ძებნა
'აქაც' ძებნის შედეგები.
-
https://on.ge/story/87005-20-მილიონ-ადამიანზე-ჩატარებულმა-კვლევამ-ზოდიაქოს-ნიშნების-თავსებადობაზე-სიმართლე-გვიამბო ვინმე ერთ დამადასტურებელ ფაქტს მაინც თუ მოიყვანს ნობელზე უშვებენ = გაგიკვირდებათ, თუ გაიგებთ, რამდენად ბევრს ადამიანს სჯერა ასტროლოგიური შეთავსებადობის: მოვლენის, როცა კონკრეტულ თვეებში დაბადებული ადამიანები ერთმანეთს უკეთ, ანდაც შესაძლოა სულაც ვერ ეწყობიან, ვინაიდან მილიონობით კილომეტრით დაშორებული ვარსკვლავები წყვეტს საქმეს. ასტროლოგია პლანეტებსა და ვარსკვლავებს უკავშირდება, ამიტომაც შესაძლოა მეცნიერულად ჟღერდეს. 2018 წლის Pew-ის გამოკითხვაზე დაყრდნობით, ასტროლოგიის ამერიკელთა 29 პროცენტს სჯერა, თუმცა კი იმისიც დიდი შანსია, რომ ასტრონომიაში ურევდნენ. ასტროლოგიასთან დაკავშირებით არაერთი სამეცნიერო შემოწმება ჩატარებულა, თუმცა მისი მხარდამჭერი არცერთი მტკიცებულება არაა გამოვლენილი. ამათგან ერთ ცნობილ შემთხვევაში, 2007 წელს უფროსმა მკვლევარმა მანჩესტერის უნივერსიტეტის აღწერისა და კვლევის ცენტრიდან, დოქროტმა დეივიდ ვოასმა, გადაწყვიტა ვარსკვლავის ნიშანთა თავსებადობის სტატისტიკური ანალიზი საკუთარ თავზე აეღო და ასტროლოგიის დღემდე ყველაზე მასშტაბური ტესტიც ჩაატარა. ამის გასაკეთებლად მან აღწერითი მონაცემები გამოიყენა ინგლისიდან და უელსიდან, რომელიც დაქორწინებულ წყვილთა 20 მილიონ დაბადების თარიღს მოიცავდა. "ყველაზე მცირე ტენდენციაც რომ არსებობდეს, რომლის მიხედვითაც ქალწულებს თხის რქები მოსწონთ, ან სასწორებს ლომები, ქორწინების სტატისტიკაში დავინახავდით", — განაცხადა ვოასმა — "როცა წყვილთა 10 მილიონიანი პოპულაცია გაქვს, ათასიდან ერთ წყვილზე მაინც რომ ახდენდეს ვარსკვლავები გავლენას, მაშინ მოსალოდნელზე 10 ათასით მეტი წყვილი გვეყოლებოდა ნიშანთა კონკრეტული კომბინაციებით". შედეგების თანახმად, დაბადების თვეს მეწყვილის შერჩევისას არანაირი გავლენა არ აქვს. ვოასმა ვერ შეძლო მტკიცებულების პოვნა, რომ ადამიანები მიდრეკილები არიან, რომელიმე კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნის მქონე ადამიანებზე ქორწინდებოდნენ. "ასეთი მტკიცებულება არ არსებობს: რიცხვები უბრალოდ ისაა, რასაც ალალბედზე ვიწინასწარმეტყველებდით", — განაცხადა მან. ვოასმა აღნიშნა, რომ ასტროლოგიის შესახებ სამეცნიერო მტკიცებულებების ნაკლებობასა და მის პოპულარობას შორისაც არაა კავშირი: "ასტროლოგიის ასობით წინა კვლევას, რომლის მიზანიც ყალბი სენტიმენტალობის ჩამოცილება იყო, პიროვნულობის პროფილის შედგენის ტენდენცია ზოდიაქოს ნიშნებზე დაყრდნობით მაინც არ შეუსუსტებია". ასტროლოგია, როგორც ყოველთვის, დღესაც ისეთივე პოპულარულია. თუმცა, ვოასმა და უთვალავმა სხვა კვლევამ დაასკვნა: "ზოდიაქოს ნიშნებს რომ რაიმე გავლენა ჰქონოდა, როგორც არ უნდა მცირე, ამ უზარმაზარ საკვლევ ჯგუფზე გიგანტური გამადიდებელი შუშით დაკვირვება აუცილებლად გამოავლენდა. აქ არაფერია." მოკლედ რომ ვთქვათ, ერთადერთი ვარსკვლავი, რომელიც თქვენს სასიყვარულო ცხოვრებაზე ახდენს გავლენას, მზეა და ეგეც იმიტომ, რომ სასიცოცხლო პირობების შესაქმნელად გვესაჭიროება. თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი. წყარო: IFLScience