ფსიქიატრიის განყოფილება აქ არ არის, ამიტომ აქ დავსვამ ფრიად საინტერესო კითხვას:
შეუძლია თუ არა ფსიქიატრს მოიშველიოს ცრემლების იმიტაცია, საიმისოდ რომ დააკვირდეს პაციენტის რეაქციას? კომპეტენციის ფარგლებში იგულისხმება, რა თქმა უნდა. ფსიქიატრები ხშირად იშველიებენ მანიპულაციებს პაციენტის დიაგნოზის დასადგენად და ეს არის მათი პროფესია, პაციენტს პირდაპირ ვერ შეეკითხება დიაგნოზს, დიაგნოზი ხშირად გამოიკვლევა კითხვებით და მანიპულაციებით. მაგრამ რამდენად შორს შეუძლია ფსიქიატრს რომ წავიდეს? შეუძლია ნიანგის ცრემლები გადმოღვაროს მანიპულაციისთვის და პაციენტის დიაგნოზის უკეთ გამოკვლევისთვის?
თემის ინსპირაცია პირადი გამოცდილებიდანაა, ამიტომ კომპეტენტურმა იუზერებმა უპასუხეთ კითხვას, დიდი თხოვნაა. ვინც ნაკლებად კომპეტენტურია თემის გარშემო შეგიძლიათ იმსჯელოთ