Jump to content
×
×
  • Create New...

Moor

მოდერატორი
  • პოსტი

    8,888
  • რეგისტრაცია

Everything posted by Moor

  1. fnhw რუსულ და ქართულ ვიკიზე, ინგლისურზე არაფერია. გერმანულზე საერთოდ სხვა რამე წერია. მოკლედ საკამათო ვერსიაა, ვიღაც ამერიკელი პროფესორი შემომეგუგლა ამასობაში, რომ იმ ეგვიპტური სიტყვის მნიშვნელობა უცნობია საერთოდო. http://faculty.washington.edu/snoegel/PDFs/articles/Noegel 43 - DOT 2005.pdf ეს რუსული წყარო, სადაც თავიდან ვნახე https://insight-magazine.ru/en/idei/maski-iz-cvetnogo-stekla-raboty-finikiiskogo-remeslennika.html ხო, მერჩანტობდა, სავარაუდოდ მარკო პოლოსავით ოჯახური ბიზნესი ქონდა. ეგვიპტიდან რომ დაბრუნდა, მერე გამეცნიერდა :დ
  2. არის ვერსია, რომ ფინიკიის სახელი ძველეგვიპტური სიტყვიდან მოდის და გემთმშენებელს ნიშნავს. მაგათ რომ ესწავლებინათ, რატო დაარქმევდნენ? სპყ ხო, ისე ჩანს რომ მარჩანტობისას, რაღაც ცოდნა ეგვიპტეში მიიღო მათემატიკაში და ასტრონომიაში = ფინიკიელებსა და ებრაელებს შორის რა პრინციპული განსხვავებაა?
  3. @Seth თლად ერთ ღამეში არა. რაღაც კატასტროფების მერე იღბლიანი თუ ჭკვიანური მიგრაციები საზღვაო რეგიონებში. + საჭირო დროს, საჭირო გადაწყვეტილებები. მაგ, პირველი მიგრაცია, რომ მოხდა მილეთში, მაშინდელი ბერძნები, ძაან გურჯისტანულად მოიქცნენ და ნელნელა გაითქვიფნენ ადგილობრივებში. ასე რომ გაგრძელებულიყო, დღეს მათზე არაფერი გვეცოდინებოდა. მეორე მიგრაციისას ყველა არაბერძენი დახოცეს და გადააფორმატეს იქაურობა. შეიძლება იმიტომ რომ ამ მიგრაციას მაშინდელი ელიტის ნაწილი მოყვა ან დიდი მიგრაცია იყო და გაქაჩეს. მერე იქ ფინიკიელებთან და ეგვიპტელებთან კონტაქტებში პოლისებად ჩამოყალიბდნენ. ეს თალესიც, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ელინურ ქალაქში დაიბადა, დედა შვიდი ბრძენიდან ერთერთის შვილი იყო, მამაც ადგილობრივი ელიტა. მისი ფინიკიელობა მაინც ვერ თუ არ დაიმალა
  4. ზემოთ ნახსენები თალესიც ფინიკიელი იყო წარმოშობით. ამაზე ჰეროდოტეც მიუთითებს და ლაერტელიც. ეს ლაერტელიც ჰეროდოტეს ციტირებს ოღონდ :დ ამდენად შეგვიძლია ვთქვათ რომ 'პირველი ბერძენი ფილოსოფოსი' და პირველი მეცნიერი ფინიკიელია. მეტი წყარო არ არსებობს = ველური ბერძნები შეიჭრნენ მილეთში, დახოცეს ყველა კაცი, ქალები შეირთეს და იყვნენ მითოლოგიურ წუმპეში. მერე იქ გაიჩითა ფინიკიელი დიდგვაროვანი თალესი და პირველი იონური სკოლა შექმნა. ეგ იყო მაგათი გენერალიც, ინჟინერიც და ყველაფერი იმდენად უცხო იყო ცოდნა მისი თანამედროვე მილეთელებისთვის, რომ დაცინოდნენ, გაგაღარიბა მაგ მეცნიერებამ, ხო ხედავო და მერე ტრიუკები აკეთებინეს ამ პატიოსან კაცს. @Eric რატო არ ჩამოუდგებოდნენ? არცერთი არ იყო შემთხვევითი გამვლელი. ერთი ფინიკიელი დიდგვაროვანი იყო + პლუს მილეთის ელიტა. მეორეც ასევე ელიტა.
  5. 20 წლის წინ გახსნეს სიმბოლურად :დ უნდა ყოფილიყოთქო, არ ვამბობ. თუ ღია არ იყო, ეგეც შეზღუდავდა უცხოელებს მანდ განათლება მიეღოთ. ან რატომ ვერ მიიღეს, ახსნიდა
  6. @Eric ძვ. ეგვიპტე როგორ არ არსებობდა, მარა როგორც საგანმანათლებლო ცენტრს, ბერძნები რომ იყენებდნენ ან ის რომ ჰეროდოტემ ეგვიპტეში მიიღო განათლება, ეგეთი ინფო არ არსებობს. მოგზაურობით, ბევრგან იმოგზაურა. ნუ, ვიღაცას პლატონზეც ქონდა ეჭვი, რომ ეგვიპტეში იერემია წინასწარმეტყველს შეხვდა და იდეები მოპარაო, მარა ეგეც არ გადის ეგვიპტურ განათლებაში. მართალიც რომ იყოს. ძველ ეგვიპტეს ღია განათლების კერები ქონდა საერთოდ?
  7. ალექსანდრია ბერძნული ქალაქი იყო. ბიბლიოთეკა(უფრო სწორად აკადემია იყო, კვლევითი ცენტრი, სადაც მეცნიერები ცხოვრობდნენ, სწავლობდნენ და ა.შ) შექმნა პტოლემეების ბერძნულმა დინასტიამ და უშუალოდ მენეჯმენტი არისტოტელეს სტუდენტებს ებარათ. მაგის შემდეგი ალექსანდრია რომაული იყო. კონტაქტები ლოგიკურია. მანამდე რა იყო არ ვიცი. არც გამიგია, რომ რომელიმე ბერძენს პტოლემეებამდე ეგვიპტეში მიეღოს განათლება. მაგ, არისტოტელეს და ბევრ მის თანამედროვეებს პლატონის აკადემია აქვს გავლილი. პლატონსაც საბერძნეთში ქონდა მიღებული განათლება. ბაბილონსაც სულ 'არამეგობრული' ხალხი აკონტროლებდა. სულ ომი ქონდათ ბერძნებთან, ვინ წავიდოდა მანდ.
  8. kულტურის სამინისტრომ დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის რესტავრაცია არარენტაბელურია admin Fri, 07/23/2021 - 11:13 კულტურის სამინისტრომ დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის რესტავრაცია არარენტაბელურია. მუზეუმი ბიძინა ივანიშვილის პროექტის “პანორამა თბილისის” მიმდებარე ტერიტორიაზეა. აღსანიშნავია, რომ “არარენტაბელურობის” შესახებ დასკვნა 2014 წელს კიდევ ერთ ისტორიულ შენობასთან, ყოფილ “ჟურნალისტების სახლთან” დაკავშირებით დაიწერა. დასკვნის შემდეგ ჟურნალისტების სახლის მეპატრონე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია გახდა, რომელმაც შენობა ჯერ “ქართულ ოცნებას” მიაქირავა, შემდეგ კი დაანგრია. თქვენი აზრით, რა ბედი ელის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს? 2021 წლის 7 ივლისს საკუთარ facebook გვერდზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განცხადება გამოაქვეყნა. განცხადებაში სამინისტრო გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დანგრევის შესახებ და გაასაჯაროვა შპს „კარიატიდას“ ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა. დასკვნის თანახმად, მუზეუმში მთელი რიგი დაზიანებებია, თუმცა შესაბამისი ღონისძიების გატარების შედეგად, სავსებით შესაძლებელია შენობის უსაფრთხო ექსპლოატაციის უზრუნველყოფა. დასკვნაში აღნიშნულია: 1. ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიების გატარების შედეგად, სავსებით შესაძლებელია შენობის ცენტრალური ნაწილის გაძლიერება, მისი უსაფრთხო ექსპლოატაციის უზრუნველყოფა; 2. ლ. გუდიაშვიულის ქუჩის მხარეს შენობის არსებული ნაწილის გაძლიერება და გამაგრება დაკავშირებული იქნება ძალიან დიდ ტექნიკურ სიძნელეებთან და დანახარჯებთან, მაგრამ შესაძლებელია. ამ ნაწილის გაძლიერება სავარაუდოდ შესაძლებელია არ იყოს რენტაბელური; 3. შენობის ნაწილში ალ. პუშკინის ქუჩის გასწვრივ, სადაც განვითარებულია შენობის მზიდი კონსტრუქციების დიდი გადახრები, დეფორმაციები და რღვევები, შეუძლებელია შენობის არსებული ნაწილის შენარჩუნება და გაძლიერება. ჩვენი აზრით, სავარაუდოდ უკეთესია შენობის ამ ნაწილის დაშლა და იგივე მასალებით გადაწყობა. მოკლე ისტორია: 1920 წელს, დიმიტრი შევარდნაძის თაოსნობით, თბილისში ეროვნული გალერეა დაფუძნდა. მოგვიანებით, მუზეუმში ქართული კულტურის ძეგლთა თავმოყრა დაიწყო, რასაც საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესი მოჰყვა. 1932 წელს ეროვნული გალერეის რეორგანიზაცია დაიწყო და მის ბაზაზე სხვა სახვითი ხელოვნების მუზეუმები დაფუძნდა, სადაც თავმოყრილი იყო საისტორიო-საეთნოგრაფიო, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების და ძველი ქართული ხელოვნების კოლექციები. აღსანიშნავია, რომ 1945 წელს ექვთიმე თაყაიშვილის მიერ საქართველოში დაბრუნებული ეროვნული საგანძურის დიდი ნაწილი სწორედ ხელოვნების მუზემს გადაეცა. 1950 წლიდან მუზეუმს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი ეწოდება. შენობაში, სადაც ახლა არის მუზეუმი განთავსებული, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში სასულიერო სემინარია იყო. მუზეუმი აკადემიკოს შალვა ამირანაშვილის სახელთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, სწორედ მას მიუძღვის წვლილი მუზეუმის განვითარებაში. 2004 წლიდან მუზეუმი საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ნაწილია და მასში ისეთი საგანძურია გამოფენილი, როგორიცაა ქართული ჭედური და ფერწერული ხატები, ტიხრული მინანქარი, საიუველირო ნაკეთობები, მხატვრული ქსოვილები და ნაქარგები. მუზეუმის მდებარეობა: აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო მუზეუმი ე.წ “პანორამა თბილისის” მიმდებარედ მდებარეობს. პანორამა თბილისი ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი “თანაინვესტირების ფონდის” პროექტია. პროექტი ითვალისწინებდა 4 მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას: 1. სოლოლაკის მაღლობი, 2. სოლოლაკის ბაღები, 3. თავისუფლების მოედანი, 4. ერეკლე II-ს მოედანი. ეს კომპლექსები ერთმანეთს საბაგირო გზებით და დახრილი ლიფტებით უნდა დაუკავშირდეს. სახელმწიფო მუზეუმი სწორედ ერეკლე II-ს ქუჩაზე მდებარეობს. აქვე, ერეკლე II-ს მოედანზე მდებარეობს “პანორამა თბილისის” ერთ-ერთი სასტუმრო. (იხილეთ ფოტო) მიწის ნაკვეთები, რომელზეც აღნიშნული სასტუმრო აშენდა, ბიძინა ივანიშვილი საკუთრება იყო. პანორამა თბილისი და წარსული გამოცდილება: აღსანიშნავია, რომ პანორამა თბილისმა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია საზოგადოებაში, რადგან დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში სავაჭრო-ბიზნესცენტრების მოწყობას და ერთმანეთთან მათ საბაგიროებით დაკავშირებას გულისხმობდა. მოვლენები მსგავსი სცენარით დაიწყო და განვითარდა 2014 წელსაც, როდესაც ანტონ კათალიკოსის ქუჩაზე 3/36 ნომერში მდებარე შენობა-ნაგებობის (ყოფილი ჟურნალისტების სახლი) შესახებ დასკვნა გამოქვეყნდა. ჟურნალისტთა ყოფილი სახლი მე-19 საუკუნის შენობა იყო, რომელიც ერეკლე მეორის მოედანზე მდებარეობდა. შენობა საუკუნეების განმავლობაში ჟურნალისტებისა და პუბლიცისტების თავშეყრის ადგილი იყო. მოგვიანებით, ისტორიული შენობა ბიძინა ივანიშვილმა იყიდა და “ქართულ ოცნებას” მიაქირავა. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, მაშინ, როდესაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული, თბილისის მერიამ შესაბამისი დოკუმენტაციის არარსებობის მიუხედავად, რაც ისტორიულ-არქიტექტურულ კვლევებსა და პროექტის ესკიზებს მოიცავს, კულტურული მემკვიდრეობის ზონაში მდებარე სახლის დანგრევის ნებართვა გასცა. 2014 წლის დასკვნის თანახმად, “შენობის საერთო ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. მის მზიდ კედლებში განვითარებული მრავლობითი ბზარი გამოწვეულია ფუძე-გრუნტის გაწყლიანებით და საძირკვლის არათანაბარი ჯდენით. დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, შენობის ფუნქციონირება საფრთხის შემცველი არ არის, თუმცა მისი შემდგომი უსაფრთხო ექსპლოატაციისთვის საჭირო იქნება დეტალური გამოკვლევის საფუძველზე შედგენილი პროექტის მიხედვით მოხდეს მისი აღდგენა-გაძლიერება, რაც ჩვენი აზრით არარენტაბელური იქნება”. აღნიშნული შენობა 2014 წლიდან დღემდე ქართულ ოცნებას უკავშირდება. კონკრეტულად კი საჯარო რეესტრის ჩანაწერებით ტერიტორია შპს "ძველი უბანი"-ს (202055122) საკუთრებაშია, რომლის 100% წილს ფლობს ააიპ საზ. მოძრაობა ქართული ოცნება (404411837). თავის მხრივ საჯარო რეესტრის ბოლო ჩანაწერებით აღნიშნული ა(ა)იპ-ის გამგეობის თავმდჯომარე ბიძინა ივანიშვილი იყო, ხოლო გამგეობის სხვა წევრები ირაკლი სესიაშვილი, გიორგი ვოლსკი და ზაალ გოგსაძე იყვნენ. წყაროები: დასკვნა 2021 https://bit.ly/3eFcIBx დასკვნა 2014 https://bit.ly/3hWq2mX სამინისტროს განცხადება https://bit.ly/3Br0Fl0 მუზეუმის ისტორია https://bit.ly/3BvcdUb მუზეუმის და ჟურნალისტების ყოფილი სახლის სურათები https://bit.ly/2V4cLQi საჯარო რეესტრის ჩანაწერები https://bit.ly/3rqEiYl Language Georgian http://www.sadplan.ge/sites/default/files/2021-07/218967107_3003498289925601_3993580722981243943_n.jpegივლისი 2021 2021 Author ლიზა ქორიძე
  9. Moor

    Chat Room Vol X

    @marguerite მე მხოლოდ ცურვას ვაღიარებ სპორტად. სიარული კაია ტურისტობისას.
