ან იმიგრაციაა. ეს საკითხები ხშირად გადამწყვეტია ხოლმე კანდიდატების წარმატებისთვის. ჯორჯიის შტატში სენატორობის კანდიდატთა მხარდასაჭერად კამპანიაში დონალდ ტრამპი, მაიკ პენსი, მეორე მხარეს კი ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისიც მონაწილეობდნენ. შტატში არჩევნების შედეგებს დონალდ ტრამპი აქამდეც აპროტესტებდა და ამბობდა, რომ არჩევნები გაყალბდა. მედიაში გავრცელდა ტრამპისა და შტატის სახელმწიფო მდივნის სატელეფონო საუბრის ჩანაწერიც, სადაც ტრამპი ბრედ რაფენსპერგერს მისთვის მიცემული 11780 "ხმის პოვნას" სთხოვს, რაც ბაიდენის გამარჯვებას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა. თუმცა შტატის ხელისუფალი ამბობს, რომ პრეზიდენტი ცდება და არჩევნების შედეგები სავსებით ლეგიტიმურია.