Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'ბენდუქიძემ' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. კახა ბენდუქიძე ლიბერალური ეკონომიკური რეფორმების ავტორად ითვლება. საგადასახადო რეფორმა, ლიცენზიებისა და ნებართვების გაუქმება და ბიუროკრატიის შემცირება – ეს იმ რეფორმების ჩამონათვალია, რაც კახა ბენდუქიძის ინიციატივით განხორციელდა. ამ ცვლილებების დამსახურება იყო 2004-2007 წლებში, ყოველწლიურად საშუალოდ 9.3%-იანი ეკონომიკური ზრდა და თითქმის გაოთხმაგებული უცხოური ინვესტიციები. თუმცა, მის მიერ გატარებული რეფორმები დღესაც წინააღმდეგობრივ შეფასებებს იწვევს. ბენდუქიძეს ხშირად აკრიტიკებენ უსამართლო შრომის კოდექსის მიღებისა და თითქმის სრული დერეგულაციის გამო. კახა ბენდუქიძე საქართველოს ეკონომიკის მინისტრად 2004 წელს დაინიშნა. ამავდროულად, 2008 წლამდე იგი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პოზიციასაც იკავებდა. 2008-2009 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს მთავრობის კანცელარიას. ის აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის გახსნის საქმეში. იყო პარლამენტის ქუთაისში გადატანის ინიციატორი. კახა ბენდუქიძე საქართველოს რეგიონების თანაბარი განვითარების აუცილებლობაზე საუბრობდა. „აგრესიული პრივატიზაცია“ კახა ბენდუქიძეს ყველაზე მწვავედ აკრიტიკებდნენ „აგრესიული პრივატიზების“ გამო, რაც მან ეკონომიკის მინისტრობის პერიოდში დაიწყო. „ყველაფერი იყიდება, სინდისის გარდა“, – ბენდუქიძის ამ გამონათქვამს ხანგრძლივი საპროტესტო აქციები მოჰყვა. იგი მიიჩნევდა, რომ სახელმწიფო უნდა გათავისუფლებულიყო ყველანაირი ქონებისგან, მათ შორის, უნდა გაყიდულიყო ე.წ. სტრატეგიული ობიექტებიც, როგორებიცაა საქართველოს რკინიგზა და ენგურჰესი. რუსეთის მიერ ამ ობიექტების ხელში ჩაგდების საფრთხის გამო, ისინი ამჟამადაც სახელმწიფო საკუთრებაში რჩება. ბენდუქიძის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში საგრძნობლად დაჩქარდა სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია, თუმცა, შემდეგ ეს პროცესი შეფერხდა და ბევრი საწარმო ახლაც სახელმწიფოს ბალანსზე რჩება. აქცია ბენდუქიძის წინააღმდეგ/BBC Newsდერეგულაცია კახა ბენდუქიძემ მინისტრობისას დაახლოებით 900 კანონი გააუქმა. მას მიაჩნდა, რომ ზედმეტი რეგულაციების მოხსნა და სახელმწიფოს ჩარევისგან გათავისუფლება არსებულ კორუფციას და ბიუროკრატიას შეამცირებდა, რაც სტიმულს მისცემდა ბიზნესის განვითარებას. ამ რეფორმის შედეგად საქართველოს საინვესტიციო რეიტინგი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ასევე, გაუმჯობესდა ბიზნესგარემო. ამავე პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე. თუმცა, გატარებული ღონისძიებები ქვეყნისთვის არ აღმოჩნდა საკმარისი და მოსახლეობის დიდი ნაწილი მაინც ეკონომიკურად რთულ სიტუაციაში დარჩა. ბევრი მიიჩნევს, რომ ყველა რეგულაციის გაუქმება არ იყო მიზანშეწონილი და ზოგიერთ სფეროში ამან უარყოფითი შედეგი მოიტანა. მათ შორის არის იურისტი როინ მიგრიაული, რომელიც მიიჩნევს, რომ ბენდუქიძის ინიციატივით გაკოტრების კანონის გაუქმება, სწორი გადაწყვეტილება არ იყო. „კახა ბენდუქიძე თავისი ნიჭიერების გამო იმსახურებდა