  10. ალბათ, სულ რამდენიმე ადგილია დედამიწაზე უფრო ნაკლებად მიმზიდველი, ვიდრე ნაგავსაყრელი ცივი ღამით. თუმცა, სწორედ აქ აღმოჩნდა პალეონტოლოგი ჯოზეფ რობლესი 2019 წლის დეკემბერში ადამიანის ევოლუციური ისტორიის იშვიათი მინიშნებების ძიებისას. უკანასკნელი თვეების განმავლობაში იგი კვირაში რამდენიმე ღამეს ატარებდა აბოკადორ-დე-კან-მატაში, კატალონიის უმსხვილეს მოქმედ ნაგავსაყრელზე. 24 საათი დღეში, 7 დღე კვირაში ექსკავატორები თავიანთ მეტალის კლანჭებს არჭობენ მიწაში და თხრიან მორიგ ღრმა ორმოს ბარსელონისა და მისი შემოგარენის ნაგვის დასატევად. რობლესი ერთ-ერთია რვა პალეონტოლოგიდან, რომლებიც მორიგეობით ადევნებენ თვალყურს მთხრელების მიერ გადაადგილებულ ქვიან ტალახს. დღისით სიდამპლის საზიზღარი, ტკბილი სუნი თოლიების მოჭიჭყინე გუნდებს იზიდავს. ღამით რობლესი თბილად იცვამს და დამცავ ჩაფხუტზე ფარანს იმაგრებს. როგორც კი საინტერესო გროვას შენიშნავს, ექსკავატორის ოპერატორს უქნევს ხელს და ისიც ჩერდება, სანამ მეცნიერი ობიექტს უკეთ დაათვალიერებს. კან-მატა უდიდესი მოქმედი ნაგავსაყრელია ესპანეთის კატალონიის რეგიონში და ის ზრდას განაგრძობს. მისი ყოველი გაფართოება პალეონტოლოგებისთვის ხელმისაწვდომს ხდის მიწის წიაღში ღრმად ჩამარხულ საგანძურს, რომელიც სხვა შემთხვევაში მიუღწეველი იქნებოდა. თუ მასა ახლოდანაც იმედისმომცემად გამოიყურება, მას ვერცხლისფერი ფოლგით ფარავს, რათა დილით, დღის შუქზე ნაგავსაყრელიდან გაიტანონ. შემდეგ უკან იხევს, მწვანე შუქს უნთებს ოპერატორს და მანქანა ღრიალს აგრძელებს. კან-მატას ნიადაგი მრავალფეროვანი განამარხებული ნაშთებითაა გაჯერებული, რომლებიც მიოცენის ეპოქის მილიონ წელიწადზე მეტს, დაახლოებით 11,2-დან 12,5 მილიონამდე წლის წინანდელ პერიოდს მოიცავს. 2002 წლის შემდეგ რობლესმა და ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის კატალონიის მიკელ კრუსაფონის სახელობის პალეონტოლოგიის ინსტიტუტის (ICP) სხვა პალეონტოლოგებმა 70 000-ზე მეტი განამარხებული ნაშთი აღმოაჩინეს. მათ შორისაა ცხენები, მარტორქები, ირმები, სპილოების მონათესავე ხორთუმიანები, გიგანტური პანდის წინაპრები და უძველესი მფრინავი ციყვები. უხვადაა, ასევე, მღრღნელები, ფრინველები, ამფიბიები და რეპტილიები. მაგრამ უმნიშვნელოვანესი მაინც პრიმატთა ისეთი განამარხებული ნაშთებია, რომელთა მსგავსი სხვაგან არსად აღმოუჩენიათ. ბევრი მათგანი ჰომინოიდების წინაპრებისაა – გიბონების, ორანგუტანების, გორილების, შიმპანზეების წინაპრების; და ჩვენი. შუა მიოცენის პერიოდში, ჰომინოიდთა ათეულობით სახეობა არსებობდა. ისინი აფრიკაში წარმოიშვნენ, მაგრამ 12,5 მილიონი წლის წინ აზიასა და ევროპაშიც გამოჩნდნენ. კან-მატაში ნაპოვნი ძვლები გვეხმარება ღრმა წარსულის იმ პერიოდის სურათის აღდგენაში, რომელიც მეტწილად ბუნდოვანია. „კან-მატამ გვაჩვენა, რომ პრიმატები ბევრად უფრო მრავალფეროვანნი იყვნენ დროის იმ მონაკვეთში, ვიდრე გვეგონა“, – ამბობს ICP-ის დირექტორი დავიდ ალბა. კან-მატას ნიადაგის შრეები დაახლოებით 12,5-11,2 მილიონი წლის ასაკის გასაოცარ განამარხებულ ნაშთებს შეიცავს, მათ შორის, უძველესი პრიმატების ისეთი სახეობებისაც, რომლებიც სხვაგან არსად გვხვდება. და ყოველი ახალი აღმოჩენა გვეხმარება ჩვენი სახეობის ყველაზე ღრმა საიდუმლოებების ამოხსნაში: ვინ ვართ? საიდან მოვედით? როდის დავიწყეთ არსებობა? ბარსელონის ჩრდილო-დასავლეთით 40 კმ-ით დაშორებული კან-მატა პრიმატების განამარხებული ნაშთების რუკაზე 1940-იან წლებში გამოჩნდა, როდესაც მიკელ კრუსაფონმა, რომლის სახელიც ICP-ს ეწოდა, ამ არქეოლოგიურ ველზე მიოცენის პრიმატის ქვედა ყბა და კბილები აღმოაჩინა. შემდგომმა აღმოჩენებმა კან-მატა დადასტურებულ პალეონტოლოგიურ ველად დაამკვიდრა. სტატუსის მიუხედავად, ეს ადგილი 1980-იანი წლების შუა ხანებიდან ლეგალურად გამოიყენებოდა ნაგავსაყრელად. 2000-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ნაგავსაყრელის მფლობელმა კომპანიამ, Cespa Waste Management-მა ახალი 30-მეტრიანი სანაგვე ორმოების ამოთხრა მოისურვა, კომპანია დაავალდებულეს, რომ, ესპანეთის ისტორიული მემკვიდრეობის კანონის შესაბამისად, უზრუნველეყო განამარხებული ნაშთების ხელშეუხებლობა. Cespa დაუკავშირდა განამარხებული ნაშთების მაძიებელ ექსპერტებს და მათ გათხრების ზედამხედველობა შესთავაზა. ისინიც სიხარულით დასთანხმდნენ სანაგვის სიღრმეებში მოთავსებული საგანძურის პოვნის შესაძლებლობას. 2002 წელს მოხალისე პალეონტოლოგებმა (დღეს ყველა ICP-ის თანამშრომელია) ისააკ კაზანოვას-ვილარმა, ჟორდი გალინდომ და ალბამ – მაშინ დოქტორანტმა – კან-მატას გათხრების მონიტორინგი დაიწყეს. სამ კვირაში მათ დინოთეროსის, სპილოს ნათესავის უზარმაზარი, დაბლა დახვეული ეშვების მქონე კბილი აღმოაჩინეს. შემდგომი ძიებისას მათ თითის ფრაგმენტსაც მიაკვლიეს. „ავღელდი, პრიმატის ძვალს ჰგავდა!“ – იხსენებს ალბა. იგი გაიქცა თავისი მანქანისკენ და გადაშენებული პრიმატის, ესპანოპითეკის ხელის სხმული მოიტანა, რომელიც ადრე ახლომდებარე ხეობაში აღმოაჩინეს. პალეონტოლოგებმა ნიმუშს ნაპოვნი ძვალი შეადარეს, მაგრამ დადასტურებით ვერაფერი დაადგინეს. შემდეგ მათ ძაღლისებრთა კბილის სამი ფრაგმენტი იპოვეს, რომლებიც ალბამ შეაწება, ასევე მომცრო ძვლების მყიფე ფრაგმენტები, რომლებიც დანალექი ქანების მახლობლად იყო მიმოფანტული. კამერით ხელში ალბა მუცელზე გაწვა, რათა უკეთ შეეხედა ქანის ქვეშ. ალბას ელდა ეცა, როდესაც გაიაზრა, რომ პირისპირ უყურებდა უძველეს სახეს. „სამივე ძალიან ვღელავდით – სიტყვა არ დაგვიძრავს, – თქვა ალბამ, – პიეროლაპითეკის სახე პირდაპირ ჩვენ მოგვჩერებოდა. ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი წამი იყო“. ნაგავსაყრელიდან ამოღების შემდეგ ნამარხ ნაშთებს ბარსელონაში, ICP-ის მთავარ შენობაში ინახავენ, სადაც მათ შემდგომ შეისწავლიან. აქ კონსერვატორი ჟორდი გალინდო ამოწმებს ეტიკეტებს განამარხებული ნაშთებით გაჯერებულ მიწის გროვებზე, რომლებიც პოლიურეთანის ქაფითაა დაფარული. Pierolapithecus catalaunicus, მეტსახელად პაუ, ასე დაარქვეს თავიანთ აღმოჩენილ დიდი მაიმუნის ახალ სახეობას. დაახლოებით 12 მლნ წლის წინანდელი ეს ჩონჩხი მიოცენის პრიმატების ერთ-ერთი საუკეთესოდ შენახული ნიმუშია. გუნდმა ასევე აღმოაჩინა ცხოველის მკერდის, წელისა და მაჯის ძვლები. ეს პრიმატის უძველესი განამარხებული ნაშთია, რომელსაც უტყუარად უდასტურდება ადამიანის მსგავსი მაიმუნებისა და ადამიანის უნიკალური თვისება – ორთოგრადული, ანუ ვერტიკალური დგომი. „ეს ტერმინი ბიპედისგან განსხვავებულია, – აღნიშნავს ალბა, – ზოგი ბიპედალიზმს ვერტიკალური დგომის აღსანიშნავად იყენებს. ეს შეცდომაა“. გალერეის გახსნა გალერეის გახსნა გალერეის გახსნა გალერეის გახსნა გალერეის გახსნა მინაწერის გახსნა მინაწერის დახურვა განამარხებული ნაშთები კან-მატიდან. გადაშენებული ღორის ნაშთები, ირმულასებრი, გიგანტური კუ და სპილოს უძველესი ნათესავი. იზოტოპებად წოდებული ქიმიური ნაერთების ვარიაციები ნაშთებში მიგვითითებს რეგიონის წარსულ კლიმატურ რყევებზე, როგორიცაა ნალექისა და ტემპერატურული ცვლილებები. ნახშირბადის იზოტოპები გვიჩვენებენ, თუ რა ტიპის საკვებს ჭამდნენ ცხოველები. განამარხებული ნაშთები კან-მატიდან (საათის ისრის მიმართულებით ზედა მარცხენა კუთხიდან): გადაშენებული ღორის ნაშთები, ირმულასებრი, გიგანტური კუ და სპილოს უძველესი ნათესავი. იზოტოპებად წოდებული ქიმიური ნაერთების ვარიაციები ნაშთებში მიგვითითებს რეგიონის წარსულ კლიმატურ რყევებზე, როგორიცაა ნალექისა და ტემპერატურული ცვლილებები. ნახშირბადის იზოტოპები გვიჩვენებენ, თუ რა ტიპის საკვებს ჭამდნენ ცხოველები. ალბა რიკო ბარიო იმ მეცნიერებს შორისაა, რომლებიც ნაგავსაყრელს წლების განმავლობაში აკვირდებიან პრეისტორიული სიმდიდრის აღმოსაჩენად. აქამდე კან-მატას გათხრებმა 85-ზე მეტი ძუძუმწოვრისა და 15-მდე ფრინველის, ამფიბიისა და ქვეწარმავლის განამარხებული ნაშთი გამოავლინა. გააზიარეთ ფოტო მინაწერის გახსნა მინაწერის დახურვა განამარხებული ნაშთები კან-მატიდან. გადაშენებული ღორის ნაშთები, ირმულასებრი, გიგანტური კუ და სპილოს უძველესი ნათესავი. იზოტოპებად წოდებული ქიმიური ნაერთების ვარიაციები ნაშთებში მიგვითითებს რეგიონის წარსულ კლიმატურ რყევებზე, როგორიცაა ნალექისა და ტემპერატურული ცვლილებები. ნახშირბადის იზოტოპები გვიჩვენებენ, თუ რა ტიპის საკვებს ჭამდნენ ცხოველები. განამარხებული ნაშთები კან-მატიდან (საათის ისრის მიმართულებით ზედა მარცხენა კუთხიდან): გადაშენებული ღორის ნაშთები, ირმულასებრი, გიგანტური კუ და სპილოს უძველესი ნათესავი. იზოტოპებად წოდებული ქიმიური ნაერთების ვარიაციები ნაშთებში მიგვითითებს რეგიონის წარსულ კლიმატურ რყევებზე, როგორიცაა ნალექისა და ტემპერატურული ცვლილებები. ნახშირბადის იზოტოპები გვიჩვენებენ, თუ რა ტიპის საკვებს ჭამდნენ ცხოველები. ალბა რიკო ბარიო იმ მეცნიერებს შორისაა, რომლებიც ნაგავსაყრელს წლების განმავლობაში აკვირდებიან პრეისტორიული სიმდიდრის აღმოსაჩენად. აქამდე კან-მატას გათხრებმა 85-ზე მეტი ძუძუმწოვრისა და 15-მდე ფრინველის, ამფიბიისა და ქვეწარმავლის განამარხებული ნაშთი გამოავლინა. სხეულის ორთოგრადული აღნაგობა ვერტიკალურ ცოცვას, ტოტებიდან გადმოკიდებას, ხიდან ხეზე გადახტომას და, მხოლოდ ზოგჯერ, ორ ფეხზე სიარულს ხდის შესაძლებელს. მაშინ, როდესაც მსგავსმა ქცევებმა რამდენჯერმე დამოუკიდებლად განიცადა ევოლუცია, ორთოგრადული დგომი, შესაძლოა, მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ განვითარდა. ალბასა და მისი კოლეგების აზრით, პაუს განამარხებული ნაშთები მიგვანიშნებს, რომ ყველა ჰომინიდის უკანასკნელი საერთო წინაპარი ორთოგრადი იყო. თუ ასეა, გასაგები გახდება, რამ მისცა ზოგიერთ სახეობას ევოლუციური უპირატესობა. კან-მატას გუნდმა ასევე აღმოაჩინა სხვა ახალი ჰომინოიდი – Anoiapithecus brevirostris, ასევე დაახლოებით 12 მილიონი წლისა. პრიმატთა უმეტესობის სახის ნაკვთები გამოშვერილია, მაგრამ ამ გაქვავებული მამრის სახე, რომელსაც მეტსახელად იუკი შეარქვეს, საოცრად ბრტყელი აღმოჩნდა – იმდენად, რომ ჩვენი გვარის, Homo-ს სახეებს მოგაგონებთ. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ეს კონვერგენტული ევოლუციის მაგალითია, როდესაც მსგავსი მახასიათებლები ერთმანეთთან არამონათესავე ან შორეული კავშირის მქონე ორგანიზმებში ვითარდება. 2011 წელს კიდევ ერთი საინტერესო განამარხებული ნაშთი აღმოაჩინეს – მდედრი Pliobates cataloniae, მეტსახელად ლაია. ეს სახეობა 11,6 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა, პაუზე დაახლოებით ნახევარი მილიონი წლით გვიან. დიდი მაიმუნების ფესვების კვლევა მნიშვნელოვანია ჰომინინთა წარმომავლობის გასააზრებლად. ეს ტაქსონი – ჰომინინები, წარმოიშვა მაშინ, როდესაც ჩვენი და შიმპანზეების ხაზი გაიყო საერთო წინაპრისგან 6-8 მილიონი წლის წინ. კაცობრიობა „არ შექმნილა არსაიდან, – ამბობს ალბა, – ასე რომ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, საიდან განვიცადეთ ევოლუცია“. ნაგავსაყრელზე მდებარე განამარხებული ნაშთების `ოქროს საბადოში“ ძუძუმწოვართა 85-ზე მეტი სახეობა აღმოაჩინეს, რომლებიც ამ უძველესი პრიმატების გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ. ერთი უახლესი აღმოჩენაა ქალიკოთერიუმი, მაღალი, კლანჭებიანი ჩლიქოსანი, რომელიც ზარმაცას, დათვის, ცხენისა და გორილის უცნაური ნაჯვარივით გამოიყურება. მეორეს, ცრუ ხმალკბილა კატას, ასე იმიტომ უწოდებენ, რომ ის არ არის კატისებრთა ოჯახის ნამდვილი წარმომადგენელი, ოჯახისა, რომელიც ლომებსა და ვეფხვებს მოიცავს. ის მტაცებელთა იმ ოჯახს ეკუთვნის, რომელიც კატისებრთა წინაპრებს შესაძლოა 40 მილიონი წლის წინ გამოეყო. ყველა განამარხებული ნაშთი შუა და გვიან მიოცენის მნიშვნელოვან გარდამავალ პერიოდს ეკუთვნის, როდესაც რეგიონის სუბტროპიკული ტყეები უფრო მშრალი ხდებოდა და ბალახის ეკოსისტემა ივრცობოდა. ამ აღმოჩენათა გამოყენებით მეცნიერები ცდილობენ, აღადგინონ კან-მატას გარემოში მიმდინარე ცვლილებების სურათი, რომელიც მოიცავს 100 000-წლიან მონაკვეთებად დაყოფილ 1 მილიონ წლამდე პერიოდს. ალექს პერესი, ბარსელონის სამეცნიერო მუზეუმის, CosmoCaixa-ს კოლექციათა მმართველი, ათვალიერებს კან-მატაში აღმოჩენილი უძველესი პრიმატების სახეობის, Pliobates cataloniae-ს გაქვავებულ ძვლებს. ეს მომცრო სახეობა გვიჩვენებს, რომ თანამედროვე ადამიანის მსგავსი მაიმუნების ზოგიერთი წინაპარი ბევრად უფრო პატარა ზომისა იყო, ვიდრე მეცნიერებს მიაჩნდათ. „ეკოსისტემებს შეუძლიათ ცვლილებებს გაუძლონ, მაგრამ რამდენი ხნით? ეს ერთ-ერთი შეკითხვაა, რომლის პასუხსაც ვეძებთ ამ კონკრეტული გარემოსა და დროის მონაკვეთისთვის“, – ამბობს კაზანოვას-ვილარი ICP-დან. დიდი შეკითხვაა, იქნება კი შესაძლებელი გათხრების წარმოება მომავალ დეკადებში? ზოგ მცხოვრებს ყელში ამოუვიდა კან-მატას სიმყრალე, ნაგვის მანქანების დაუსრულებელი პროცესიები, ნაგავსაყრელის გაფართოება. 2019 წლის შემოდგომაზე, მაშინ, როდესაც რობლესი და მისი კოლეგები გათხრებს აკვირდებოდნენ, მომიტინგეები ნაგავსაყრელის შესასვლელთან შეიკრიბნენ კატალონიურ ენაზე დაწერილი წარწერებით ხელში. Prou pudors. Tanquem l’abocador. Volem respirar en pau („კმარა სიმყრალე“. „დახურეთ ნაგავსაყრელი“. „მშვიდად გვსურს სუნთქვა“). თუმცა, ცოტა ხნის წინანდელ რეფერენდუმში გადაწყდა ნაგავსაყრელის გაფართოება, სავარაუდოდ, ათწლეულის ბოლომდე. ამრიგად, მეცნიერები ჯერ არსად წავლენ. აგრეთვე, მათ ბევრი სამუშაო აქვთ უკვე აღმოჩენილ მასალაზე. ნაპოვნის მხოლოდ 20% არის გაქვავებული შრეებისგან გაწმენდილი და ქიმიურად დაკონსერვებული. ათასობით გამაგრებული დანალექი ქანის ნატეხია გახვეული ყავისფერ ქაღალდსა და პოლიეთილენში მიწისქვეშა შესანახ ოთახებში. დანომრილი და მარკირებული ფუთები ელიან ცნობისმოყვარე მკვლევრებს. ზოგი მათგანი უკვე 20 წელია იცდის. „აქ საკმარისი მასალაა პალეონტოლოგთა 3-4 თაობისთვის, – აცხადებს ალბა, – დარწმუნებული ვარ, იქ მრავალი საინტერესო განამარხებული ნაშთი იმალება“. ჟურნალისტი ჯენიფერ პინკოვსკი ბერლინში მცხოვრები ნიუ-იორკელია, რომელიც მეცნიერებასა და ისტორიაზე წერს. ფოტოგრაფი პაოლო ვერძონეს ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ 2020 წლის დეკემბრის ნომერში დინოზავრთა განამარხებული ნაშთების შესახებ. The post ფასდაუდებელი განამარხებული ნაშთები სანაგვეზე appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.
