ძებნა
'აცხადებს' ძებნის შედეგები.
-
Unmarshal-ი Blockchain პროექტისთვის დაფინანსების რაუნდს აცხადებს
ვიზიტორი posted თემა in ზოგადი დისკუსიები
Unmarshal-ის ახალი პროექტის ფარგლებში, ცოტა ხნის წინ, დაფინანსების რაუნდი გამოცხადდა. ახალი პროექტი ითვალისწინებს Blockchain მონაცემთა ინდექსების გადაწყვეტილებების საფუძველზე პლატფორმის შექმნას, რომლისთვისაც გამოცხადდა 2.6 მილიარდ დოლარიანი დაფინანსების რაუნდი. ფონდები, რომლებიც Unmarshal-ის რაუნდში მონაწილეობენ მოიცავს Woodstock-ს, Black Edge Capital-ს, Genesis Block Ventures-ს, NGC Ventures-ს, AU21, Spark Ventures-ს, BitMax-ს და ა.შ. რაუნდს ასევე შეუერთდნენ ინდივიდუალური ინვესტორები, როგორიცაა რავინდრა კუმარი და ფილიპ არტურ მური, ანიკეტ ჯინდალი და სხვები. Unmarshal-ი აშენებს მონაცემთა მრავალრიცხოვანი ინდექსირების ქსელს, რაც ხელს შეუწყობს სტრუქტურირებული Blockchain მონაცემების ინდუსტრიის მონაწილეებისთვის შეთავაზებას. ქსელი მხარს უჭერს ეთერიუმზე, Binance Smart Chain-ზე, Elrond-ზე, Polkadot-სა და Substrate-ზე დაფუძნებულ ქსელებს. შეგახსენებთ, რომ ჩინეთის Blockchain ქსელმა, Nervos-მა თებერვალში განაცხადა ახალი ფონდის შესახებ, რომლის კაპიტალი 5 მილიოინი დოლარია. ფონდი ორიენტირებული იქნება დეცენტრალიზებული ფინანსების განვითარებადი პროექტების და მიმართულებების მხარდაჭერაზე. Nervos–ის განცხადების თანახმად, ფონდი მხარს დაუჭერს და გასცემს ფულად გრანტებს fintech და Blockchain მეწარმეებისთვის. The post Unmarshal-ი Blockchain პროექტისთვის დაფინანსების რაუნდს აცხადებს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.-
- unmarshal-ი
- blockchain
-
(and 4 more)
Tagged with:
-
Solana-მ ჰაკათონი გამოაცხადა, რომლის საპრიზო ფონდი 200,000 დოლარით განისაზღვრა. ჰაკათონი სტარტაპების დაფინანსებას ემსახურება. ჰაკათონი ამ კვირაში დაიწყო და პირველი მარტის ჩათვლით გაგრძელდება. აღნიშნულ პროექტს მხარს დაუჭერს FTX– ის Project Serum–ის “სემ ბანკმან – ფრიდის” ფონდი. “ბანკმან-ფრიდი” ასევე საპრიზო პაკეტში ცოდნის გაუმჯობესებასაც მოიაზრებს. ”ბევრი ეკოსისტემის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენადაა საზოგადოების მხრიდან დაინტერესება. მე, ნამდვილად კმაყოფილი ვარ Solana-ს ინტერესის ზრდით. რაც აქამდე აშენდა, ეს არის მსოფლიოში ყველაზე სწრაფი, ყველაზე მასშტაბური ქსელური ეკოსისტემა; აღფრთოვანებული ვარ, როდესაც ვხედავ, რომ რამდენიმე მსგავსი პროექტი შემოდის ბაზარზე!”,-აღნიშნა ფონდის ხელმძღვანელმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ კრიპტო სექტორისთვის კარგად ცნობილი პერსონები: ჯერემი ელაიერი, Aave-ის აღმასრულებელი დირექტორი, სტანი კულეჩოვი და CoinGecko-ს თანადამფუძნებელი, ბობი ონგი. შეგახსენებთ რომ, 2020 წლის სექტემბერში Solana Blockchain– ზე დაფუძნებული სერვისული ქსელის (BSN) ეკოსისტემის ნაწილი გახდა. ”Solana აღფრთოვანებულია, რომ არის BSN– ის ნაწილი და უზრუნველყოფს დეველოპერებს კომფორტულ წვდომას BSN– ის ინფრასტრუქტურაზე”,-ფაქტთან დაკავშირებით აღნიშნა კომპანიის თანადამფუძნებელმა, ანატოლი იაკოვენკომ. The post Solana დეცენტრალიზებული ფინანსების ჰაკათონს აცხადებს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
-
- solana
- დეცენტრალიზებული
-
(and 3 more)
Tagged with: