აშკარად მეორადი ტანსაცმლის ბუმი მძვინვარებს ქვეყანაში. გასაკეთილშობილებლად ვინტაჟადაც მოიხსენიებენ, მაგრამ მოდი ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ-მეორადი იზ მეორადი.
ნუ, ზოგადადაც, სამყარო გადადის ტანსაცმლის “გაცნობიერებულ” მოხმარებაზე და ეკომეგობრულობას აწვება. შესაბამისად ჩვენებმაც აიტაცეს ტრენდი,+ უფულობის კაი გაპრავებაა და ასევე, “ორიგინალური რაღაცები იყიდება” მესმის ხშირად არგუმენტად.
და ადრე, თუ მალავდნენ ახლა ყველა მეორე “ნაშა” გოგო რილსებს ან ტიკტოკებს იღებს, როგორ/სად/რამდენად იშოპინგა მეორადებში.
ასევე, პარალელურად უფრო პრემიუმ ხაზი: ფაბერ ქონსაინმენთი იხოდება. წეღან ვათვალიერებდი და მაინც ვერაფრით ჩავწვდი, რატომ უნდა ვიყიდო ვიღაცის ნახმარი ფეხსაცმელი, ჩანთა, ზედა და ა.შ 2000/4000+ ლარად? მერე რა რო ბოტეგა ვენეტაა ან გუჩი.
ოკ, მომწონს, კაია, მაგრამ არ ვიყიდიდი, 200ც რო ღირდეს.
ჩემშია პრობლემა?
თქვენ რას ფიქრობთ? გიყიდიათ მეორადი ნივთები?
ექსპერიმენტულად მაინტერესებს ისე, ჩემს დაქალს ვეხვეწები წამიყვანოს და თუ არ დამეზარა, უნდა გავტესტო რა შეგრძნებაა 1.