  11. ბილიკოს კლინიკასთან ცხელ ქარს მტვერი აუტაცებია. ეკლიან ბუჩქნარში გახლართული ქსოვილების ნაგლეჯები ფრიალებს, ძირს დაყრილი პლასტმასის ბოთლები ბზრიალებს, კლინიკის კართან მდგარი მადინა კალოს ინდიგო ჰიჯაბი კი „ცეკვას“ იწყებს. ახლა, წლის შუაში, მიწა სულ გადახრუკულა ჩრდილოეთ კენიის მშრალ სეზონზე. კალო, რომელსაც ექთნის თეთრი ხალათი აცვია და ქირურგიული ნიღაბი უკეთია, თვალებს ჭუტავს მწველ მზესა თუ ქარში, შემდეგ კი კლინიკას უბრუნდება. იგი იღებს 30-მდე ადამიანს, ძირითადად მწყემსებს, რომლებსაც სტანდარტული ჩივილები აქვთ – რესპირატორული ინფექციები, მალარია, დიარეა… ნაგვით სავსე და უსიცოცხლო ბილიკი არაფრით აღგიძრავთ ფიქრებს ტურიზმსა ან ბუნებაზე, თუმცა ეს დასახლება ერთ-ერთია იმ 39 სათემო კონსერვაციიდან, რომელიც კენიურმა ორგანიზაცია NRT-მ (ჩრდილოეთის საძოვრების ტრასტი) დააარსა. კონსერვაციათა ბინადრები დებენ პირობას, რომ დაიცავენ თავიანთ გარემოსა და ველურ ცხოველებს, სანაცვლოდ კი იღებენ ძირითად მომსახურებებსა თუ სხვა სარგებელს. მწველი მზე ორთქლში ახვევს სამბურუს ოლქის ხეობებს. ამ რეგიონში სახლობენ მეჯოგეები, მათი საქონელი და ველური ცხოველები, რომლებიც ხშირად მეტოქეობენ ტერიტორიის, წყლისა და საძოვრებისთვის. ეს გახლავთ თანაარსებობის ფართომასშტაბიანი ექსპერიმენტი, რომელიც ეფუძნება იდეას: ადამიანებსა და ველურ ცხოველებს მშვიდობიანი თანაარსებობა შეუძლიათ. ამ 44 000 კვ. კმ-ზე საარსებო გარემოს იზიარებს ასობით ათასი ადამიანი, მილიონობით სული საქონელი და ველურ ცხოველთა „მძიმეწონიანი“ პოპულაციები. კენიის ველურ ცხოველთა დაახლოებით ორი მესამედი ეროვნულ პარკებსა და ნაკრძალებთან ახლოს ცხოვრობს. ამგვარად, სათემო კონსერვაციები გადაიქცნენ ეროვნული ბუნებისდაცვითი გეგმის ფუნდამენტურ ნაწილად. როდესაც COVID-19-ის გამო საზღვრები ჩაიკეტა და ფრენები შეჩერდა, ტურისტებიც გაუჩინარდნენ აფრიკიდან. შედეგად, ამ კონტინენტმა დაკარგა თავისი შემოსავლების უდიდესი ნაწილი, რომელსაც ის ველური ბუნების ტურიზმიდან იღებდა – თვალსაჩინოებისთვის, 29 მილიარდი დოლარი 2018 წელს. კენიაში ტურიზმი მშპ-ს, სულ მცირე, 8%-ს შეადგენს. ეს სფერო აფინანსებს უამრავ მიმართულებას, რეინჯერთა სამუშაოსა თუ სტაბილურ სამსახურებს; ის ბადებს ალტერნატივას, რომ საარსებო სარჩოს მოსაპოვებლად აღარ ინადირონ ცხოველებზე ან არ ჩეხონ ტყეები. ბუნების დამცველები სათემო კონსერვაციებს განიხილავენ, როგორც გზას მდგრადი მომავლისკენ – მიუხედავად ზოგიერთი კენიელის მხრიდან გამოთქმული კრიტიკისა; მათი განცხადებით, ეს ორგანიზაცია მეტისმეტად დიდი და გავლენიანია. დღეს სათემო კონსერვაციის მოდელი სარბიელზე გამოდის ჩრდილოეთ კენიაში, მაგრამ ამ დროისთვის მისი უდიდესი გამოცდა სწორედ პანდემიაა. ლონგუროს (მარცხნივ) ხორთუმი მოაჭამა აფთარმა. თემის მიერ მართულ რეტეტის სპილოს თავშესაფარში (ნამუნიაკის კონსერვაცია) მასზე ზრუნავს ადგილობრივი პერსონალი. ლონგურო გადარჩა, თუმცა უცნობია, შეძლებს თუ არა ის ველურ ბუნებაში დაბრუნებას. აფრიკაში საკონსერვაციო სფერო კორონავირუსის გამოჩენამდეც კრიზისს განიცდიდა. არასაკმარისი დაფინანსება, სუსტი მენეჯმენტი, ბრაკონიერობა, ჰაბიტატის განადგურება თუ კლიმატის ცვლილება… საფრთხეთა სია გრძელია, რაც ჯამში იწვევს ბიომრავალფეროვნების შემცირებასა და გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების – კუ ბისას, გიგანტური პანგოლინის, აფრიკული ორბისა თუ სავანის სპილოს მკვეთრ პოპულაციურ კლებას. ჩვენ, ვინც უსაფრთხო მანძილზე ვცხოვრობთ ველური ცხოველებისგან, აღტაცებას გვგვრის მათი ხილვა, მაგრამ როგორ შეხედავდით ამ ყველაფერს, მათ გვერდით რომ გეცხოვრათ? რას იზამთ, თუ ლეოპარდი მოინადირებს თქვენს თხას ან სპილო გაგითელავთ ბავშვს? როგორ მოიქცევით, თუ თქვენ ვერ იხდით მკურნალობის საფასურს ან სკოლის გადასახადს, თუმცა იცით, რომ ბაზარზე დიდი მოთხოვნაა ლომის ტყავსა და სპილოს ეშვებზე? თქვენი ოჯახი მშიერია, ხოლო ჟირაფი მოსანადირებელ დისტანციაზე? რა ხდება ასეთ დროს – გიღირთ ველურ ცხოველთა სიცოცხლე? უფრო დიდ ფასს ხომ არ იძენს მათი სიკვდილი? NRT-ის მიზანია, მეტი წონა შემატოს ველურ ცხოველთა სიცოცხლეს, განსაკუთრებით იმ ადამიანთა თვალში, ვინც მათთან ერთად ცხოვრობს საზიარო გარემოში, ხოლო სათემო მიწის საკუთრებასა და თვითმმართველობის იდეებზე დაფუძნებულ კონსერვაციებს უძღვება თემის წინამძღოლებისგან დაკომპლექტებული საბჭო, რომელსაც თავად ადგილობრივები ირჩევენ. ექთანი მადინა კალო დედას ახალშობილ ბავშვს აწვდის კლინიკაში, რომელიც NRT-მ ააშენა ბილიკოს დასახლებაში. „თქვენ ჯერ ხალხის ჯანმრთელობაზე უნდა იზრუნოთ, სანამ მათ კონსერვაციაზე ლაპარაკს დაუწყებდეთ“, – ამბობს იგი. თუმცა, საბჭო ხშირად ეჩეხება თემის წევრთა ურთიერთდაპირისპირებულ სურვილებს, რადგან ისინი დიდ გეოგრაფიულ არეალზე ცხოვრობენ და, ბუნებრივია, მათი ცხოვრების წესიც განსხვავდება; პირველ რიგში, გამოსაყოფია მომთაბარე მეჯოგეები, რომლებიც ყოველთვის ვერ ესწრებიან მოლაპარაკებებს და იშვიათად იღებენ მონაწილეობას მიწათსარგებლობის თაობაზე მიღებულ შეთანხმებებში. ეს გარიყულობის შეგრძნება კი ეთნიკურ დაპირისპირებათა ცეცხლსაც აღვივებს ხოლმე. რაც უფრო მეტად წარმომადგენლობითი და პასუხისმგებლობის მქონე საბჭოა კონსერვაციაში, უკეთაც შესწევთ უნარი, რომ სრულად გამოხატონ თუ დაიცვან თითოეული მხარის ინტერესები. თავად NRT არ ფლობს მიწას; ის ფუნქციონირებს, როგორც ზემდგომი, „ქოლგა“ ორგანიზაცია: უწევს ადმინისტრირებას, მოიზიდავს ფინანსებს, ატარებს წვრთნებს და შეიმუშავებს სტრატეგიულ გეგმებს. NRT იმედოვნებს, რომ თუ თვითმმართველობის საძირკველს გაამყარებს, დროთა განმავლობაში ეს ინსტიტუციები უფრო მეტ ძალას შეიძენენ და მათი ანგარიშვალდებულების ხარისხიც გაიზრდება. NRT-ის ფინანსების 90%-ს უზრუნველყოფენ უცხოელი დონორები. ეს წყარო დიდად დაეხმარა ორგანიზაციას, რომ უფრო უკეთ გამკლავებოდა პანდემიას, ვიდრე ეს მოხერხდა ტურიზმზე დამოკიდებული ველური ბუნების პარკებისა და ნაკრძალების უმეტესობათა შემთხვევაში. მაგრამ, ამავე დროს, დონორებმა (მათი უმეტესობა გახლავთ აშშ-სა და ევროპაში დაფუძნებული ორგანიზაციები) NRT აქციეს გარკვეული ჯგუფების სამიზნედ, რომლებიც იმპერიალიზმის გარკვეულ ფორმად აღიქვამენ უცხოურ ფულსა თუ მათ ზეგავლენებს. „ის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა მიუხედავად იმისა, რომ NRT ადგილობრივი არასამთვრობო ორგანიზაციის მსგავსად მოქმედებს“, – ამბობს აჩიბა გარგულე, სათემო მიწის საკითხების მკვლევარი, რომელიც მწყემსად იზრდებოდა ჩრდილოეთ კენიაში. „ჩვენ ვებრძოდით ერთმანეთს – სამბურუები, რენდილეები, ბორანები – მაგრამ საკონსერვაციო მუშაობამ დაგვაახლოვა“. – პოლინ ლოლნგოჯინი, სერას კონსერვაციის ყოფილი თავმჯდომარე რა ტიპის ორგანიზაციაც უნდა იყოს, NRT-ის მიზანია, შექმნას უზარმაზარი, ურთიერთდაკავშირებული ეკოსისტემა, ისეთი ბიოლოგიური კომპლექსი, რომელიც ნაკლებად რეაგირებს ტურიზმის აღმასვლა-დაცემაზე, ეფუძნება შემოსავლების დივერსიფიცირებულ წყაროებს და, ბოლოდროინდელი სურათით, საკმარის მდგაროდაბასაც იჩენს გლობალურ „შოკებთან“ დაპირისპირებისას. წინათ კალოს კლინიკა ორი დანგრევის პირას მისული შენობისგან შედგებოდა, სადაც მორყეულ საკაცეებს დააგორებდნენ. ახლა კი იქ განთავსებულია 10-საწოლიანი სამშობიარო პალატა, საკონსულტაციო ოთახი, სულ მალე უნდა დაემატოს, ასევე, პერსონალის საბინაო ერთეულები და ლაბორატორია. ეს დაწესებულება გარდაქმნა NRT-მ – პრაგმატული გათვლით, რომ ადგილობრივთა გული მოიგოს და საკონსერვაციო გეგმაზე დაითანხმოს. „ჯანმრთელობა უპირველესია, – ამბობს კალო, – თქვენ ვერ დაელაპარაკებით ავადმყოფ ადამიანს. სანამ კონსერვაციაზე დაუწყებდეთ საუბარს, ჯერ მათ ჯანმრთელობაზე უნდა იზრუნოთ“. კენიის არიდულ ჩრდილოეთ მიწებზე ოდითგანვე ცხოვრობენ მეჯოგეები – დაუმორჩილებელი და, ხშირ შემთხვევაში, იარაღასხმული მომთაბარეები, რომლებიც თავიანთ საქონელთან ერთად გადაადგილდებიან საძოვრების ძიებაში. მწირ რესურსებზე მწვავე მეტოქეობაა, რაც ძალადობრივ კონფლიქტებსაც იწვევს. მზარდი ჯოგი წარმატების სიმბოლო და სიღარიბისგან დამცავი „ფარია“, მაგრამ შინაურ საქონელს, ისევე როგორც ველურ ცხოველებს, სჭირდებათ სამოძრაო სივრცე, ბალახი თუ წყალი; შედეგად, ფერმერობა და კონსერვაცია ერთმანეთს ეჯახება. ვიპოვოთ გზა მათი ჰარმონიული თანაარსებობისთვის – სწორედ ეს გახლავთ ჩრდილოეთ კენიის ძირეული საკონსერვაციო გამოწვევა. სამბურუს საინიციაციო ცერემონიისას უხუცესი თავისი კლანის მძივებით ამშვენებს ახალ მეომარს. ამ ახალგაზრდებმა 15 დღემდე უნდა გაატარონ მსხვილფეხა საქონლის, ცხვრისა და თხების მწყემსვაში. ჩრდილოეთ კენიაში მეჯოგეობას კლიმატის ცვლილება და განაშენიანება ემუქრება. ტრადიციული ცხოვრების წესისა და ახალი შესაძლებლობების მხარდასაჭერად, NRT ხელს უწყობს მდგრად ძოვებას, ასევე სთავაზობს პროფესიულ წვრთნებსა და სამსახურს. „აქ, ჩრდილოეთში, ველურ ცხოველებს ვერაფრით დაიცავთ ღობეებით“, – ამბობს კონსერვაციონისტი და NRT-ის აღმასრულებელი დირექტორი ტომ ლალამპა. „თქვენ ეს ხალხი უნდა აქციოთ დამცავ ღობეებად; თუ ისინი იზრუნებენ ველურ ცხოველებზე ისევე, როგორც ზრუნავენ თავიანთ საქონელზე, აი მაშინ გავიმარჯვებთ“. ამ პროცესში მონაწილეობს საკონსერვაციო, სათემო, ასევე, საძოვართა მარეგულირებელი საბჭოები, მაგრამ მათი დირექტივები, თუ სად, როდის და რამდენ სულ საქონელს შეუძლია ძოვა, ხშირადაა სადავო – განსაკუთრებით იმ ჯგუფების მხრიდან, რომლებიც იშვიათად ფიგურირებენ გადაწყვეტილებებში და ნებისმიერი სახის შეზღუდვას ეგზისტენციალურ საფრთხედ აღიქვამენ. მშრალი მიწების ექსპერტ ჰასან რობას მტკიცებით, თუ კონკრეტულ მიწებს გამოვყოფთ საძოვრებისთვის, მეჯოგეებს დავუკარგავთ მოქნილობას, რომ წვიმებს „აედევნონ“ მწვანე იალაღებზე გადასაადგილებლად; ამასთან, ველურ ცხოველთათვის გამოყოფილი მიწები ხშირად ჩინებული საძოვარიცაა. დაცულობისა და უსაფრთხოების გარეშე ვერც ერთი მიდგომა ვერ გაამართლებს. „მშვიდობა ყველაფერია“, – მეუბნება NRT-ის 340 000-ჰექტარიანი სერას კონსერვაციის ყოფილი თავმჯდომარე პოლინ ლოლნგოჯინი, როდესაც ერთმანეთს შევხვდით არჩერს-პოსტის დასახლებაში. პოლინის ახალგაზრდობისას ჩრდილოეთ კენია იყო უფრო ველური, შორს ნაირობის ცენტრალური ხელისუფლებისგან და – იარაღით სავსე. „ჩვენ ვებრძოდით ერთმანეთს – სამბურუები, რენდილეები, ბორანები – მაგრამ საკონსერვაციო მუშაობამ თემები დააახლოვა“, – ამბობს იგი. სერას კონსერვაცია 2001 წელს დაარსდა, რის შემდეგაც გაძლიერდა თანამშრომლობა და ჩამოყალიბდა ერთობლივი მიზანი, თავისი ერთობლივი სარგებლით: მიწის გაუმჯობესებული მართვა, გაზრდილი შემოსავალი… „ჩვენ დავინახეთ, რომ კონსერვაციას სიკეთე მოჰქონდა, ამ ველურ ცხოველებს შეეძლოთ ფული მოეტანათ“, – აცხადებს პოლინი. მზის ამოსვლასთან ერთად მწყემსებიც იღვიძებენ ნამუნიაკში. NRT-ის კონსერვაციებში მიწის გარკვეული ნაწილი გამოყოფილია ველური ცხოველებისთვის, დანარჩენი კი იმართება „ძოვის გეგმებით“, თუმცა დირექტივები, თუ როდის და სად შეუძლიათ ძოვება, ხშირად სადავოა – განსაკუთრებით, გვალვისას. თანამშრომლობა და ფინანსები დიდი დამხმარეა, მაგრამ გაძლიერება სჭირდება, ასევე, უსაფრთხოებას, რის უზრუნველყოფასაც ცდილობენ NRT-ის რეინჯერთა მობილური ჯგუფები. აღნიშნული საპატრულო ეკიპაჟები ჩამოყალიბდა სპილოებისა თუ შავი მარტორქების დასაცავად, მაგრამ რეინჯერები ითავსებენ რეზერვისტ პოლიციელთა როლსაც და, ამგვარად, ერთვებიან მთელი რეგიონის უსაფრთხოების სისტემაში. ისინი რეაგირებენ ველურ ცხოველებთან დაუკავშირებელ შემთხვევებზეც – საქონლის ქურდობა თუ გზატკეცილებზე ძარცვა; შედეგად, მათ შეავსეს უსაფრთხოების დაცვაში არსებული ვაკუუმი. შაშხანებით შეიარაღებული რეინჯერები 12-კაციანი ეკიპაჟებით გადაადგილდებიან, მარაგებს ივსებენ გზაშივე და ღია ცის ქვეშ სძინავთ. ისინი 350 დოლარს გამოიმუშავებენ თვეში, რაც ორჯერ და კიდევ უფრო მეტით აჭარბებს ტიპური რეინჯერის სტანდარტულ ანაზღაურებას. თითოეული დანაყოფი შედგება სამი ან ოთხი სხვადასხვა ტომის წევრებისგან – ეკიპაჟის მრავალეთნიკურობა ეხმარება გუნდს, რომ ყველგან იაროს და ყველას ესაუბროს. ლოსას ლენამუნი 2 მეტრი სიმაღლის ზორბა მამაკაცია, რომელსაც კბილებს შორის ღარები უჩანს ღიმილისას. დღეს იგი მეთაურია, თუმცა ახალგაზრდობისას საქონელს მწყემსავდა სერეოლიპის დასახლებაში, სადაც ეთნიკურ სამბურუებს, როგორც წესი, მხოლოდ მტრობა და უნდობლობა აკავშირებდათ მეზობელ ხალხებთან – ბორანები, გაბრები, რენდილეები. ახლა კი ლოსასი ამ ყველა ეთნოსს ერთ Land Cruiser-ში ათავსებს. „მე ყველა ტომი ერთ მანქანაში მყავს“, – ამბობს იგი. ლენამუნის არ უვლია სკოლაში და, მისი თქმით, დიდად არც არასდროს უფიქრია ველურ ცხოველებზე. რეინჯერობა მხოლოდ ფულისთვის გადავწყვიტეო. მისი თქმით, რეინჯერობა ნიშნავს, რომ „ჩემს შვილებს არ შიათ“. თუ როგორი სასოწარკვეთილები ეძებენ აქ სამსახურს, ეს კარგად გამოჩნდა მელაკოს კონსერვაციის რეინჯერთა შერჩევის ღონისძიებაზე. სამ ვაკანტურ პოზიციაზე 200 იმედით სავსე მსურველი გამოცხადდა. პალმის ქვეშ შეკრებილ აპლიკანტებს ეცვათ პლასტმასის სანდლები, სარონგები, ქამარზე 30 სმ-იანი დანები ჰქონდათ ჩამოკიდებული და ტრადიციული ხელჯოხები მოემარჯვებინათ. „როგორც წესი, სამსახურს განათლებული ადამიანები იღებენ“, – ამბობს მელაკოს კონსერვაციის თავმჯდომარე ენდრიუ დოკჰოლე. „სწორედ ამიტომ ვცდილობთ, რომ რეინჯერის პოზიციებზე კადრები ავიყვანოთ ადგილობრივი მოსახლეობიდან, – და აგრძელებს, – ეს მათი ერთადერთი შანსია“. NRT უდიდეს დამსაქმებელთა შორისაა ჩრდილოეთ კენიაში. ეს ორგანიზაცია 1300-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის – რეინჯერებს, ადმინისტრატორებსა თუ სხვა ტიპის მუშაკებს. თხების ფარაში მოქცეული ქალი წყალს იღებს ჭაბურღილიდან, რომელიც NRT-მ გათხარა ბულესას კონსერვაციაში. ჭები და ირიგაცია იმ მომსახურებათა შორისაა, რომლებიც ტურისტების გადასახადიდან ფინანსდება. შემოსავლის ეს წყარო ფარავს, ასევე, კონსერვაციის საოპერაციო ხარჯებს. „NRT, ფაქტობრივად, ადგილობრივი მთავრობის ფუნქციას ასრულებს“, – აცხადებს ამ ორგანიზაციის საბჭოს წევრი მეტ ბრაუნი. თუმცა, აღნიშნული როლი დისკომფორტსაც იწვევს. კრიტიკოსების განცხადებით, NRT ნეოკოლონიური პროექტია, რომელიც ძირს უთხრის კენიის სუვერენიტეტს და იტაცებს მთავრობის პასუხისმგებლობებს. „წესით, NRT-ს უნდა მართავდეს თემი და მისი მესაკუთრეც თემი უნდა იყოს, – ამბობს გარგულე, – მაგრამ რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის მისი კავშირები ძალიან მძიმეწონიან, გლობალურ საკონსერვაციო ორგანიზაციებთან“. მსგავსი კრიტიკის ჩასაცხრობად, NRT-მ თავისი აღმასრულებელი გუნდი და დირექტორთა საბჭო, ანგარიშვალდებულების კუთხით, უხუცესთა საბჭოს დაუქვემდებარა, რომელიც თითოეული კონსერვაციის თავმჯდომარისგან შედგება, თუმცა ამ შემთხვევაშიც ჩნდება კითხვები – რა ძალას ფლობს ეს საბჭო რეალურად? ლალამპა აცხადებს, რომ NRT არ მიისწრაფვის ხელისუფლების ჩანაცვლებისკენ, მაგრამ ამატებს: „ჩრდილოეთ კენიაში იყო გარკვეული ნაპრალები, რომლებიც NRT-ის კონსერვაციებმა შეავსო“. ამ ყველაფრის მიუხედავად, დაუცველობა კვლავ ავერანებს რეგიონს, განსაკუთრებით გვალვის პერიოდებში ან საინიციაციო რიტუალებისას, როდესაც ბიჭები ხდებიან „მორანები“ – მეომრები; თავიანთი ვაჟკაცობის დასამტკიცებლად ისინი ხშირად იპარავენ შინაურ საქონელს, მართავენ ბრძოლებს და სხვა ძალადობრივ ქმედებებს ჩადიან. ერთ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ნაირობის ხელისუფლება აგდებულად ეპყრობოდა ქვეყნის ჩრდილოეთს. კოლონიური ბრიტანეთის ახალმოსახლეებსაც ნაკლებად აინტერესებდათ არიდული მიწა და საკმარის მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ ფერმებისა თუ რანჩოებისთვის მისატაცებლად. 1963 წელს ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა და ხელისუფლების სათავეშიც ახალი მმართველი ელიტა გამოჩნდა, თუმცა მთავრობის დიდ ნაწილს შეადგენდნენ სამხრეთ კენიელები და ისინიც მსგავსი ნიჰილიზმით გასცქეროდნენ ჩრდილოელებს, რომელთა მომთაბარე, ჯოგური ცხოვრების წესი ართულებდა მათ დამორჩილებასა თუ მართვას. აღნიშნულმა უყურადღებობამ დატოვა ორმო, რომელიც ამოავსო NRT-მ – ადგილობრივ თემებს მიაწოდა საბაზისო სერვისი ერთი პირობით, რომ ისინი დაიცავდნენ თავიანთ ველურ ბუნებას. ეს გახლავთ გარიგების ღია და თამამი სტრატეგია. ნანაპას კონსერვაციაში სპილო ტალახში ჩაფლულა. გზად ჩამავალმა მწყემსებმა მისი გასაჭირი შეატყობინეს რეინჯერებს, რომლებმაც ტრაქტორით, გამწევი თოკითა და საკუთარი ხელებით გაათავისუფლეს ღონემიხდილი ცხოველი. NRT-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და საკონსერვაციო დირექტორია 68 წლის იან კრეიგი. იგი გახლავთ აღნიშნული ტრასტის მამოძრავებელი ძალა, თუმცა იგი ასევე კრიტიკის ცენტრშია, როგორც თეთრკანიანი მიწის მესაკუთრე კოლონიური წარმომავლობით. ჩვენ ერთად გავისეირნეთ მისი ერთძრავიანი პატარა თვითმფრინავით. „აქ მოქცეულია კენიის ვრცელი მიწები“, – მეუბნება იგი თვითმფრინავის მართვისას, როდესაც თავზე ვუფრენთ რიფტულ ხეობას, ტექტონიკურ ტბებსა თუ ვულკანურ წარმონაქმნებს. NRT წარმოიშვა ლევას ველურ ცხოველთა კონსერვაციის საძირკველზე – 25 000-ჰექტარიანი ველური ბუნების კერძო ნაკრძალი, ერთ დროს საქონლის რანჩო, რომელიც კრეიგის პაპამ 1922 წელს გააშენა. დაახლოებით 50 წლის შემდეგ კრეიგმა ის მემკვიდრეობით მიიღო. იმ დროს იქ ჯერ კიდევ უხვად გვხვდებოდა ბალახნარისა და ტყის ზოლები, მაგრამ როგორც რანჩოს, მაინც უჭირდა განვითარება. „სულ გვალვა იდგა, მოგებას ვერ ვიღებდით, ეს კატასტროფა იყო“, – მეუბნება კრეიგი. 