პატივისცემას, მიუხედავად იმისა, რომ გაგვიუქმა ევროპულ სტანდარტებზე დაფუძნებული გაკოტრების სამართალი და შეგვიქმნა სრულიად უსისტემო „მახინჯი“ გადახდისუუნარობის სამართალი“, – განაცხადა გაკოტრების სამართლის სპეციალისტმა როინ მიგრიაულმა. საგადასახადო რეფორმა კახა ბენდუქიძის ინიციატივით საქართველოში განხორციელდა საგადასახადო რეფორმა. გადასახადების რაოდენობა 23-დან 6-მდე ჩამოვიდა. რეფორმამ შეასუსტა კერძო სექტორზე საგადასახადო წნეხი. „ადამიანს ან მეწარმეს თუ მეტი თავისუფლება აქვს, შეუძლია მეტი შედეგი მიიღოს, ვიდრე ამას გააკეთებდა სახელმწიფო. კახა ბენდუქიძემ აი ეს პარადიგმა შეცვალა. მისი ინიციატივით განხორციელებულ ცვლილებებს შორის გამოვყოფდი საგადასახადო რეფორმას. დღეს თითქმის იმავე ხაზს მივყვებით, რაც სწორია. მეორე, დიდი რეფორმა იყო სარეგულაციო ფილოსოფიის რეფორმა, რომლის შედეგად ნებართვების 85% გაუქმდა. ეკონომიკას დღეს სული თუ უდგას, იმ რეფორმების დამსახურებაა. კახა რომ არ ჩამოსულიყო 2004 წელს, ეს ქვეყანა იქნებოდა ბევრად უარესი. ერთმა ადამიანმა შეძლო, ის, რომ ჩვენი ქვეყანა არის საგრძნობლად უკეთესი, ეს ძალიან ცოტას თუ შეუძლია. მან მოახერხა ადამიანების შეიარაღება ცოდნითა და თავისუფლებით!“ – ამბობს Business Feed-თან თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორი ვატო ლეჟავა. საჭიროა თუ არა სოფლის მეურნეობის დაფინანსება? განსაკუთრებულ აღშფოთებას იწვევდა კახა ბენდუქიძის დამოკიდებულება სოფლის მეურნეობის სექტორის მიმართ. ის მიიჩნევდა, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობა არ იყო კონკურენტუნარიანი, ამიტომ ამ სფეროს დაფინანსება გამართლებული არ იყო. „საქართველოში სოფლის მეურნეობა არაა კონკურენტუნარიანი. თუ გადარჩენა უწერია, თავისით გადარჩეს, თუ არადა, დაიღუპოს, არაა პრობლემა. ჩვენ 700 ათასი გლეხური მეურნეობა გვაქვს. ყველას სესხი მივცეთ? რაც უფრო ცოტა გლეხი გვეყოლება, მით ნაკლები თავის ტკივილი გვექნება“, – კახა ბენდუქიძის ამ შეფასებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა. მსგავსი პირდაპირობის, რადიკალური მიდგომების გამო, საზოგადოების მხრიდან მის მიმართ ნეგატიური განწყობა დღითი დღე იზრდებოდა. საბოლოოდ, 2009 წლიდან ის რეფორმებს ჩამოაშორეს. მთავრობიდან წასვლის წინ, 2009 წელს, კახა ბენდუქიძემ განაცხადა, რომ „მისი წასვლა მხოლოდ ოპოზიციას კი არ გაუხარდებოდა, არამედ ბევრსაც მთავრობასა და მმართველ პარტიაში“. 2011 წელს კახა ბენდუქიძემ ცოდნის ფონდი შექმნა, რომელმაც თავის მხრივ, თავისუფალი უნივერსიტეტი დააფუძნა. ბენდუქიძე მთლიანად თავისუფალი უნივერსიტეტის მართვაზე გადაერთო, რომელიც მალევე წამყვან უმაღლეს სასწავლებლად აქცია. 2012 წელს მოსულმა ხელისუფლებამ კახა ბენდუქიძის შევიწროება დაიწყო. თავისუფალ უნივერსიტეტში რევიზია შევიდა. განათლების სამინისტრომ უნივერსიტეტს ავტორიზაცია გაუუქმა, ხოლო კახა ბენდუქიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას აპირებდნენ. შექმნილი სიტუაციის გამო ის იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა. 2014 წელს კახა ბენდუქიძე 58 წლის ასაკში ლონდონში გარდაიცვალა. The post რა რეფორმები გაატარა ბენდუქიძემ appeared first on BusinessFeed.