1980-იანი წლების დასაწყისში ის კონსერვაციონისტებმა დაარწმუნეს, რომ 2000 ჰექტარი მიწა შემოღობილი თავშესაფრის სახით გამოეყო შავი მარტორქისთვის; ამ ცხოველზე გაშმაგებით ნადირობდნენ ძვირადღირებული რქების გამო. სპილოებზე ბრაკონიერობაც პიკს აღწევდა აფრიკაში; მათი ეშვების ხელში ჩასაგდებად ათობით ათას სპილოს ხოცავდნენ წელიწადში. მარტორქების თავშესაფარი საკუთარ „ეზოში“, სპილოების ხოცვა-ჟლეტა ახლომახლო… ასეთ რეალობაში კრეიგმა გააცნობიერა, რომ ლევას კონსერვაცია ვერ გადარჩებოდა სრულ იზოლაციაში. ადამიანთა პოპულაცია იზრდებოდა, საქონლის სულადობა მატულობდა, ველურ ცხოველთა სახეობები იკლებდა, ლანდშაფტები უდაბურდებოდა… თუ პრობლემის სათავეში ადამიანი იდგა, მაშინ მისი გადაჭრის გზაც ადამიანებთან უნდა მისულიყო. 1995 წელს კრეიგის ოჯახმა რანჩოს დანარჩენი ნაწილიც ლევას გადასცა. შემდეგ მან დაარწმუნა „ჯგუფური რანჩოს“ (კენიური მიწათსარგებლობის ფორმა, სადაც მცხოვრებლები იზიარებენ საძოვარ მიწებსა და მისი გამოყენების უფლებებს) მესაკუთრე ლაიკიპიაკ მასაები, რომ შეეცვალათ თავიანთი მიდგომა – საქონლის ძოვებიდან გადართულიყვნენ კონსერვაციაზე. ისინი დათანხმდნენ, რომ მიწის გარკვეული ნაწილი გამოეყოთ ველურ ცხოველთა დასაცავად, ხოლო დანარჩენი ემართათ საბალახოების მარეგულირებელი „ძოვის გეგმებით“. ლაიკიპიაკ მასაები მოიხიბლნენ საფარის ტურიზმის ფინანსური პოტენციალით და მომდევნო წელს უკვე ეკოკოტეჯიც გაიხსნა ლევას ჩრდილოეთით. თანდათან ლევას ირგვლივ ფართოვდებოდა ბუფერული ზონა და მასთან ერთად იზრდებოდა კრეიგის ამბიციებიც. მცირე ხნის შემდეგ უკვე დაარსდა კიდევ ერთი – ნამუნიაკის კონსერვაცია. ის მოიცავს მეთიუსის ქედის გრანიტის მწვერვალებს, ბასრ თხემებსა თუ ღრუბლებს აცდენილ ტყიან „კუნძულებს“, რომლებიც ასობით მეტრ სიმაღლიდან გადმოსცქერიან აკაციისა და აფრიკული მირისის სავანას. და ახალ-ახალი კონსერვაციების ტალღა არ წყდებოდა. 2004 წელს კრეიგმა, USAID-ის დაფინანსებით, ხელი შეუწყო უკვე თავად NRT-ის დაფუძნებას ასეთი მისიით: დავუკავშიროთ და დავიცვათ ველურ ცხოველთა სამიგრაციო დერეფნებით „დასერილი“ უზარმაზარი ლანდშაფტები, სადაც ადამიანები თავიანთ საქონელთან ერთად შეძლებენ ველურ ცხოველებთან ჰარმონიულ თანაარსებობას. რეინჯერს მოაქვს ბუნებრივად დაღუპული ლომის გამომშრალი ტყავი, რომელსაც საინიციაციო რიტუალებისთვის გაანათხოვრებენ; ამგვარი მიდგომით, ტრადიციებს გააგრძელებენ ისე, რომ ლომის მოკვლა აღარ დასჭირდეთ. და მაინც, ველურ ცხოველთა პოპულაციასთან ერთად, კონსერვაციებში იზრდება ადამიანთა მოსახლეობაც, შედეგად – მათ შორის კონფლიქტი მწვავდება. „კონსერვაციის ნარატივი არ გახლავთ ეროვნული პარკი ცხოველებით, – ამბობს კრეიგი, – ეს მოდელი გულისხმობს კავშირს“, – ამატებს იგი და თავის სიტყვებში მოიაზრებს საზოგადოებრივი ეროვნული პარკების, კერძო ნაკრძალებისა და სათემო მიწების მოზაიკას ჩრდილოეთ კენიაში. „მიწის ეს უბნები საკმაოდ დიდია, მაგრამ არც იმდენად, რომ ველური ცხოველები გადარჩნენ, ისუნთქონ, გამრავლდნენ… მათ ადგილობრივი თემების დახმარება სჭირდებათ“. მეორე მხრივ, თემები სარგებელს მიიღებენ ველური ბუნების ტურიზმით. კონსერვაციებში ვიზიტისას ტურისტები იხდიან საკონსერვაციო გადასახადს, რომელიც 60/40-ზე იყოფა კონსერვაციის სათემო პროგრამებსა და მის საოპერაციო ხარჯებს შორის – პირველი ნაწილი ხმარდება სკოლის გადასახადებს, წყლის პროექტებსა თუ მკურნალობას, ხოლო მეორე ნახევარი – რეინჯერებს, ავტომობილებსა და აღჭურვილობას. ჩრდილოეთ კენიაში სხვაგან არსად გაუაზრებიათ ტურიზმის პოტენციალი უფრო უკეთ, ვიდრე სარარა-კემპში – ეკოკოტეჯი ნამუნიაკის სამხრეთ ნაწილში. სარარა გაშენდა 1997 წელს, მაშინ „იქ არ იყო მშვიდობა, არც ადამიანებისთვის და არც – ცხოველებისთვის“, – ამბობს საფარის გიდი დანიელ ლენაიპა, რომელიც ამ მხარეში გაიზარდა. უსაფრთხო გარემომ კი დააბრუნა სპილოები, ლეოპარდები თუ აფთრისებრი ძაღლები და მათთან ერთად გამოჩნდნენ უკვე ტურისტებიც. 2019 წელს სარარას ვიზიტორებმა დაახლოებით 350 000 დოლარი შეიტანეს საკონსერვაციო გადასახადების სახით. შემდეგ გავრცელდა კორონავირუსი. „უკანასკნელ 10-15 წელიწადში ჩვენ გვქონდა შემოსავალი, რომელიც რჩებოდა თემებს; წელს კი შეიძლება სრულიად არაფერი არ მივიღოთ, რადგან ჩვენი შემოსავალი წმინდად ტურიზმზეა დამოკიდებული“, – აცხადებს მოზეს ლენაიპა, ნამუნიაკის საბჭოს ყოფილი წევრი. ერთ მწველ დილას ტომ ლეტივას შევხვდი, ნამუნიაკის მენეჯერს. „წელს შემოსავლები ძალიან დაბალი გვექნება“, – ამბობს იგი. COVID-19-ზე კენიის მყისიერი რეაგირებით – სკოლების დახურვა, ნიღბების ტარება კანონის დონეზე, კომენდატის საათის შემოღება ქვეყნის მასშტაბით და საზღვრებზე გადაადგილების შეზღუდვა – მოქალაქეები აცნობიერებდნენ, თუ როგორ მწვავე შედეგებს მოიტანდა პანდემია. ნამუნიაკის ბინადრები ხედავდნენ, რომ ტურისტი არსად ჩანდა და, ბუნებრივია, ვერც ფულს მიიღებდნენ, ამბობს ლეტივა. ზოლებიანი გნუები მიაბიჯებენ მასაი-მარას ნაკრძალში, რომელიც სრულად ტურიზმით იღებს შემოსავლებს. როდესაც COVID-19-ის გამო ფრენა შეჩერდა, ბევრმა დაკარგა სამსახური და ზოგიერთმა უკანონო ნადირობასაც კი მიჰყო ხელი. NRT-ის სათემო კონსერვაციები კი ნაკლებადაა დამოკიდებული ტურიზმზე და უკეთაც გაუმკლავდა პანდემიას. NRT-მ შეამცირა შტაბ-ბინების დაფინანსება, თუმცა ლობირებდა დონორებს, რომ ხელუხლებლად დაეტოვებინათ რეინჯერთა და კონსერვაციების საოპერაციოდ გამოყოფილი ბიუჯეტი. ამასთან, გააქტიურდა საზოგადოებრივი დაფინანსებაც. ოლქის ხელისუფლებამ დააარსა 1,1 მილიონდოლარიანი ყოველწლიური ფონდი სამბურუს ოლქის 9 კონსერვაციის დასახმარებლად, ხოლო ეროვნულმა მთავრობამ 2 მილიონი დოლარი გამოყო NRT-ის რეინჯერთა ხელფასების დასაფარად – როგორც ნაწილი COVID-19-ის საწინააღმდეგო მასტიმულირებელი გეგმისა. პანდემიის საწყისი პერიოდიდან მოყოლებული, ჩრდილოეთ კენიაში არ აღნიშნულა მნიშვნელოვანი ზრდა უკანონო ნადირობის, მიწების სამეურნეოდ მიტაცების ან განაშენიანების მხრივ – განსხვავებით ტურიზმზე უფრო მეტად დამოკიდებული დაცული ტერიტორიებისგან, როგორიც მასაი-მარას სანადირო ნაკრძალია დასავლეთ კენიაში. და ეს შედეგი არ მიეწერება მხოლოდ სარეზერვო დაფინანსებას, რამაც კვლავ საგუშაგოზე გაიყვანა რეინჯერები. სწორედ სათემო კონსერვაციამ მოიტანა ის დამატებითი სარგებელი, რომელიც წინ აღუდგა ეკონომიკურ კოლაფსს და არ აიძულა ხალხი, მიემართათ ძალადობრივი ქმედებებისთვის. თუმცა, NRT-ის კონსერვაციებში მაინც გაიზარდა არაგარემოსდაცვითი დანაშაულები, მათ შორის, საქონლის მოპარვა, გზატკეცილებზე ძარცვა. აქ შესაძლოა სხვებზე უკეთ გაართვეს თავი პანდემიას, მაგრამ მათაც აშკარად იგრძნეს მძიმე შედეგები – სამსახურის დაკარგვა თუ საქონლის ბაზრის დახურვა. ამასობაში, გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი სპილოს, ბეიზას (ორიქსების გვარი), ბადისებრი და გრევის ჟირაფების პოპულაციები სტაბილურობას ინარჩუნებს ან კიდეც იზრდება NRT-ის კონსერვაციებში. სპილოებზე ბრაკონიერობა იკლებს და ეს ცხოველიც არეალს იფართოვებს, თუმცა, თავის მხრივ, ამ ტენდენციამ გაზარდა სპილოების ხოცვა შურისძიების მიზნით, რადგან ახლა ისინი უფრო ხშირად თელავენ მოსავალს და თავად ადამიანებსაც კი იწირავენ. გადაძოვება სრულად არ აღმოფხვრილა, მაგრამ საკონსერვაციო საბჭოს ზურგით გამაგრებული „ძოვის გეგმებით“ ადგილობრივ ხელმძღვანელობას მიეცა გარკვეული ძალაუფლება, გაამყაროს პოლიტიკა, რომელიც გრძელვადიან სიკეთეს ემსახურება მოკლევადიანი პირადი ინტერესების სანაცვლოდ. გარგულეს მსგავსი კრიტიკოსების მტკიცებით, NRT-ის ხელმძღვანელობა ზეწოლას მიმართავს სათემო საბჭოებზე, რომ თავიანთი ორგანიზაციის საკონსერვაციო მიზნები გაატარონ მიუხედავად იმისა, ყველა მხარე ისარგებლებს თუ – არა. „NRT იმდენად ძლევამოსილია, რომ ყველაფერზე შეუძლია ზემოქმედება თავისი კონსერვაციების ფარგლებში, – ამბობს გარგულე, – მაგრამ რამდენად ისმის თემის ხმა ამ პროცესში?“ კრეიგი აცნობიერებს, რომ NRT-ის ამოსავალი მიზანია, დაარწმუნოს თემები, დაიცვან ველური ცხოველები. აი, ეს წერტილია, სადაც შემოდის კომპრომისული არჩევანი – ღირებულია თუ არა ეკოკოტეჯის სარგებელი იმდენად, რომ მიწისა და საძოვართა გარკვეული ნაწილები ველურ ცხოველებს დავუთმოთ? გვიღირს კი, მივყვეთ შემზღუდავ „ძოვის გეგმებს“ უფასო სკოლისა და კლინიკის ფასად? რა ბუნებრივი რესურსი უნდა დათმოს თემმა და რას მიიღებს ის საპასუხოდ? გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი სპილოების, ორიქსებისა და ჟირაფების პოპულაციები სტაბილურია ან იზრდება NRT-ის კონსერვაციებში. ასეთ არაპროგნოზირებად სამყაროში სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს დაფინანსების ახალი და საიმედო წყაროების მოპოვება. „COVID-19 ნიშნავს, რომ რისკი ყველგანაა, მაგრამ, ამასთან, ის გვაძლევს ბიძგს, შევცვალოთ ჩვენი ძველი მიდგომა და წინ წამოვწიოთ საკონსერვაციო საკითხები“, – ამბობს ჯაილს დეივისი, „საკონსერვაციო კაპიტალის“ დამფუძნებელი. აღნიშნული საინვესტიციო ჯგუფი აფინანსებს პროექტებს, რომლებიც იცავს ლანდშაფტებს მთელ მსოფლიოში, მათ შორის, დეივისის მშობლიურ კენიაში, სადაც იგი თანამშრომლობდა NRT-სთან. „ჩვენ უნდა შევცვალოთ კონსერვაციის ფოკუსი – არა ის, თუ როგორ გადავარჩინოთ, არამედ, როგორ ავაყვავოთ“. 2020 წელს NRT-სა და მისი 39 კონსერვაციის ოპერირებაზე დაიხარჯა 7 მილიონი დოლარი, რაც, კრეიგის თქმით, მხოლოდ მარცვალია ამ ორგანიზაციის ფართო მიზანთა მასშტაბში. „ეს მართლაც სულ მცირედი თანხაა, თუ გავითვალისწინებთ, რამდენი ადამიანის ცხოვრებას ცვლის ორგანიზაციის ძალისხმევა“. ამ ადამიანებში კი შედიან დედები, ბავშვები და მოხუცები, მწველი მზის ქვეშ რომ თავიანთ რიგს ელიან კალოს ახალ კლინიკასთან. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან მეჯოგეებიც, რომელთაც შინაურ საქონელზე თავდასხმის რისკები შეუმცირდათ ლენამუნისა და მისი კოლეგა რეინჯერთა წყალობით. არიან ასევე ახალგაზრდები, რეინჯერად მუშაობის დაწყებაზე რომ ოცნებობენ მელაკოში. და, მათ შორის, უნდა დავასახელოთ დენიელ ლენაიპაც; მან კარგად იცის, რომ COVID-19-ის დასრულებასთან ერთად ტურისტებიც დაბრუნდებიან ნამუნიაკში, რადგან უსაფრთხოება საიმედოა, ლანდშაფტი – დაცული და ველური ცხოველები ნავარდობენ. ტრისტან მაკკონელი ცხოვრობს ნაირობიში და წერს წიგნს რიფტულ ხეობაზე. დევიდ ჩანსელორმა წლები დაუთმო კონსერვაციის დოკუმენტირებას აფრიკაში. ეს მისი მეორე სტატიაა ჩვენს ჟურნალში. The post მდგრადი კონსერვაცია appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.
  12. პერუს ანდებში, ზღვის დონიდან ხუთი კილომეტრის სიმაღლეზე მდებარე ლა-რინკონადა პლანეტის უმაღლესი დასახლებაა. აქაურების ყოფა მათი შემოსავლის მთავარი წყაროს – ოქროს – ფასზეა დამოკიდებული. უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში ოქროს ფასი გახუთმაგდა და ანანეის მარადთოვლიანი მთის კალთაზე გაშენებული ერთ დროს პატარა დასახლება მცირე შახტების და ნარჩენებით დაბინძურებული ტბის პირას მიჯრით ჩაწყობილი ბარაკების უწესრიგო გროვად იქცა. ზღვის დონიდან 5100 მეტრის სიმაღლეზე გამეფებული გაუსაძლისი ყინვის და ჟანგბადის ნაკლებობის ატანა ადგილობრივ მოსახლეობასაც უჭირს. ირგვლივ ისეთი სუნი დგას, როგორსაც 30 000-დან 50 000-მდე ადამიანისგან შემდგარ დასახლებაში უნდა ველოდოთ, სადაც არც დასუფთავების სამსახურია და არც საკანალიზაციო სისტემა. ანანეას მთის სიღრმეში გაყვანილი მაღაროების ლაბირინთებში უბედური შემთხვევები და მკვლელობები ყოველდღიურობაა. მაღაროელებს ძარცვავენ თუ კლავენ და მათ გვამებს შახტებში ტოვებენ. მკვლელობის მსხვერპლნი ხშირად პერუს და ბოლივიის დიდი ქალაქებიდან მოტყუებით ჩამოყვანილი ქალები და გოგონები არიან, რომელთაც ადამიანებით მოვაჭრეები პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს ართმევენ და ლა-რინკონადის ბინძურ ბარებსა და საროსკიპოებში მუშაობას აიძულებენ. (მარცხნივ) ლა-რინკონადაში ოქროს დამუშავებისას აორთქლებული ვერცხლისწყალი „მძინარე მზეთუნახავის” მყინ-ვარს აბინძურებს და ლა-რინკონადას მოწამლული სასმელი წყლის სახით უბრუნდება. მუშები მყინვარზე იმ მილებს ასწორებენ, რომლებითაც მეშახტეთა დასახლებას მდნარი წყალი მიეწოდება. (მარჯვნივ) 42 წლის ფიდელ მენდოსა სან-ანტონიოს შახტის სიღრმეში ვაგონებს მადნით ტვირთავს. პირი კოკაინის ხის ფოთლებით აქვს გავსებული, რომლებსაც ანდების მცხოვრებლები ათასწლეულების განმავლობაში იყენებდნენ შიმშილის და დაქანცულობის გასაყუჩებლად. ოქროს მოპოვების ლიცენზიას რამდენიმე მცირე კომპანია ფლობს და ერთ-ერთს კოოპერატივებში გაწევრიანებული 450-მდე ინდივიდუალური კონტრაქტორი ჰყავს. შახტების უმეტესობა არაოფიციალურია – რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი შრომის, უსაფრთხოების და გარემოს დაცვის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ, თუმცა სახელმწიფო ამაზე თვალს ხუჭავს, მთავარია, დარეგისტრირებულები იყვნენ პროგრამაში, რომელიც მათ მაღალ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას ისახავს მიზნად. ლა-რინკონადაში ძვირფას მადნეულს ჯანმრთელობისთვის სახიფათო პირობებში და ბუნების დაბინძურების ხარჯზე მოიპოვებენ, თუმცა აშშ-ის, შვეიცარიის და სხვა ქვეყნების მსხვილ შემსყიდველებს ეს დიდად არ აწუხებთ – ზოდებად და ბრწყინვალე სამკაულებად ქცეულ ოქროს პერუს შავ-ბნელი შახტების კვალი აღარ ეტყობა. საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მოპოვებული ოქრო უკეთეს ფასად იყიდება, თუმცა ლა-რინკონადის შახტებში მსგავსი ნორმები რთული დასანერგია. პერუელი ანთროპოლოგი ვიქტორ ჰიუგო პაჩა, რომელიც პერუსა და სამხრეთ ამერიკის სხვა ქვეყნებში ოქროს არაოფიციალურ მოპოვებას შეისწავლის, თვალნათლივ ხედავს ლა-რინკონადის თანამედროვე ოქროს ციებ-ცხელების მთელ ირონიას. “ძველად ოქროს კუსტარული მოპოვება ანდებში მცხოვრები ფერმერებისა და რანჩეროებისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო იყო“, – ამბობს პაჩა და ამატებს, რომ პუნოს რეგიონში, რომელსაც ლა-რინკონადა მიეკუთვნება, ოქროს XIX საუკუნის ადრეული წლებიდან და, შესაძლოა, უფრო ადრეც მოიპოვებდნენ. ლა-რინკონადის მოსახლეობის უმეტესობა ლითონის ბარაკებში, გაუსაძლის ყინვაში, წყლისა და თბოგაყვანილობის გარეშე ცხოვრობს. უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ოქროს ფასთან ერთად დასახლებაც რამდენჯერმე გაიზარდა, მაგრამ კეთილმოწყობის მხრივ არაფერი შეცვლილა. ოქროს მაძიებლები მუდამ წუწუნებენ, რომ შახტები გამოიფიტა, ამბობს პაჩა, “მაგრამ ოქრო ისევ ბლომადაა. როდესაც ოქრო დაცოტავდება, მისი მოპოვება კვლავ დამატებითი შემოსავლის წყარო გახდება, ისე როგორც ადრე იყო“. ლიცენზიის მფლობელთა კონტრაქტორები ხშირად სხვა ქალაქებში ცხოვრობენ; მათ ნაცვლად საქმეს მათი ნდობით აღჭურვილი პირი უძღვება. ეს ზედამხედველები მეშახტეებს მარტივი შეიარაღებით – ძირითადად დინამიტით და პნევმატური ბურღებით – ამარაგებენ. შახტებიდან გამოტანილი მადანი ვერცხლისწყლით ან ციანიდით მუშავდება. მიღებულ ოქროს გადამყიდველები იძენენ და ზოგჯერ საზღვარგარეთ გააქვთ. შრომითი შეთანხმებები, როგორც წესი, სიტყვიერია. ქანებში ოქროვანი ძარღვის შემცველობის მიხედვით ზედამხედველები მუშებს რამდენიმე კვირით ან თვით ქირაობენ. შრომის სანაცვლოდ დაქირავებულს გარანტირებულად მხოლოდ საკვების და ღამის გასათევის მიღება შეუძლია, გასამრჯელოდ – თვეში ერთი ან ორი დღით უფლება აქვს, პირადი მოგებისთვის შევიდეს შახტში; თუ იმ დღეს მან ვერაფერი იპოვა, გამოდის, რომ უფასოდ იმუშავა. ამ სისტემას „კაჩორეო“ ეწოდება. ბედი მეშახტეებს სიზმრებში და სხვა მზაკვრული ხერხებით უღიმის, ამბობს პერუელ-ბოლივიელი ანთროპოლოგი მარია ეუხენია რობლეს მენგოა. 2016 წელს, ლა-რინკონადაში ჩასული რობლესი მაჩო-კულტურაში აღმოჩნდა, სადაც ყველაფერი მაინც ქალების გარშემო ტრიალებს. მეშახტეებისთვის ანანეის მთაც კი ქალია, ამბობს რობლესი. ისინი მას “ავიჩას“ ეძახიან, რაც კეჩუას ენაზე “დიდედას“ ნიშნავს. ქალი ქვის კიმბალეტზე (საფქვავი) დგას, რათა ნარჩენებში ქექვისას ნაპოვნი ოქროს მადანი დაფქვას. რამდენიმესაათიანი ფქვის შემდეგ მიღებულ ქვიშას ქალი ვერცხლისწყალს შეურევს. ვერცხლისწყალი ოქროს ნამცეცებთან ამალგამას წარმოქმნის. გაცხელების შემდეგ ვერცხლისწყალი აორთქლდება და ოქრო სუფთა სახით დარჩება. ლეგენდის თანახმად, იღბლიან მეშახტეებს ძილში ქალის სული – ლა-გრინგა – გამოეცხადება ხოლმე და მდიდარი მადნეულის ადგილსამყოფელს უჩვენებს. მეშახტეებს სჯერათ, რომ თუ შახტში ქალმა გაბედა შესვლა, ეჭვიანი ლა-გრინგა განრისხდება და ოქროს აღარავისთვის გაიმეტებს. ლა-რინკონადაში ქალი მეშახტე დღესაც დიდი იშვიათობაა. გავრცელებული წარმოდგენით, ბედი იმ მეშახტეებს უღიმის, ვინც ბევრს სვამს და ახალგაზრდა ქალებთან აქვს სექსი. ადგილობრივ ბარებში, რომლებიც, ამავდროულად, საროსკიპოებია, 2000-მდე ახალგაზრდა, ზოგი არასრულწლოვანი გოგონა მუშაობს. “პირველად რომ ვნახე ეს გოგონები და მათი არაადამიანური ყოფა, მრისხანებამ და სასოწარკვეთამ შემიპყრო“, – იხსენებს რობლესი. მაშინ იგი 27 წლის იყო, ლა-რინკონადაში მომუშავე თითქმის ყველა ქალზე უფროსი. მძიმე მდგომარეობა აქვთ პალაკერებსაც – ასე მეშახტეების ცოლებს, მარტოხელა დედებს და ქვრივ ქალებს ეძახიან, რომლებიც მადანს შახტის პირას დაყრილ კლდის ნამსხვრევებში ეძებენ. ოქროს ნარჩენების მოსაპოვებლად პალაკერებს ქანების მტვრის და მომწამლავი აირების სუნთქვა უწევთ. იმის მიუხედავად, რომ პალაკერები უმნიშვნელოვანეს საქმეს ასრულებენ და შახტების შესასვლელებს ნაყარი ქანებისგან ასუფთავებენ, ისინი ყველაზე უფრო დაბალი რანგის მუშახელად ითვლებიან. The National Geographic Society-მ, რომელიც ჩვენი სამყაროს საოცრებათა გაშუქებასა და დაცვაზე ზრუნავს, დააფინანსა ფოტოგრაფ სედრიკ გერბეჰეის პროექტი ბელგიაში COVID-19-ის პანდემიის შესახებ. ილუსტრაცია: ჯო მაკკენდრი დიდი რაოდენობით მადანს ოქროს გამოსაყოფად ციანიდით ამუშავებენ, ხოლო მცირე რაოდენობას – პალაკერების ან მეშახტეების მონაგარს – ვერცხლისწყლით, რომელიც ოქროს ნაწილაკებს ეკვრის და ამალგამას წარმოქმნის. ოქროს შემცველ მადანს ცილინდრულ სანაყებში მძიმე ლოდებით – კიმბალეტებით – ფქვავენ. მეშახტეებს და პალაკერებს ამალგამირებული ოქროს ნატეხები მყიდველებთან მიაქვთ, მყიდველები ნატეხებს სარჩილავი ლამპით აცხელებენ – ვერცხლისწყალი ორთქლდება და ოქრო სუფთა სახით რჩება. ზოგიერთი მაღაზია ვერცხლისწყლის ფილტრებს იყენებს, მაგრამ ეს ვერცხლისწყლის მომწამლავ ზემოქმედებას ვერ ამცირებს. ვერცხლისწყლის ორთქლი მყინვარამდე ადის, კონდენსაციის გზით ყინულს შეერევა და ლა-რინკონადაში მოწამლული სასმელი წყლის სახით ბრუნდება. ოქროს კუსტარული დამუშავება ანთროპოგენური ვერცხლისწყლის ყველაზე დიდი წყაროა დედამიწის ატმოსფეროში. როდესაც პერუში მოპოვებული ოქრო სხვა ქვეყნებში საქორწინო ბეჭდებად და საათებად იქცევა, მას მეშახტეების მძიმე ჯაფის კვალი აღარ ეტყობა. ოქროს ნაწილი ლეგალურად იყიდება, მაგრამ საბუთებისა და გადასახადებისგან თავის ასარიდებლად ზოგიერთი მეშახტე ძვირფას მეტალს შავ ბაზარზე ასაღებს. მეშახტეები ელოდებიან პასუხს, თუ რამდენს გადაიხდის ადგილობრივი ოქროს შემსყიდველი მათ ოქროში. მეშახტეებს უფლება აქვთ, თვეში ერთი-ორი დღით პირადი მოგებისთვის შევიდნენ შახტში და ნაპოვნი ოქრო გაყიდონ. ოქროს გაძვირებამ ერთ დროს მოკრძალებული პერუელი ბროკერები მსოფლიოს მთავარ ექსპორტიორებად აქცია. მაგრამ გარემოს და ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების ზეწოლის თუ რამდენიმე გახმაურებული საქმის წყალობით, მეტი ადამიანი დაფიქრდა, რომ ოქროს მიწოდების ჯაჭვი უფრო გამჭვირვალე უნდა გახდეს. გამჭვირვალე მიწოდების ჯაჭვი გულისხმობს, რომ მეშახტეები რეგულაციებს უნდა აკმაყოფილებდნენ და ნებისმიერ მყიდველს უნდა შეეძლოს გადაამოწმოს, თუ სად და რა პირობებში მოიპოვეს ოქრო. 20 წლის წინ გრამი ოქროს ფასი 10 დოლარზე ნაკლები იყო, წელს კი მან 55 დოლარს გადააჭარბა. ოქროს ფასთან ერთად მცირე გაუკონტროლებელი შახტების რაოდენობაც იზრდება. მცირემასშტაბიანი კომპანიები დიდი შახტებისთვის დაწესებულ რეგულაციებს ვერ აკმაყოფილებენ, არ იხდიან გადასახადებს და კანონს გვერდს უვლიან. პერუს მთავრობა უკვე 20 წელიწადია ცდილობს ასეთი მეშახტეები ადმინისტრაციულ, შრომით და გარემოსდაცვით სტანდარტებს დაუქვემდებაროს, მაგრამ ლეგალიზების პროცესი წინ ნელა მიიწევს. 60 000 არალეგალური მეშახტიდან, რომლებიც სამთავრობო პროგრამაში დარეგისტრირდნენ, მხოლოდ 1600-მა დაასრულა პროცესი, რომელიც მათ გადასახადების გადახდას, აუცილებელი ლიცენზიების ფლობას და გარემოს დაცვას ავალდებულებს. ათეულობით ათასი არალეგალი მეშახტე კანონიერად ყიდის ოქროს, რადგან ლეგალიზაციის პროგრამაშია ჩართული. პროგრამის დასრულების ვადამ რამდენჯერმე გადაიწია და ლა-რინკონადის შახტებში არაადამიანური შრომის ფასად მოპოვებული ოქრო დღესაც იოლად იყიდება. ასე შეიძლება იქცეს გარემოს დაცვის, შრომის და უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევით მოპოვებული ოქრო საქორწინო ბეჭდად ან შვეიცარიულ საათად. ოქროს არაოფიციალურ მოპოვებას პირველ რიგში მყიდველები უნდა დაუპირისპირდნენ. უნდა დავრწმუნდეთ, რომ სამკაული გარემოს დაბინძურების ან არაადამიანური მოპყრობის ხარჯზე მოპოვებული ოქროთი არ არის დამზადებული, ამბობს პაჩასი, რომელიც ახლა Alliance for Responsible Mining-ის (ARM) პერუსა და ბოლივიის განყოფილებას ხელმძღვანელობს. ქალები, რომელთაც pallaqueras-ს უწოდებენ, უყურებენ, როგორ ცლიან შახტიდან გამოტანილი ქვებით სავსე სატვირთო მანქანას. მათ მხოლოდ ამ ნარჩენებში ქექვის უფლება აქვთ. პალაკერები ძირითადად მეშახტეების ცოლები, მარტოხელა დედები და ქვრივები არიან. ისინი გაუსაძლის ყინვაში სრულიად დაუცველები მუშაობენ და ხშირად ხდებიან უბედური შემთხვევის ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი. ARM – Fairtrade International-თან და Responsible Jewellery Council-თან ერთად – იმ სამ უმსხვილეს ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც ლეგალური, სოციალური და გარემოსდაცვითი სტანდარტების შესაბამისად მოპოვებულ ოქროზე გასცემს სერტიფიკატებს და იმ საიუველირო კომპანიებთან თანამშრომლობს, რომლებიც მხოლოდ კანონიერად მოპოვებული ოქროთი ამზადებენ სამკაულს. სერტიფიცირებული ოქრო საბაზრო ფასზე ძვირი ღირს. ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ამ დამატებითი მოგებით ოქროს მომპოვებლები შახტების გაუმჯობესებას ან ადგილობრივი მოსახლეობის საკეთილდღეოდ განხორციელებულ პროექტებს აფინანსებენ. 2015 წლიდან მშვიდობის დარგში გაცემული ნობელის პრემია ARM-ის მიერ სერტიფიცირებული ოქროთი მზადდება. ციურიხის კანტონური ბანკი კი Fairtrade International-ის მიერ სერტიფიცირებულ ოქროს ზოდებს ყიდის. მიწოდების ჯაჭვის გამჭვირვალობა შრომატევადი საქმეა და რადგან მყიდველების უმეტესობას არ სურს კეთილსინდისიერად მოპოვებულ და ეკოლოგიურად სუფთა ოქროში ზედმეტი ფულის გადახდა, ეს ბაზარი ოქროს მთლიანი ბაზრის მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენს. პერუში ახლა 18 სერტიფიცირებული შახტია. კონტრაქტების და კაჩორეოს რთული სისტემის გამო, მსოფლიოს უმაღლესი დასახლების მიწისქვეშა შახტების სრული სერტიფიცირება განსაკუთრებით რთული საქმეა. “რთულია, მაგრამ შეუძლებელი არ არის, – ამბობს პაჩასი, – ყველაფერი მეშახტეების სურვილსა და ნდობაზეა დამოკიდებული“. ბარბარა ფრეიზერი ძირითადად გარემოს დაცვის, ჯანდაცვისა და მკვიდრი ტომების საკითხებზე წერს. ჟურნალისტი ჰილდეგარდ ვილერი საკუთარ სტატიებში სოციალურ და გარემოს დაცვის საკითხებს ეხება. ორივე პერუს დედაქალაქ ლიმაში ცხოვრობს. The post ოქროს ციებ-ცხელება ლა-რინკონადაში appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.
  13. მიგელ ვარგასს კარგად ახსოვს მომენტი, როდესაც პირველად გაიაზრა, რამოდენა ძალა აქვს ჩრდილს. მაშინ სკოლაში სწავლობდა და ჰანტინგტონ-პარკში – ლოს-ანჯელესის სამხრეთში მდებარე, ლიანდაგებითა და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზებით დასერილ პატარა ქალაქში – ბუჩქნარით დაფარულ საფეხბურთო მოედანზე წინ და უკან დარბოდა. თაკარა მზეში იმდენი ირბინა, რომ დაისიცხა. თვალზე ბინდი გადაეკრა. გული აუჩქარდა. გაშტერებული იქვე, მოედანზე აღმართული წითელი ფიჭვისკენ – ყველაზე დიდი და ახლომახლოს ფაქტობრივად ერთადერთი ხისკენ – წალასლასდა. ჩრდილს თავი რომ შეაფარა, თავბრუსხვევამ გაუარა. გულისცემა დაურეგულირდა. ღრმა, გრილი ჩრდილის წყალობით გამოცოცხლდა და თავის თავს დაემსგავსა. The National Geographic Society-მ, რომელიც ჩვენი სამყაროს საოცრებათა გაშუქებასა და დაცვაზე ზრუნავს, დააფინანსა მკვლევარ ელიოტ როსის ფოტოგადაღება ალასკის მკვიდრ ხალხთა გამძლეობაზე კლიმატის ცვლილების მიმართ. ილუსტრაცია: ჯო მაკკენდრი მოგვიანებით, როდესაც ხეების დამრგველად დაიწყო მუშაობა, შეიტყო, რომ ლოს-ანჯელესის ოლქის სხვა დასახლებებში, მით უმეტეს მდიდრულ, ძირითადად თეთრკანიანთა უბნებში, ეს მარტივი ბედნიერება ძალიან ხშირია. ამის საპირისპიროდ, მეტწილად ფერადკანიანი ადამიანებით დასახლებულ უბნებში, როგორიცაა ჰანტინგტონ-პარკი – 97%-ით ლათინოამერიკული დასახლება – ჩრდილი უფრო და უფრო იშვიათია. ლოს-ანჯელესი არ არის ფინიქსი ან დალასი. აქ ზომიერი კლიმატია, თუმცა მომაკვდინებელი სიცხეც გვხვდება და, აშშ-ის სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, შეიძლება წელიწადის ნებისმიერ დროს დაატყდეს თავს. პრობლემას კლიმატის ცვლილებაც აუარესებს. ლოს-ანჯელესის ქალაქმგეგმარებელ კრისტოფერ ჰოთორნის თქმით, უკვე ისედაც დროა, „გამოვრთოთ მზე“. მისი აზრით, ქალაქმა აუცილებლად უნდა დაამატოს გამაგრილებელი საჩრდილობელი, რომელმაც, შესაძლოა, ადამიანის სიცოცხლეც კი გადაარჩინოს. თანამედროვე ლოს-ანჯელესი მზეზე აშენებული ქალაქია და არა – ჩრდილში. 1800-იანი წლების დასასრულს და 1900-იანი წლების დასაწყისში სამხრეთ კალიფორნიის ქომაგები აღმოსავლეთიდან ხალხს „თითქმის მუდმივი მზის შუქის“ დანაპირებით იზიდავდნენ. ლოს-ანჯელესის განუმეორებელი სინათლის ხიბლი არც გამქრალა – ის ჰოლივუდის ფილმებშიც ჩანდა. ლოს-ანჯელესის ურბანული დაგეგმარების პრიორიტეტი მზეა. ქალაქის კოდექსი ხშირად იმასაც განსაზღვრავს, სად ან დღის რამოდენა მონაკვეთში შეუძლია შენობას ჩრდილის შექმნა, რათა ეზოებს, პარკებსა და ბაღებს ზედმეტი ჩრდილი არ მიადგეთ. არქიტექტორები შენობებსა და კომპლექსებს ისე აგებდნენ, რომ მათში მაქსიმალურად შესულიყო მზე. 1970-იანი წლების ენერგოკრიზისის შემდეგ ქალაქს კიდევ ერთი მიზეზი ჰქონდა იმის უზრუნველსაყოფად, რომ მზეს ყველგან შეეღწია: დღეს ლოს-ანჯელესს მზის ენერგიის უფრო დიდი წარმადობა აქვს, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქალაქს აშშ-ში. ლოს-ანჯელესის გეგმარება, რომელიც პრიორიტეტს მანქანებს ანიჭებს, ისეთია, რომ გეგონება, ქალაქი კონდიციონერიანი მანქანიდან უნდა ათვალიერო. ფეხით მოსიარულეები ჩრდილის გარეშე ხშირად მზეში იხრუკებიან. მაგრამ კლიმატის ცვლილების ხანაში ლოს-ანჯელესის მზეს უარყოფითი მხარეებიც აქვს. თუ ნახშირბადის ემისიების შესაჩერებლად საერთაშორისო ძალების მობილიზაცია არ მოხდება, საუკუნის შუა ხანებში ლოს-ანჯელესში, სავარაუდოდ, 35 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა იქნება წელიწადში 22 დღის განმავლობაში, რაც დღევანდელ რიცხვზე სამჯერ უფრო მაღალია. ლოს-ანჯელესში სიცხე უკვე ზრდის სიკვდილის ალბათობას – ეს იმ შემთხვევებსაც ეხება, რომლებშიც ცალსახად არ ჩანს, რომ სიკვდილი დასიცხვამ გამოიწვია. მოკლე სითბური ტალღის დროს ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობა 8%-ით მაღლა იწევს. ოთხი-ხუთი დღის შემდეგ რიცხვი 25%-საც აღწევს, უფროს შავკანიან და ლათინოამერიკულ მოსახლეობაში კი – 48%-ს. როდესაც ცხელა, მზეში დგომისას ბევრად უფრო დაგცხებათ, ვიდრე ჩრდილში, ჰაერის ტემპერატურა იგივეც რომ იყოს. აღნიშნული ტემპერატურა მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მოძრაობენ ჰაერის მოლეკულები და გათბობენ, როდესაც გეჯახებიან, მაგრამ თქვენს სხეულს ხომ მზის სხივებიც ახურებს. თაკარა მზეში შეიძლება 11 გრადუსით უფრო მაღალი ტემპერატურა იგრძნოთ, ვიდრე მახლობელ ჩრდილში. იგივე ეხება შენობებს, ტროტუარებსა და სხვა დიდ ობიექტებს: მზის პირდაპირი დასხივება კიდევ უფრო მეტ ენერგიასა და, შესაბამისად, სითბოს გადასცემს. ასფალტი სითბოს განსაკუთრებით კარგად შთანთქავს. ბეტონის მსგავსად, ამ შთანთქმულ სითბოს ისიც საათობით უშვებს ჰაერში – მზის ჩასვლის შემდეგაც კი, რაც „ურბანული სითბოს კუნძულის“ ეფექტს უწყობს ხელს. ამის საპირისპიროდ, სტრატეგიულად დარგულ ხეს მზეში აღმართული შენობის ტემპერატურის 10 გრადუსით შემცირება შეუძლია. ჩრდილი ყველაფერს აგრილებს, რასაც ეს დასიცხული ქალაქიც ამჩნევს. როდესაც ესპანელი კოლონიზატორები ლოს-ანჯელესის აუზს მიადგნენ, მათ ტონგვას ხალხისა და სხვა აბორიგენების მიერ გულმოდგინედ მოვლილი ლანდშაფტი დახვდათ, მდიდარი, მრავალფეროვანი ეკოლოგიური მოზაიკა ულევი ჩრდილით. მდინარეებსა და მაღლობებს, რომლებიც დღეს ლოს-ანჯელესის აღმოსავლეთ ნაწილს იკავებს, ტყეები ჩაუყვებოდა და აქაურებს ჩრდილით ანებივრებდა. ესპანელებმა ტყეები გაჩეხეს. ჩრდილს, ხეების მაგივრად, შენობებით ქმნიდნენ: ქუჩები ისე განალაგეს, რომ ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მიმავალ ღერძთან დაახლოებით 45-გრადუსიანი კუთხე შეექმნათ, რათა წლის განმავლობაში რაც შეიძლება მეტი მზე და ჩრდილი ჰქონოდათ. რელიგიური მისიების შენობებისა და რეზიდენციების გარეთა კედლებს გრძელი, თაღოვანი ლოჯიები მიუყვებოდა. ლოს-ანჯელესში ჩრდილი ძირითადად იქაა, სადაც ადამიანებს ხეების მოვლის ფინანსური საშუალება აქვთ. დაბალშემოსავლიან, უმცირესობებით დასახლებულ ზონებში საჯარო ინვესტიციების ნაკლებობა ხეების ნაკლებობას ნიშნავს. აღმოსავლეთ აშშ-დან ჩამოსულებმა XIX საუკუნეში ჩრდილის ლანდშაფტი კიდევ ერთხელ შეცვალეს და ახალი მარცვლეული და ციტრუსის პლანტაციები გააშენეს. ბოლოს, XX საუკუნეში, ლოს-ანჯელესის აუზის გარედან მოზიდული წყლით მათ „ურბანული ტყე“ შექმნეს, როგორც გვიამბობს ტრევის ლონგკორი, გარემოს შემსწავლელი მეცნიერი ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტში. განსაკუთრებით II მსოფლიო ომის შემდეგ, კოხტა, ერთოჯახიანი სახლი, გასასვლელში მანქანითა და ეზოში – ლამაზი ხით – ამერიკული ოცნების განსხეულება გახდა და ის ლოს-ანჯელესის მზარდმა მოსახლეობამაც აიტაცა. 1920-იანი წლებიდან 2000-იანი წლების დასაწყისამდე თითო ჰექტარზე ხეების რაოდენობა 150%-ით გაიზარდა, 2000-იანი წლების დასაწყისისთვის კი ქალაქს 10 მილიონზე მეტი ხე ფარავდა. მაგრამ ურბანულ ტყეებს ფული სჭირდება, ფული კი თანაბრად არაა განაწილებული. ლოს-ანჯელესის ჩრდილის უმეტესობა კერძო მიწას ეცემოდა ისეთ ადგილებში, როგორებიცაა ლოს-ფელისი, ჰოლივუდი ან ბრენტვუდი – დასახლებები, რომლებშიც ადამიანებს ხეებისა და მათი ხშირად ძვირადღირებული მოვლის საშუალება ჰქონდათ. დღეს ქალაქის ხეების თითქმის 20% ზუსტად ხუთ რაიონშია კონცენტრირებული, იქ, სადაც მოსახლეობის მხოლოდ 1% ცხოვრობს. ამის საპირისპიროდ, უფრო ღარიბი, ფერადკანიანებით დასახლებულ უბნებში ხეები ასე არ აღმოცენებულა. XX საუკუნის პირველ ნახევარში ე.წ. „რედლაინინგის“ გამო ფერადკანიან ადამიანებს იპოთეკური სესხის აღებისა და ამერიკული ოცნების ასრულების შანსს არ აძლევდნენ, საჯარო ფონდების უდიდეს ნაწილს კი საზოგადოებრივ სიკეთეებში, მათ შორის ხეებში, აღარ აბანდებდნენ. ასეთ უბნებში დარგულ ხეებს ხშირად ტყის დეპარტამენტი (რომელსაც ფინანსები აკლდა) არც უვლიდა. ამას გარდა, სამანქანო გზების გასაყვანად ქალაქმა ხეები ქუჩებიდან და დავიწროებული ტროტუარებიდანაც გააქრო. საგრძნობი უთანასწორობაა: ქალაქის ზოგიერთ ყველაზე ღარიბ უბანში, როგორიცაა ჰანტინგტონ-პარკი, ხეები ზედაპირის 10%-ზე ნაკლებს ჩრდილავენ, მდიდრულ უბნებში კი, როგორიცაა ლოს-ფელისი, ჩრდილი თითქმის 40%-ს აღწევს. ეს საზოგადოების ჯანმრთელობაზე პირდაპირ ახდენს გავლენას. „რედლაინინგის“ ფარგლებში „გაწითლებულ“ უბნებში საშუალოდ 4,2 გრადუსით უფრო ცხელა, ვიდრე უმდიდრეს დასახლებებში. „გაწითლებულ უბნებში სიმწვანეს ვერ შეხვდებით“, – ამბობს ვივეკ შანდასი, ურბანული ეკოლოგი პორტლენდის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც ლოს-ანჯელესს მდიდრულ და ღარიბულ უბნებში ხეების ერთნაირი რაოდენობის დარგვაზე უწევს კონსულტაციას. გალერეის გახსნა გალერეის გახსნა გალერეის გახსნა გალერეის გახსნა გალერეის გახსნა გალერეის გახსნა გალერეის გახსნა გალერეის გახსნა გალერეის გახსნა მინაწერის გახსნა მინაწერის დახურვა ლოს-ანჯელესის მოსახლეობა, განსაკუთრებით ლათინოამერიკელთა დასახლებებში, ჩრდილის შექმნის ხელოვნებას დაეუფლა, ამბობს ქალაქგეგმარების სპეციალისტი ჯეიმს როხასი. მათ მიერ შექმნილ ნივთებს rasquachismo-ს ესთეტიკა ახასიათებს – ეს ჩიკანოთა ტერმინია და ნიშნავს არსებული ნაყარნუყარი საგნებით მხიარული, ცოცხალი და ფუნქციური ნივთის შექმნას. რეგიონის სახლებში ხშირად არ არის ცენტრალური კონდიცირების სისტემა ან კარგი ვენტილაცია, ამიტომ გარეთ კომფორტული სივრცეების შექმნა აუცილებელი ხდება. ლოს-ანჯელესის მოსახლეობა, განსაკუთრებით ლათინოამერიკელთა დასახლებებში, ჩრდილის შექმნის ხელოვნებას დაეუფლა, ამბობს ქალაქგეგმარების სპეციალისტი ჯეიმს როხასი. მათ მიერ შექმნილ ნივთებს rasquachismo-ს ესთეტიკა ახასიათებს – ეს ჩიკანოთა ტერმინია და ნიშნავს არსებული ნაყარნუყარი საგნებით მხიარული, ცოცხალი და ფუნქციური ნივთის შექმნას. რეგიონის სახლებში ხშირად არ არის ცენტრალური კონდიცირების სისტემა ან კარგი ვენტილაცია, ამიტომ გარეთ კომფორტული სივრცეების შექმნა აუცილებელი ხდება. ლოს-ანჯელესის მოსახლეობა, განსაკუთრებით ლათინოამერიკელთა დასახლებებში, ჩრდილის შექმნის ხელოვნებას დაეუფლა, ამბობს ქალაქგეგმარების სპეციალისტი ჯეიმს როხასი. მათ მიერ შექმნილ ნივთებს rasquachismo-ს ესთეტიკა ახასიათებს – ეს ჩიკანოთა ტერმინია და ნიშნავს არსებული ნაყარნუყარი საგნებით მხიარული, ცოცხალი და ფუნქციური ნივთის შექმნას. რეგიონის სახლებში ხშირად არ არის ცენტრალური კონდიცირების სისტემა ან კარგი ვენტილაცია, ამიტომ გარეთ კომფორტული სივრცეების შექმნა აუცილებელი ხდება. ლოს-ანჯელესის მოსახლეობა, განსაკუთრებით ლათინოამერიკელთა დასახლებებში, ჩრდილის შექმნის ხელოვნებას დაეუფლა, ამბობს ქალაქგეგმარების სპეციალისტი ჯეიმს როხასი. მათ მიერ შექმნილ ნივთებს rasquachismo-ს ესთეტიკა ახასიათებს – ეს ჩიკანოთა ტერმინია და ნიშნავს არსებული ნაყარნუყარი საგნებით მხიარული, ცოცხალი და ფუნქციური ნივთის შექმნას. რეგიონის სახლებში ხშირად არ არის ცენტრალური კონდიცირების სისტემა ან კარგი ვენტილაცია, ამიტომ გარეთ კომფორტული სივრცეების შექმნა აუცილებელი ხდება. ლოს-ანჯელესის მოსახლეობა, განსაკუთრებით ლათინოამერიკელთა დასახლებებში, ჩრდილის შექმნის ხელოვნებას დაეუფლა, ამბობს ქალაქგეგმარების სპეციალისტი ჯეიმს როხასი. მათ მიერ შექმნილ ნივთებს rasquachismo-ს ესთეტიკა ახასიათებს – ეს ჩიკანოთა ტერმინია და ნიშნავს არსებული ნაყარნუყარი საგნებით მხიარული, ცოცხალი და ფუნქციური ნივთის შექმნას. რეგიონის სახლებში ხშირად არ არის ცენტრალური კონდიცირების სისტემა ან კარგი ვენტილაცია, ამიტომ გარეთ კომფორტული სივრცეების შექმნა აუცილებელი ხდება. ლოს-ანჯელესის მოსახლეობა, განსაკუთრებით ლათინოამერიკელთა დასახლებებში, ჩრდილის შექმნის ხელოვნებას დაეუფლა, ამბობს ქალაქგეგმარების სპეციალისტი ჯეიმს როხასი. მათ მიერ შექმნილ ნივთებს rasquachismo-ს ესთეტიკა ახასიათებს – ეს ჩიკანოთა ტერმინია და ნიშნავს არსებული ნაყარნუყარი საგნებით მხიარული, ცოცხალი და ფუნქციური ნივთის შექმნას. რეგიონის სახლებში ხშირად არ არის ცენტრალური კონდიცირების სისტემა ან კარგი ვენტილაცია, ამიტომ გარეთ კომფორტული სივრცეების შექმნა აუცილებელი ხდება. ლოს-ანჯელესის მოსახლეობა, განსაკუთრებით ლათინოამერიკელთა დასახლებებში, ჩრდილის შექმნის ხელოვნებას დაეუფლა, ამბობს ქალაქგეგმარების სპეციალისტი ჯეიმს როხასი. მათ მიერ შექმნილ ნივთებს rasquachismo-ს ესთეტიკა ახასიათებს – ეს ჩიკანოთა ტერმინია და ნიშნავს არსებული ნაყარნუყარი საგნებით მხიარული, ცოცხალი და ფუნქციური ნივთის შექმნას. რეგიონის სახლებში ხშირად არ არის ცენტრალური კონდიცირების სისტემა ან კარგი ვენტილაცია, ამიტომ გარეთ კომფორტული სივრცეების შექმნა აუცილებელი ხდება. ლოს-ანჯელესის მოსახლეობა, განსაკუთრებით ლათინოამერიკელთა დასახლებებში, ჩრდილის შექმნის ხელოვნებას დაეუფლა, ამბობს ქალაქგეგმარების სპეციალისტი ჯეიმს როხასი. მათ მიერ შექმნილ ნივთებს rasquachismo-ს ესთეტიკა ახასიათებს – ეს ჩიკანოთა ტერმინია და ნიშნავს არსებული ნაყარნუყარი საგნებით მხიარული, ცოცხალი და ფუნქციური ნივთის შექმნას. რეგიონის სახლებში ხშირად არ არის ცენტრალური კონდიცირების სისტემა ან კარგი ვენტილაცია, ამიტომ გარეთ კომფორტული სივრცეების შექმნა აუცილებელი ხდება. ლოს-ანჯელესის მოსახლეობა, განსაკუთრებით ლათინოამერიკელთა დასახლებებში, ჩრდილის შექმნის ხელოვნებას დაეუფლა, ამბობს ქალაქგეგმარების სპეციალისტი ჯეიმს როხასი. მათ მიერ შექმნილ ნივთებს rasquachismo-ს ესთეტიკა ახასიათებს – ეს ჩიკანოთა ტერმინია და ნიშნავს არსებული ნაყარნუყარი საგნებით მხიარული, ცოცხალი და ფუნქციური ნივთის შექმნას. რეგიონის სახლებში ხშირად არ არის ცენტრალური კონდიცირების სისტემა ან კარგი ვენტილაცია, ამიტომ გარეთ კომფორტული სივრცეების შექმნა აუცილებელი ხდება. გააზიარეთ ფოტო მინაწერის გახსნა მინაწერის დახურვა ლოს-ანჯელესის მოსახლეობა, განსაკუთრებით ლათინოამერიკელთა დასახლებებში, ჩრდილის შექმნის ხელოვნებას დაეუფლა, ამბობს ქალაქგეგმარების სპეციალისტი ჯეიმს როხასი. მათ მიერ შექმნილ ნივთებს rasquachismo-ს ესთეტიკა ახასიათებს – ეს ჩიკანოთა ტერმინია და ნიშნავს არსებული ნაყარნუყარი საგნებით მხიარული, ცოცხალი და ფუნქციური ნივთის შექმნას. რეგიონის სახლებში ხშირად არ არის ცენტრალური კონდიცირების სისტემა ან კარგი ვენტილაცია, ამიტომ გარეთ კომფორტული სივრცეების შექმნა აუცილებელი ხდება. ლოს-ანჯელესის მოსახლეობა, განსაკუთრებით ლათინოამერიკელთა დასახლებებში, ჩრდილის შექმნის ხელოვნებას დაეუფლა, ამბობს ქალაქგეგმარების სპეციალისტი ჯეიმს როხასი. მათ მიერ შექმნილ ნივთებს rasquachismo-ს ესთეტიკა ახასიათებს – ეს ჩიკანოთა ტერმინია და ნიშნავს არსებული ნაყარნუყარი საგნებით მხიარული, ცოცხალი და ფუნქციური ნივთის შექმნას. რეგიონის სახლებში ხშირად არ არის ცენტრალური კონდიცირების სისტემა ან კარგი ვენტილაცია, ამიტომ გარეთ კომფორტული სივრცეების შექმნა აუცილებელი ხდება. ლოს-ანჯელესის მოსახლეობა, განსაკუთრებით ლათინოამერიკელთა დასახლებებში, ჩრდილის შექმნის ხელოვნებას დაეუფლა, ამბობს ქალაქგეგმარების სპეციალისტი ჯეიმს როხასი. მათ მიერ შექმნილ ნივთებს rasquachismo-ს ესთეტიკა ახასიათებს – ეს ჩიკანოთა ტერმინია და ნიშნავს არსებული ნაყარნუყარი საგნებით მხიარული, ცოცხალი და ფუნქციური ნივთის შექმნას. რეგიონის სახლებში ხშირად არ არის ცენტრალური კონდიცირების სისტემა ან კარგი ვენტილაცია, ამიტომ გარეთ კომფორტული სივრცეების შექმნა აუცილებელი ხდება. ლოს-ანჯელესის მოსახლეობა, განსაკუთრებით ლათინოამერიკელთა დასახლებებში, ჩრდილის შექმნის ხელოვნებას დაეუფლა, ამბობს ქალაქგეგმარების სპეციალისტი ჯეიმს როხასი. მათ მიერ შექმნილ ნივთებს rasquachismo-ს ესთეტიკა ახასიათებს – ეს ჩიკანოთა ტერმინია და ნიშნავს არსებული ნაყარნუყარი საგნებით მხიარული, ცოცხალი და ფუნქციური ნივთის შექმნას. რეგიონის სახლებში ხშირად არ არის ცენტრალური კონდიცირების სისტემა ან კარგი ვენტილაცია, ამიტომ გარეთ კომფორტული სივრცეების შექმნა აუცილებელი ხდება. ლოს-ანჯელესის მოსახლეობა, განსაკუთრებით ლათინოამერიკელთა დასახლებებში, ჩრდილის შექმნის ხელოვნებას დაეუფლა, ამბობს ქალაქგეგმარების სპეციალისტი ჯეიმს როხასი. მათ მიერ შექმნილ ნივთებს rasquachismo-ს ესთეტიკა ახასიათებს – ეს ჩიკანოთა ტერმინია და ნიშნავს არსებული ნაყარნუყარი საგნებით მხიარული, ცოცხალი და ფუნქციური ნივთის შექმნას. რეგიონის სახლებში ხშირად არ არის ცენტრალური კონდიცირების სისტემა ან კარგი ვენტილაცია, ამიტომ გარეთ კომფორტული სივრცეების შექმნა აუცილებელი ხდება. ლოს-ანჯელესის მოსახლეობა, განსაკუთრებით ლათინოამერიკელთა დასახლებებში, ჩრდილის შექმნის ხელოვნებას დაეუფლა, ამბობს ქალაქგეგმარების სპეციალისტი ჯეიმს როხასი. მათ მიერ შექმნილ ნივთებს rasquachismo-ს ესთეტიკა ახასიათებს – ეს ჩიკანოთა ტერმინია და ნიშნავს არსებული ნაყარნუყარი საგნებით მხიარული, ცოცხალი და ფუნქციური ნივთის შექმნას. რეგიონის სახლებში ხშირად არ არის ცენტრალური კონდიცირების სისტემა ან კარგი ვენტილაცია, ამიტომ გარეთ კომფორტული სივრცეების შექმნა აუცილებელი ხდება. ლოს-ანჯელესის მოსახლეობა, განსაკუთრებით ლათინოამერიკელთა დასახლებებში, ჩრდილის შექმნის ხელოვნებას დაეუფლა, ამბობს ქალაქგეგმარების სპეციალისტი ჯეიმს როხასი. მათ მიერ შექმნილ ნივთებს rasquachismo-ს ესთეტიკა ახასიათებს – ეს ჩიკანოთა ტერმინია და ნიშნავს არსებული ნაყარნუყარი საგნებით მხიარული, ცოცხალი და ფუნქციური ნივთის შექმნას. რეგიონის სახლებში ხშირად არ არის ცენტრალური კონდიცირების სისტემა ან კარგი ვენტილაცია, ამიტომ გარეთ კომფორტული სივრცეების შექმნა აუცილებელი ხდება. ლოს-ანჯელესის მოსახლეობა, განსაკუთრებით ლათინოამერიკელთა დასახლებებში, ჩრდილის შექმნის ხელოვნებას დაეუფლა, ამბობს ქალაქგეგმარების სპეციალისტი ჯეიმს როხასი. მათ მიერ შექმნილ ნივთებს rasquachismo-ს ესთეტიკა ახასიათებს – ეს ჩიკანოთა ტერმინია და ნიშნავს არსებული ნაყარნუყარი საგნებით მხიარული, ცოცხალი და ფუნქციური ნივთის შექმნას. რეგიონის სახლებში ხშირად არ არის ცენტრალური კონდიცირების სისტემა ან კარგი ვენტილაცია, ამიტომ გარეთ კომფორტული სივრცეების შექმნა აუცილებელი ხდება. ლოს-ანჯელესის მოსახლეობა, განსაკუთრებით ლათინოამერიკელთა დასახლებებში, ჩრდილის შექმნის ხელოვნებას დაეუფლა, ამბობს ქალაქგეგმარების სპეციალისტი ჯეიმს როხასი. მათ მიერ შექმნილ ნივთებს rasquachismo-ს ესთეტიკა ახასიათებს – ეს ჩიკანოთა ტერმინია და ნიშნავს არსებული ნაყარნუყარი საგნებით მხიარული, ცოცხალი და ფუნქციური ნივთის შექმნას. რეგიონის სახლებში ხშირად არ არის ცენტრალური კონდიცირების სისტემა ან კარგი ვენტილაცია, ამიტომ გარეთ კომფორტული სივრცეების შექმნა აუცილებელი ხდება. ლოს-ფელისის ვერმონტის ხეივანის რამდენიმე მონაკვეთში ათეულობით წლის ფიკუსების ფესვები ორნახევარი მეტრის სიგანის მიწას ფარავს წყნარი, გაყოფილი გზის ორივე მხარეს. ხშირი ტოტები 12 მეტრის სიგანის სამანქანო გზის თავზე ერთმანეთში იხლართება. ქვემოთ, ბალახზე, იდუმალი, ცივი შუქი კიაფობს, ხოლო იმავე ქუჩაზე 11 კილომეტრით სამხრეთით, სამხრეთ ცენტრალურ ლოს-ანჯელესში, მზე დაუბრკოლებლად აცხუნებს. გასულ ზამთარში მზემ რეიჩელ ო’ლირისა და სინდი ჩენსაც დააჭირა – არაკომერციული ორგანიზაცია City Plants-ის წარმომადგენლებს, რომლებიც სამხრეთ ცენტრალურ უბანში ხეების დასარგველად ადგილს ეძებდნენ. ერთ გრძელ კვარტალში 33 საცხოვრებელი ნაკვეთით, მათ ქუჩაში მხოლოდ ცხრა ხე იპოვეს. აქედან ექვსი იმდენად მოუმწიფებელი იყო, რომ მხოლოდ პატარა ჩრდილს ქმნიდა. აქეთ ზედმიწევნით გასხლული ჟაკარანდას ჩრდილში თეთრი ძაღლი წამოგორებულიყო, იქით კი მუშები ორი სქელტანიანი ფიკუსის ხის ქვეშ ისვენებდნენ. კვარტლის დანარჩენი ნაწილი მზეს ეფიცხებოდა. ჩენმა კომპიუტერული მოდელი შექმნა, რომელიც მიწის იმ პატარა მონაკვეთებს პოულობს, სადაც ქალაქს ხეების დამატება წაადგებოდა – ეს ყველაფერი უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ამ კვარტალში (მათ შორის ქუჩაზე) საჯარო მმართველობაში არსებული 8220 კვადრატული მეტრიდან პოტენციურად ხის ჩარგვა მხოლოდ დაახლოებით 1000 კვადრატულ მეტრზე შეიძლება. ჩენის მოდელმა ამოარჩია ადგილები, სადაც ხე ვერ დაეტეოდა გზის, სახანძრო ჰიდრანტის, ხეივნების და სხვა ისეთი წინაღობების გამო, როგორიცაა ბოძები. დარჩენილი სივრცე – ერთი მეტრის სიგანის მონაკვეთები ვიწრო ტროტუარებზე – საკმარისი იყო 16 ხის ჩასარგველად. ეს საერთოდ არ არის ბევრი, დასძენს ო’ლირი, მაგრამ ახლა ამ ტერიტორიის 3%-ზე ნაკლებია დაფარული ხის საფარით. „ჯობს ცოტა ხე, ვიდრე არც ერთი“, – ამბობს იგი. ლოს-ანჯელესი 2021 წლის ბოლოსთვის კიდევ 90 000 ხის დარგვას აპირებს, 2028 წლისთვის კი ხე-ტყის საფარის 50%-ით გაზრდა იგეგმება სამხრეთ ცენტრალურის მსგავს უგულებელყოფილ უბნებში. ქალაქის სატყეო სამსახურის თანამშრომელი, რეიჩელ მალარიჩი, პირდაპირ ამბობს, რომ ეს კამპანია პანაცეა საერთოდ არ არის. ხეებს გასაზრდელად წლები (ან ათლწეულები) და ბევრი მორწყვა სჭირდება. მაგრამ, მიუხედავად ამისა, რეიჩელის თქმით, მათი სარგებელი ნამდვილად აჭარბებს ხარჯს. კრისტოფერ ჰოთორნი ჰოლისტურ მიდგომას გვთავაზობს, რომელიც ლოს-ანჯელესში ურბანული საჯარო სივრცეების პროექტირების ყველა გადაწყვეტილებაში საჩრდილობლებს გაითვალისწინებს. „მზისა და მზის შუქის მიღების ნაცვლად, – ამბობს იგი, – ისეთ პროექტებზე უნდა დავიწყოთ ფიქრი, რომლებიც მზისა და სიცხისგან დაგვიცავს“. ამ შემთხვევაში ყველაზე მასშტაბური სტრატეგია იქნებოდა, მანქანებზე მორგებული ქალაქის ორიენტაცია შეგვეცვალა და სივრცე ფეხით მოსიარულეებისა და ხეებისთვის დაგვეთმო; დაგვევიწროებინა ქუჩები და ისინი უფრო მაღალი შენობებით დაგვეჩრდილა, ვიდრე დღევანდელი კოდექსითაა გათვალისწინებული. არსებობს კანონები, რომლებიც შენობებში სითბოს უფლებას არეგულირებს; ევროპაში მზის შუქის მიღების უფლებაც კი რეგულირდება. იქნებ დროა, ჩრდილისა და სიგრილის უფლებაც დავიცვათ, ამბობს ჰოთორნი. ლადეილ ჰეისი, ლოს-ანჯელესის კამპანიის ფარგლებში, ვარდისფერ ტაბებუიას რგავს. კამპანია 2021 წლის ბოლომდე 90 000 ხის დარგვას ითვალისწინებს. ჰეისი ახალგაზრდების ჯგუფს ხელმძღვანელობს, რომელთა უმეტესობაც ხეებს თავისივე უბანში რგავს. ხეებს მრავალწლიანი მოვლა დასჭირდებათ, სანამ მათი ჩრდილი მოსახლეობას შეეშველება. ჯერჯერობით ქალაქი მხოლოდ პატარა ნაბიჯებით იწყებს სვლას. ქუჩის განათების ახლებური დიზაინის კონკურსის მონაწილეებს ორმაგი ან სამმაგი დავალება ჰქონდათ – უნდა შეექმნათ ქუჩის განათება და, თუ შეძლებდნენ – დეკორატიული ელემენტებით დატვირთული საჩრდილობელი. რიგში შემდეგია ავტობუსის გაჩერების ახალი დიზაინის შექმნა, მანამდე კი ქალაქი ეცდება, ყველაზე ცხელ ქუჩებზე, გადატვირთულ გაჩერებებზე, 750 გადახურული სადგომი დაამატოს. ნებისმიერი საჩრდილობელი მისასალმებელია, ამბობს ესმერიტა გომესი, სანამ ცენტრალურ ლოს-ანჯელესთან ახლოს, ვერმონტის ხეივანსა და ვენის-ბულვარის გადაკვეთაზე, ავტობუსს ელოდება. „აქ ადრე სამი ხე იყო, მაგრამ მოჭრეს“. ის ბოძის ვიწრო ჩრდილს ეფარება, სანამ ავტობუსი მის წინ ხმაურით გაჩერდება. ხეების მრგველი ვარგასი ამ ყველაფერს უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში უყურებს. მან იცის, რა ფასი აქვს თუნდაც ერთ წუთს ჩრდილში და რომ ის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ფეხით მოსიარულეთათვის, ყველასთვის, ვისაც არ აქვს კონდიციონერი. „ეს არაა მოკლევადიანი პროცესი. შედეგს არც წელს ვიგრძნობთ, არც მომავალ წელს და, შესაძლოა, არც 10 წელიწადში. სხვაობას შემდეგი თაობა იგრძნობს“. – ამბობს იგი. შტატიანი ავტორი ალეხანდრა ბორუნდა წერს კლიმატის ცვლილებასა და მასთან ადაპტირების მცდელობებზე. კოლორადოში მცხოვრები ფოტოგრაფი ელიოტ როსი მუშაობს ამერიკულ ყოფასა და გარდამავალ სივრცეებზე. The post ჩრდილით გამიჯნულნი appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.
  14. ადამიანის ორგანიზმს სიცხისგან გათავისუფლების ორი ძირითადი გზა გამოუმუშავდა ევოლუციურად: სისხლძარღვები იბერება, სითბო გადადის კანზე და შემდეგ იფანტება; კანი ოფლით იცვარება და აორთქლების შედეგად გრილდება. ამ ორმა მექანიზმმა თუ არ იმუშავა, დავიღუპებით. პრინციპი მარტივი ჩანს, თუმცა პროცესი მეტად კომპლექსურია. თბური დაკვრისგან დაშავებულის შინაგანი ტემპერატურა იზრდება; გაფართოებული სისხლძარღვების შესავსებად გული და ფილტვები სულ უფრო მეტი დატვირთვით მუშაობს. გარკვეულ მომენტში გული ვეღარ აუდის საქმეს. ეცემა წნევა, იწვევს თავბრუსხვევას, ბარბაცს და გაურკვეველ მეტყველებას. ეცემა ნატრიუმის დონე და იწყება კრუნჩხვა. დაბნეული, მბოდავი ადამიანი ვერც კი აცნობიერებს, რომ გადაუდებელი დახმარება სჭირდება. ნიუ-დელი, ინდოეთი დედაქალაქის საცხოვრებელი კორპუსების ფასადებს კონდიციონერები „ამშვენებს“. როგორც წესი, მაისში ტემპერატურა 40°C-ს აჭარბებს. ინდოეთის ოჯახების 10%-საც კი არ აქვს კონდიციონერი, თუმცა მასზე მოთხოვნა იზრდება. ფოტო: საუმია ხანდელვალი, NEW YORK TIMES VIA REDUX რადგან სისხლი გადახურებული კანისკენ მიედინება, ორგანოებს ის ნაკლები მიეწოდება, ეს კი არაერთ ისეთ რეაქციას იწვევს, რომელიც უჯრედებს შლის. ზოგისთვის, შეიძლება, სხეულის ტემპერატურის 40 გრადუსამდე აწევაც კი სასიკვდილო იყოს, ზოგი კი რამდენიმე საათის განმავლობაში 42 გრადუსსაც უმკლავდება. უარესი პროგნოზი, როგორც წესი, ყველაზე მცირეწლოვნებს და ხნიერებს აქვთ. ჯანმრთელი მოხუცებიც კი გამოკვეთილად არახელსაყრელ პირობებში არიან: ასაკთან ერთად, საოფლე ჯირკვლები პატარავდება და, გარდა ამისა, არაერთი ფართო მოხმარების წამალი აქვეითებს შეგრძნებებს. დაშავებულებს, ხშირად, წყურვილი იმდენად არ აწუხებთ, რომ რამე დალიონ. ოფლის გამოყოფა არც განიხილება, რადგან ორგანიზმს გამოსაყოფი სითხე აღარ აქვს. სამაგიეროდ, შეიძლება კანკალი დაიწყოს. ამ სტადიაზე, სუსტებს შეიძლება გულის შეტევა დაემართოთ, უფრო ძლიერები კი გვირაბული მხედველობის სინდრომს ან ჰალუცინაციებს განიცდიან; ასევე შეიძლება ტანსაცმელიც შემოიხიონ, რომელიც „აალებულ“ ნერვულ დაბოლოებებს ზუმფარის ქაღალდად ეჩვენება. ასეთ დროს გონების დაკარგვა შვებაა, რადგან უკვე სისხლძარღვების დაზიანება იწყება. მას შეიძლება მიჰყვეს კუნთოვანი ქსოვილის დაშლა – მათ შორის გულისაც. საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გაჟონვის შემდეგ კი ტოქსინები სისხლში აღწევს. სისხლის მიმოქცევის სისტემის უკანასკნელი გაბრძოლება სისხლის შედედების მცდელობაა, რაც სასიცოცხლო ორგანოებს – თირკმლებს, შარდის ბუშტს და გულს – კიდევ უფრო აზიანებს. სიკვდილი ახლოვდება. პარიზი, საფრანგეთი 2019 წლის რეკორდული სიცხის დროს ტროკადეროს შადრევანი ნამდვილი შვებაა. წინა, კატასტროფულმა სითბურმა ტალღამ 2003 წელს, რეფორმებს მისცა ბიძგი. შედეგმა გაამართლა: 2019 წელს მსხვერპლი 90%-ით ნაკლები იყო. ფოტო: სამუელ ბუავენი, NURPHOTO VIA GETTY IMAGES 2003 წლის ზაფხულში მაღალმა ატმოსფერულმა წნევამ დაისადგურა დასავლეთი და ცენტრალური ევროპის თავზე. ხმელთაშუაზღვის თავზე მბრუნავი გიგანტური ცხელი ჰაერის მასა ატლანტის ოკეანიდან უფრო გრილი ჰაერის შემოჭრას კვირების განმავლობაში არ აძლევდა საშუალებას. საფრანგეთში ტემპერატურა უწყვეტად იზრდებოდა და რვა დღის განმავლობაში 40°C-ს აღწევდა, რასაც ხალხი ეწირებოდა. სამედიცინო პერსონალის დიდი ნაწილი ზაფხულის შვებულებაში იყო, საავადმყოფოები კი მალევე გადაიტვირთა. როდესაც მორგები გადაივსო, მათი ფუნქცია სატვირთო და ბაზრის მაცივრებმა შეითავსა. იმ დროს სახლის კონდიციონერები ფართოდ არ იყო გავრცელებული. კარის შესამტვრევად გამოძახებულ პოლიციას „ბინებში გვამები ხვდებოდა, – იხსენებს საფრანგეთის სასწრაფო დახმარების ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტი, პატრიკ პელუ, – სრულიად შემზარავი იყო“. საფრანგეთში იმ სითბურ ტალღას გარდაცვალების 15 000 შემთხვევა მიეწერა. იტალიას კიდევ უფრო არ გაუმართლა, იქ 20 000-მდე ადამიანი დაიღუპა. მთელ კონტინენტზე 70 000-ზე მეტი ადამიანი – მეტწილად ღარიბები, იზოლაციაში მყოფები და ხანდაზმულები – გამოესალმა სიცოცხლეს. როგორც მეცნიერებმა განსაზღვრეს, ევროპაში უკანასკნელი 500 წლის უცხელესი ზაფხული, აშკარად, კლიმატის ცვლილებასთან იყო დაკავშირებული. გლობალურ დათბობასთან ასოცირებულ კლიმატურ საფრთხეებს შორის (უფრო ძლიერი და გამანადგურებელი ქარიშხლები, გვალვები, ზღვის დონის მატება, უფრო ხანგრძლივი ტყის ხანძრები) სითბური ტალღების მკვეთრი მოზღვავება ყველაზე პირდაპირ და ცხადად აღსაქმელია. გასული ექვსი წელი მთელ მსოფლიოში ისტორიულად ყველაზე თბილი იყო. ევროპაში 2003 წლის საზარელი ზაფხული უბრალო გამონაკლისი არ ყოფილა: მსგავსი რამ კიდევ ხუთჯერ დაატყდა თავს კონტინენტს, 2019 წელმა კი ევროპის ექვს ქვეყანას რეკორდულად მაღალი ტემპერატურა მოუტანა; მათ შორის იყო 46°C საფრანგეთში. პარიზი, საფრანგეთი მორიგი, 2019 წლის რეკორდული სიცხის შემდეგ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სააგენტომ ტრამვაის ბაქანზე ნამის აპარატები დააყენა საცდელად. წყლის პაწაწინა წვეთები საკმარისად აგრილებს ჰაერს და მგზავრებს. ფოტო: უილიამ დენიელსი საუკეთესო გამოსავალი გლობალური დათბობის პრობლემის გადასაჭრელად, რა თქმა უნდა, ჩვენ მიერ სათბურის აირების ემისიის უკიდურესი შემცირება იქნება. ამას თუ ვერ შევძლებთ 2100 წლისათვის, აშშ-ში სიცხით გამოწვეული სიკვდილიანობა წელიწადში 100 000-ს გადააჭარბებს. სხვაგან საფრთხე გაცილებით უფრო დიდია: ერთი ახალი კვლევის თანახმად, მაგალითად, ინდოეთში სიკვდილიანობის მაჩვენებელმა შეიძლება 1,5 მილიონს მიაღწიოს. ემისიები რომ შევზღუდოთ კიდევაც, პლანეტა მაინც ათწლეულების განმავლობაში განაგრძობს დათბობას. ტალღა უკვე აგორებულია და ის ძირფესვიანად შეცვლის პლანეტის უდიდესი ნაწილის ცხოვრების წესს. უკიდურესი სიცხე, თუნდაც არა ლეტალური, მეტად მავნეა. მკვლევრები მომატებულ ტემპერატურას უკავშირებენ ნაადრევი მშობიარობის, მკვდრადშობილი და წონანაკლული ბავშვების გაჩენის გახშირებულ შემთხვევებს. ის ასევე მოქმედებს განწყობაზე, ქცევასა და მენტალურ ჯანმრთელობაზე. უფრო ცხელი ამინდი, ნებისმიერი შემოსავლის მქონე ადამიანს ძალადობისკენ ხრის; ბავშვებში აქვეითებს აკადემიური მოსწრების ქულებს და პროდუქტიულობას. საერთაშორისო შრომითი ორგანიზაციის პროგნოზით, 2030 წლისთვის სიცხე საერთო სამუშაო საათებს 2,2%-ით შეამცირებს, რაც 80 მილიონი სრულგანაკვეთიანი სამუშაო ადგილის დაკარგვის ეკვივალენტია (მეტწილად დაბალ და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში). მდიდარ ქვეყნებშიც კი დაზარალდებიან გარეთ დასაქმებული, დაბალანაზღაურებადი მუშაკები (მაგალითად, მშენებლები და მიწათმოქმედები). ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევრების თანახმად, 2050 წლისთვის, გაზრდილი ტემპერატურისა და ტენიანობის გამო, ამერიკის სამხრეთ-აღმოსავლეთში „სამიწათმოქმედო სამუშაოების დღევანდელი სტანდარტი უსაფრთხო აღარ იქნება“. 50 წელიწადში მსოფლიო მოსახლეობის მესამედი შეიძლება საჰარის მსგავს პირობებში ცხოვრობდეს, სადაც ზაფხულის საშუალო მაღალი ტემპერატურა 40˚C-ს აღწევს. ადამიანი, თავისი მცენარეული კულტურებით და შინაური ცხოველებით, უკანასკნელი 10 000 წლის ევოლუციის განმავლობაში, საკმაოდ ვიწრო კლიმატურ ნიშაში განვითარდა, საშუალო წლიური ტემპერატურით 12,8°C. ჩვენი ორგანიზმი უფრო მაღალ ტემპერატურასთან მარტივად ადაპტირდება, თუმცა სითბოსა და ტენიანობის ამტანობას მაინც აქვს საზღვარი. ყველაზე ჯანსაღი და სიცხესთან აკლიმატიზებული ადამიანის ორგანიზმიც ვერ გაუძლებს რამდენიმე საათი „სველი თერმომეტრის“ (ტემპერატურისა და ტენიანობის საერთო საზომი, რომელიც აორთქლების გამაგრილებელ ზემოქმედებასაც ითვალისწინებს) 35-გრადუსიან ჩვენებას. ამ დროს ჰაერი იმდენად ცხელი და ტენიანია, რომ ადამიანის ოფლს ვეღარ შეიწოვს. ასეთ პირობებში დიდი დროის გატარება ფატალური შეიძლება გახდეს. კლიმატური მოდელირების პროგნოზით, სამხრეთ აზიასა და ახლო და შუა აღმოსავლეთის ნაწილებში, საშუალოდ 50 წელიწადში, ასეთი სიცხე რეგულარულად გადააჭარბებს კრიტიკულ ზღვარს. Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნებული 2020 წლის კვლევის თანახმად, მსოფლიო მოსახლეობის მესამედი დღევანდელი საჰარის მსგავს პირობებში იცხოვრებს, სადაც ზაფხულის საშუალო მაღალი ტემპერატურა 40°C აღწევს. მილიარდობით ადამიანი აღმოჩნდება არჩევანის წინაშე: შედარებით გრილ კლიმატში მიგრირება ან დარჩენა და ადაპტირება. კონდიცირებულ შენობებში თავის შეფარება ერთ-ერთი, თითქოს, აშკარა გამოსავალია, თუმცა კონდიცირება, დღევანდელი ფორმით, თავად უწყობს ხელს პლანეტის დათბობას და, გარდა ამისა, ხელმიუწვდომელია მათთვის, ვისაც ის ყველაზე მეტად სჭირდება. უკიდურესი სიცხის პრობლემა სასიკვდილოდაა გადაჯაჭვული უფრო მასშტაბურ სოციალურ პრობლემებთან, როგორებიცაა საცხოვრებლის, წყლისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა. შეიძლება ითქვას, რომ ეს მართლაც ჯოჯოხეთური პრობლემაა. მექა, საუდის არაბეთი COVID-19-ის შეზღუდვებმა 2020 წლის ივლისში მასჯიდ-ალ-ჰარამში მლოცველთა ნაკადი შეამცირა. ჩვეულებრივ, ჰაჯის ხუთდღიანი რიტუალი იზიდავს მილიონობით პილიგრიმს, მათ შორის მრავალ ხანდაზმულს; დასიცხვის რისკი სულ უფრო გაიზრდება, როდესაც ჰაჯი ზაფხულს დაემთხვევა. ფოტო: Xinhua/eyevine/Redux ფინიქსი (არიზონა) აშშ-ის ყველაზე ცხელი ქალაქია, სადაც ტემპერატურა 37,8°C ან მეტია წელიწადში სულ ცოტა 110 დღის განმავლობაში. შესაბამისად, სიცხესთან დაკავშირებული სიკვდილის ყველაზე მეტი შემთხვევა აქ ფიქსირდება. 2020 წელს მარიკოპის ოლქის სამედიცინო ექსპერტიზის ბიურომ, რომელსაც კანონი ავალდებულებს, ნებისმიერი არაბუნებრივი მიზეზით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევები გამოიკვლიოს, მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებული 207 შემთხვევა გამოავლინა. ბიუროს მთავარი გამომძიებელი, მელანი რაუსი ამბობს, რომ შესაძლო დასიცხვით გამოწვეული სიკვდილის ცნობის მიღებისთანავე მისი პერსონალი, პირველყოვლისა, გამოკითხვას უტარებს მათ, ვისაც ბოლოს ჰქონდა ურთიერთობა გარდაცვლილთან. აინტერესებთ, ხომ არ ოფლიანობდა, თავის ტკივილი ან გულისრევა ხომ არ აწუხებდა, ეზოში მუშაობდა თუ არა; ალკოჰოლს ან ნარკოტიკებს ხომ არ იღებდა, რასაც თერმორეგულაციისთვის ხელის შეშლა შეუძლია. გარდაცვალების ადგილზე მისული გამომძიებლები გვამის და ოთახის ტემპერატურას ზომავენ (მათ მიერ დაფიქსირებული ოთახის მაქსიმალური ტემპერატურაა 62,8°C 2017 წელს). ქიმიური ანალიზისთვის მსხვერპლის თვალიდან იღებენ მინისებრ სხეულს (გამჭვირვალე ლაბოვანი ნივთიერება). მაღალ ტემპერატურაზე უჯრედები მალე იშლება, თვალის კაკალი კი დაცული სივრცეა, როგორც რაუსი გვიხსნის. ანალიზით დადგინდება, გაუწყლოებული იყო თუ არა გარდაცვლილი, სისხლში შაქრის შემცველობა ჰქონდა თუ არა მაღალი ან თირკმლის ფუნქცია ხომ არ იყო დაქვეითებული – ეს ყველაფერი სიცხის წინაშე დაუცველობას ზრდის. აბუ-დაბი, არაბთა გაერთიანებული საამიროები აბუ-დაბის ლუვრი ახლოაღმოსავლური მუშარაბით შთაგონებული გისოსებიანი გუმბათითაა გადახურული. სპარსეთის ყურიდან აორთქლებული წყალი ჰაერს აგრილებს, ქვის იატაკი და კედლები კი ღამის სიცივეს ინარჩუნებს. ფოტო: მატიე პალე მარიკოპის ოლქში სიცხესთან დაკავშირებული სიკვდილის შემთხვევების ნახევარზე ოდნავ მეტი ღია ცის ქვეშ ფიქსირდება, მეტწილად უსახლკაროთა შორის, დახურულ სივრცეში გარდაცვლილების უმეტესობა კი მობილურ სახლებში ცხოვრობდა, სადაც, ცუდი თერმოიზოლაციის გამო, რთულია სივრცის გაგრილება. მდიდარ ქვეყნებშიც კი დასიცხვას არაადეკვატური საბინაო პირობები უწყობს ხელს. ხოლო ღარიბ ქვეყნებში გაცილებით უარესი ვითარებაა. როდესაც ინდოეთში ტემპერატურა 40°C-ს აჭარბებს, მთავრობა ხალხს სახლში დარჩენას და ცივი წყლის სმას ურჩევს, მაგრამ ეს რჩევა უსარგებლოა იმ ათობით მილიონი ადამიანისთვის, რომელთა სახლშიც უფრო ცხელა, ვიდრე გარეთ; ვისაც დენი არ აქვს, რომ ვენტილატორი ან სხვა გამაგრილებელი ჩართოს (ინდოეთის ოჯახების მხოლოდ 8%-ს აქვს კონდიციონერი) და მათთვის, ვინც ნურ ჯეჰანის მსგავსად უსახლკაროა. ჯეჰანს მთელი ცხოვრება სამხრეთ დელის პარკში ღია ცის ქვეშ აქვს გატარებული. 36 წლის ქალი ყოველ დილას სამსახურში – სამშენებლო ობიექტზე მიდის. მაშინაც კი მუშაობს, როდესაც თერმომეტრი 48°C-ს აჩვენებს. მილიონობით დღიური მუშის მსგავსად, თუ სამსახურს გააცდენს, თავის სამ შვილს ვერ გამოკვებავს. შინ დაბრუნებულს დასაბანი და გასაგრილებელი წყალი არ აქვს, სასმელი წყლის წყარო კი 1,5 კილომეტრშია. მისი ქმარი რიქშის მძღოლია, მაგრამ საკვებისა და წყლის უკმარისობის გამო სიცხეში ხშირად მისდის გული. ჯეჰანის და აფსანა და მისი სამი შვილი ტროტუარებზე აფენენ ფარდაგებს, რათა დასასვენებლად წამოწვნენ ან დაიძინონ კიდეც. „გამვლელი მანქანები ნიავს წარმოქმნიან“, – ამბობს აფსანა, თუმცა ხშირად, ტროტუარი ღამის ორ საათამდე არ გრილდება. ფინიქსში არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი დევიდ ჰონდულა იკვლევს უმოწყალო ურბანული სიცხის ზემოქმედებას სოციალურ და ჯანდაცვის საკითხებზე. ჩვეულებრივ, ის მონაცემებს კონდიცირებულ ოთახში უკირკიტებს, ბოლო დროს კი ქალაქის გავარვარებულ ტროტუარებზე დააბიჯებს – იმ ადგილების დატანა უნდა რუკაზე, სადაც ათობით ათასი საჩრდილობელი ხე უნდა დაირგოს. მზარდი ტემპერატურის საპასუხოდ ამ მეთოდს სულ უფრო ხშირად მიმართავენ მთელ მსოფლიოში. „სიცხის ნაკლები ზემოქმედება რისკს ამცირებს, – ამბობს ჰონდულა, – თუმცა, ჩემი აზრით, მხოლოდ ხეების დარგვას არ უნდა მივანდოთ ადამიანების დასიცხვით სიკვდილისგან დაცვა“. კითხვას, თუ რა იქნებოდა უკეთესი, უყოყმანოდ პასუხობს: “საყოველთაოდ ხელმისაწვდომი კონდიცირება”. ნიუ-იორკი, აშშ კოლუმბიის უნივერსიტეტის შენობაზე მიყუდებული პანელი ინოვაციური პოლიმერით არის მოპირკეთებული და კოსმოსში ასხივებს სითბოს; ინფრაწითელ გამოსახულებაზე ჩანს, თუ რაოდენ გრილია ის გარემომცველ ობიექტებთან შედარებით. სახურავზე ასეთი პანელების განთავსებით, შესაძლოა, კონდიცირების საჭიროება შემცირდეს. ფოტო: ჯიოტირმოი მანდალი ისტორიულად, საცხოვრებლის კონდიცირება ფუფუნებად ითვლებოდა და შენობაში `გამყინვარება“ ძალაუფლებასა და პრესტიჟზე მიანიშნებდა, თუმცა არაერთ ადგილას ეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის აუცილებლობად იქცევა სიცხესთან დაკავშირებული სიკვდილის თავიდან ასაცილებლად. სასიხარულო ამბავია, რომ კლიმატის მკვლევართა კონსორციუმის – Climate Impact Lab – თანახმად, 2099 წლისთვის ეკონომიკური განვითარება ხელს შეუწყობს როგორც კონდიცირების, ისე ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას და წელიწადში მილიონობით სიცოცხლეს გადაარჩენს. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს პროგნოზით, ოთახის კონდიციონერების რაოდენობა მიმდინარე საუკუნის შუაში 5,6 მილიარდს მიაღწევს, დღევანდელი მონაცემით 1,6 მილიარდიდან. სამწუხარო ამბავი კი ისაა, რომ ჰაერის კონდიცირების თანამედროვე ტექნოლოგია ძალიან დიდ ფასს უწესებს პლანეტას. სისტემათა უმეტესობა ასე მუშაობს: თხევადი მაცივებელი აგენტი ამაორთქლებლის გავლით გამოიფრქვევა შენობის შიგნით დამონტაჟებული კონდიციონერის ნაწილიდან; სითხის აირად გარდაქმნისას აღნიშნული ამაორთქლებელი ჰაერიდან იწოვს სითბოს და სინოტივეს. შენობის გარეთ არსებული კომპრესორი, კონდენსატორი და ვენტილატორი აირს კვლავ სითხედ გარდაქმნის და გამოყოფს სითბოს და კონდენსირებულ წყალს. ამ მოხერხებულ, ასწლოვან მექანიზმს სამი პრობლემა აქვს. პირველი: ჩვეულებრივ, მაცივებელ აგენტებად გამოყენებული ჰიდრო-ფთორ-ნახშირბადები თავად სათბურის აირებს წარმოადგენენ და მათი გარემოში გაჟონვისას (არასათანადოდ უტილიზაციის შემთხვევაში), შეუძლიათ ნახშირორჟანგზე ათასჯერ მეტად შეუწყონ ხელი გლობალურ დათბობას. მეორე: ჩვეულებრივი კონდიციონერი სითბოს არ აქრობს – უბრალოდ შენობის გარეთ დევნის. ერთი კვლევის თანახმად, ფინიქსში კონდიციონერები ღამით ტემპერატურას მთელი ერთი გრადუსით ზრდიან და, შესაბამისად, იმავე დანადგარებს უფრო ინტენსიურად უწევთ მუშაობა. და მესამე პრობლემა: კონდიციონერები დიდი ოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარს – გლობალური მოხმარების დაახლოებით 8,5%-ს. ელექტროენერგიის უმეტესობა კი ჯერ კიდევ წიაღისეული საწვავით გამომუშავდება. 2016 წელს ნახშირორჟანგის გლობალური ემისიიდან 1,13 მილიარდი ტონა კონდიციონერებზე მოდიოდა; 2050 წლისთვის ამ რიცხვის გაორმაგებაა მოსალოდნელი. ნათელია, რომ ახალი იდეებია საჭირო. ამისათვის კოლორადოში დაფუძნებული ანალიტიკური ჯგუფის – Rocky Mountain Institute – ხელშეწყობით საერთაშორისო კონკურსი ჩატარდა. ინჟინრების ამოცანა იყო, შეექმნათ ოთახის კონდიციონერი, რომელსაც დღევანდელ სტანდარტულ დანადგართან შედარებით ხუთჯერ ნაკლები ზემოქმედება ექნებოდა კლიმატზე, დღევანდელი სტანდარტული მოდელის ენერგიის მაქსიმუმ მეოთხედს მოიხმარდა და ფასიც მასზე ორჯერ ძვირი არ უნდა ჰქონოდა. ზოგიერთმა მონაწილემ უარი თქვა თხევად გამაცივებელ აგენტებსა და ორთქლის კომპრესირებაზე; სანაცვლოდ წარმოადგინა იმედისმომცემი ახალი ტექნოლოგიები, რომლებიც ჯერ ფართო მოხმარებისთვის მზად არ არის. ერთ-ერთმა გამოიყენა თერმოელექტრული გაცივება, რომელიც შეიძლება უფრო გამოსადეგი იყოს სწრაფი გამოყენებისთვის, მაგალითად გამაგრილებელი სასმელის ქილის უცებ გასაცივებლად და არა მთელი ოთახის გასაგრილებლად. სხვა კონკურსანტმა წარადგინა შენობის სახურავზე ნანომასალებით დაფარული პანელების განლაგების იდეა. პანელები აისხლეტდა მზის სითბოს და კოსმოსში მიაბრუნებდა ატმოსფეროს გამჭოლი, ინფრაწითელი ტალღების სახით. პრინციპში, ამის შედეგად შენობის სითბოს კოეფიციენტი რამდენიმე გრადუსით დაიწევდა, თუმცა „პრობლემა არ გადაიჭრება, – ამბობს Rocky Mountain-ის მთავარი მკვლევარი იეინ კემპბელი, – ეს სისტემა ნოტიო კლიმატში არ მუშაობს და პანელებიც აუცილებლად ღია ცის ქვეშ უნდა იყოს“. ათსართულიანი შენობის მესამე სართულის მცხოვრებლებს დიდად არ გამოადგება. კალიფორნია, აშშ სან-ხოაკინის ხეობაში პომიდვრის კრეფას დილის ხუთ საათზე იწყებენ, რათა ნაწილობრივ მაინც მოერიდონ დღის სიცხეს. რადგან ანაზღაურებას დაკრეფილი მოსავლის შესაბამისად იღებენ და არა საათობრივად, მუშები კანონით განსაზღვრულ სამუშაო ნორმებს უგულებელყოფენ. ფოტო: კარლა გაჩეტი ოთხივე ფინალისტი ეყრდნობოდა ტრადიციულ, ორთქლის დაწნეხის მეთოდს, თუმცა ყველა მათგანი გაუმჯობესებული იყო ახალი მაცივებელი აგენტებით, რომლებსაც სათბურის ეფექტის გამოწვევის ძალიან დაბალი ან ნულოვანი მაჩვენებელი აქვთ; ასევე აღჭურვილი იყო ჰიპერქმედითი ამაორთქლებლისა და კონდენსატორის სისტემებით. ორი გამარჯვებული გუნდი (Team Daikin და Team Gree) კონდენსატორების გასაგრილებლად წყალს მოიხმარს და არა ჰაერს, რითაც ენერგიაზე მოთხოვნას ამცირებს, ერთი მათგანი კი მზის პანელებსაც იყენებს ელექტროენერგიის დამატებით წყაროდ. ორივე დანადგარს მაღაზიის თაროებზე 2025 წელს ელოდებიან. მათი ფასი სტანდარტულზე, დაახლოებით, ორჯერ ძვირი იქნება, თუმცა საექსპლუატაციო ხარჯი იმდენად მცირეა, რომ, კემპბელის თქმით, მომხმარებელი ამონაგებს სამ წელიწადში მიიღებს. არქიტექტორი და ინჟინერი ფორესტ მეგერსი პრინსტონის უნივერსიტეტში მუშაობს სხვა ტიპის სისტემაზე, რომელიც აგრილებს არა ოთახის ტემპერატურას, არამედ ადამიანს – კედელზე დამაგრებული წყლით სავსე მილებიანი პანელები ადამიანის კანიდან გამოსხივებულ სითბოს შთანთქავს. ამ გამოგონების პროტოტიპი სახელად Cold Tube (ცივი მილი) მეგერსის ლაბორატორიაში კიდია და ლურჯი პლასტმასის ჩხირებით ნაქსოვ ფარდაგს მოგაგონებთ. დღევანდელივით 30-გრადუსიან სიცხეში, ამ წვრილი მილების შევსება 17°C-იანი წყლით ლაბორატორიის თანამშრომლებს 24°C-ის შეგრძნებას მიანიჭებს, ოთახის კარი ბოლომდე ღიაც რომ იყოს. არქიტექტორები ადრეც იყენებდნენ ასეთ გამაგრილებელ პანელებს ჭერსა და კედლებზე, თუმცა ყოველთვის ჰაერსაშრობთან ერთად, იმისათვის რომ წყალი არ კონდენსირებულიყო პანელებზე და ოთახში არ „ეწვიმა“. მეგერსმა პანელებს უბრალო პოლიეთილენის მემბრანა ჩამოაფარა, რომელიც მილებს ნოტიო ჰაერისგან იცავს, მაგრამ გამოყოფილი სითბოსთვის ბარიერს არ წარმოქმნის. პრობლემაც ასე გადაიჭრა. Cold Tube-ი პირველად ჭარბტენიან სინგაპურში გაიგზავნა, სადაც ამ სისტემამ კომფორტული (თუმცა არა ცივი) გარემო შექმნა ტრადიციულ კონდიციონერზე ორჯერ ნაკლები ენერგიის დანახარჯით. უფრო მშრალ გარემოში, სადაც კონდიციონერებს ჰაერის გაშრობაზე ზრუნვა დიდად არ უწევთ, დანაზოგი ასეთი მკვეთრი არ არის. თუმცა, მეგერსის თქმით, მემბრანით იზოლირებული რადიატორი-პანელები, მაინც უფრო ქმედითია, ვიდრე სტანდარტული სისტემები. რადგან პანელები ადამიანის სხეულს აგრილებს და არა უზარმაზარი მოცულობის ჰაერს, მათი გამოყენება ღია ცის ქვეშაც შეიძლება, მაგალითად, ავტობუსის გაჩერებებსა თუ კაფეებში. მთავარი გამოწვევა ამ ტექნოლოგიის ფართოდ დანერგვაა და, მეგერსის აზრით, ამას ხალხის დამოკიდებულება განაპირობებს. „ინჟინრები მიჩვეულნი არიან, ზაფხულში კომფორტი და გაგრილება კონდიცირებას დაუკავშირონ“, – ამბობს იგი. ბელუჯისტანი, პაკისტანი დასავლეთ პაკისტანის უდაბნოს გადაკვეთისას ინდუისტ პილიგრიმებს ხშირად მისდით გული. როდესაც სხეულის ტემპერატურა მაღლა იწევს, გული მეტი დატვირთვით მუშაობს, რომ კანს მიაწოდოს სისხლი; ამოცანას სათანადოდ თუ ვერ გაუმკლავდება, წნევა მკვეთრად დაეცემა. რისკი განსაკუთრებით დიდია მოხუცთათვის. ფოტო: მატიე პალე ნიუ-იორკი ქალაქის უბნების სიცხის მიმართ მგრძნობელობას რამდენიმე რისკფაქტორით აფასებს: სიღარიბე, კონდიცირების ხელმისაწვდომობა, მწვანე სივრცეების არსებობა. ზემო მანჰეტენის ერთ-ერთი უბნის, აღმოსავლეთ ჰარლემის ინდექსია 5 – ყველაზე უარესი. აქ სიღარიბის 31%-იანი მაჩვენებელი ქალაქის საშუალო მაჩვენებელზე თითქმის ორჯერ მაღალია და კონდიციონერის ფლობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი წილი აქვს – 88%. ზაფხულის ერთ ცხელ დღეს არაკომერციული ორგანიზაციის (WE ACT for Environmental Justice) ხელმძღვანელ სონალ ჯესელს შევხვდი და აღმოსავლეთ ჰარლემის ქუჩებს გავუყევით ფეხით. ჯესელმა ყურადღება მიმაპყრობინა მრავალბინიანი შენობისკენ, სადაც კონდიციონერებსა და ფანჯრებს შორის ღრიჭოები პირსახოცებით იყო ამოვსებული. „ალბათ გადასახადებს ვერ აუდიან“, – მეუბნება იგი. აღმოსავლეთ ჰარლემში შავკანიანი მოსახლეობა 27%-ს შეადგენს. ისინი კი წელიწადში საშუალოდ ასობით დოლარით მეტს იხდიან ელექტროენერგიაში, ვიდრე მსგავსი შემოსავლის მქონე თეთრკანიანი ოჯახები. კალიფორნიის უნივერსიტეტის (ბერკლი) კვლევის თანახმად, ნაწილობრივ რასობრივი დისკრიმინაციის მემკვიდრეობის გამოა, რომ შავკანიანი ამერიკელები უფრო მეტ ენერგიას მოიხმარენ, რადგან ნაკლებ დოვლათს ფლობენ და, შესაბამისად, ნაკლებად ხელეწიფებათ ფულის ჩადება უკეთეს თერმოიზოლაციასა თუ კონდიციონერებში. მათ ძველ შენობებში ბევრად ხშირია გაჟონვა; ერთ სივრცეში ხალხი უფრო მჭიდროდ ცხოვრობს. ჯესელის თქმით, „თუ კონდიცირებულ მისაღებ ოთახში კიდევ სამი ადამიანი ხმაურობს და მუშაობასა ან მეცადინეობაში ხელს გიშლის, სხვა ოთახში გადაინაცვლებ და იქ კიდევ ერთ კონდიციონერს ჩართავ“. ქუჩებში ცოტა ხეა, სითბოს გამოყოფს ტროტუარები, შენობები, მანქანის ძრავები და გამოსაბოლქვი მილები… ცარიელ ნაკვეთებზე სარეველა ამოსულა, გადაუხურავ ავტობუსის გაჩერებებზე ხალხი მარაოებს ინიავებს, მაღაზიები პანდემიამდე დიდი ხნით ადრე დაიხურა. „ამ ადგილების დაცარიელება უბანს ანადგურებს“, – მეუბნება ჯესელი. გარდა ამისა, უბნის დაცარიელებას შეუძლია ადგილობრივი მოსახლეობა კიდევ უფრო დაუცველი გახადოს სიცხის წინაშე. ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სოციოლოგმა, ერიკ კლინენბერგმა, ჩიკაგოს 1995 წლის სითბური ტალღის კვლევისას დაადგინა, რომ დაბალშემოსავლიან უბნებში, სადაც ცოცხალი საჯარო სივრცეები იყო და დატვირთული კომერციული საქმიანობა მიმდინარეობდა, ნაკლები იყო დასიცხვით გამოწვეული სიკვდილიანობა. მან ივარაუდა, რომ ნაკლებად ცოცხალ უბნებში ხალხი გაცილებით უფრო იშვიათად გადიოდა გარეთ შვების მოსაპოვებლად ან მეზობლისათვის დახმარების სათხოვნელად, რადგან ისინი ერთმანეთს არ იცნობდნენ, წასასვლელიც ბევრი არსად ჰქონდათ და ზოგს ქუჩაში გავლისაც კი ეშინოდა. ამიტომ ბევრი შინ რჩებოდა (ხშირად ჩარაზული კარ-ფანჯრით, მძარცველებისგან დასაცავად) და იხუთებოდა, მათ შორის, სასიკვდილოდაც. მსოფლიოს არაერთი ქალაქის მსგავსად, ნიუ-იორკშიც მოქმედებს რამდენიმე ათეული ცენტრი, სადაც სითბური ტალღის დროს საზოგადოებას გაგრილება შეუძლია. ნიუ-იორკში ასეთი ცენტრებია: ბიბლიოთეკები, სკოლები, ხანდაზმულთა კლუბები და სხვა დაწესებულებები, რომლებიც ღამით იკეტება და ბევრმა ადამიანმა მათი არსებობის შესახებ არც იცის. ზოგს საკუთარი ბინის უყურადღებოდ დატოვება არ უნდა, მძარცველთა შიშით (როგორც ჩიკაგოში). ფინიქსელ უსახლკაროებს თავიანთი ნივთების მიტოვებას და გრილი შენობისათვის თავის შეფარებას ურჩევნიათ, ასფალტზე გაშლილ კარავში დაიხრუკონ – როგორც André House of Hospitality-ს თანამშრომელი ეშ ასი ამბობს. უკიდურეს სიცხესთან გამკლავება გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე წარმოგიდგენიათ, რადგან ის სხვა, უფრო დიდ სოციალურ პრობლემებთანაა გადაჯაჭვული, თუმცა რაღაც დადებითი ამაშიც არის, რადგან ყველაზე დაუცველთა ცხოვრებას თუ გავაუმჯობესებთ, სიცხის მიმართ მედეგობასაც გავაძლიერებთ. 2003 წლის სითბური ტალღა ევროპაში გარდამტეხი მოვლენა იყო, რომელმაც მასშტაბურ რეფორმებს ჩაუყარა საფუძველი. ერთი წლის განმავლობაში საფრანგეთმა ხანდაზმულთა სახლებში კონდიციონერების დაყენების განკარგულება გასცა, მოწყვლადი ჯგუფებისთვის სატელეფონო დახმარების სისტემა დანერგა, გააძლიერა სიცხის შესახებ გამაფრთხილებელი სისტემები და წამოიწყო მასობრივი საზოგადოებრივი განათლების კამპანია დასიცხვის პრევენციისთვის. მაღალი ტემპერატურის მორიგი ციკლის დროს ამ ზომების დამსახურებად ჩაითვალა სიკვდილიანობის ათმაგად შემცირება. დანამდვილებით ვიცით, რომ მაღალი ტემპერატურის ტალღები კვლავ იქნება და მხოლოდ კონდიციონერები ვერ დაგვიცავს ფატალური შემთხვევებისგან. ხალხს მაინც დასჭირდება და მოუნდება გარეთ გასვლა. ასე რომ, მთელი მსოფლიოს ცხელ ქალაქებში მზის სხივებისაგან დასაცავად რგავენ ხეებს და ხვიარა მცენარეებს, ღებავენ სახურავებს და შენობების თავზე აშენებენ ბაღებს; ტროტუარებსა და პარკებში საჩრდილობელ ნაგებობებს დგამენ. სათამაშო მოედნებზე აყენებენ ნამის აპარატებს და სასხურებლებს. მკვლევრების გამოთვლით, ნიუ-იორკში ხმელეთის 17%-ზე რომ დაირგოს ხეები და ყველა სახურავი ისე დამუშავდეს, რომ მზის რადიაცია აირეკლოს და არ შთანთქას – ქალაქის საერთო ტემპერატურა დაახლოებით ერთი გრადუსით დაიწევს. „არ ვიცით, რამდენად საკმარისი იქნება ამ ბერკეტების გამოყენება კიდევ ნახევარი გრადუსით დათბობის შემთხვევაში“, რომ აღარაფერი ვთქვათ საუკუნის ბოლოს პროგნოზირებულ სამი გრადუსით დათბობაზე, – ამბობს კრისტი იბაი, რომელიც ვაშინგტონის უნივერსიტეტში იკვლევს გლობალური დათბობის ზემოქმედებას ადამიანის ჯანმრთელობაზე, – თუმცა სრული უმოქმედობა ნამდვილად არ გამოგვადგება“. დაშთე-ლუთი, ირანი მომთაბარეები დაშთე-ლუთის უდაბნოში დაბანაკდნენ, რომელიც არც ისეთი უსიცოცხლოა, როგორიც ჩანს. მეცნიერთა ჰიპოთეზით, გზას აცდენილი და აქ დაღუპული გადამფრენი ფრინველების ლეშით საზრდოობს მელა, გეკონი და გადამფრენი კალია. ფოტო: მატიე პალე დამთბარ მომავალში გადასარჩენად აუცილებელი იქნება, მშენებლობისადმი მიდგომას გადავხედოთ. XX საუკუნის შუა წლებამდე შენობათა უმეტესობა კლიმატის გათვალისწინებით იყო დაპროექტებული. ჭერის ვენტილატორი, რომლებიც კონდიციონერზე ათასჯერ ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, ფართოდ იყო გავრცელებული, მაგრამ მოდერნისტული არქიტექტურის ზეგავლენამ (თავისი ნაკლებად ფუნქციური ფანჯრებით) მთელი მსოფლიო დამოკიდებული გახადა მექანიკურ კონდიცირებაზე. კლიმატზე მორგებული არქიტექტურა კვლავ იძენს პოპულარობას, თუმცა ცხოვრება უკვე აშენებულ ქალაქებში გვიწევს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ დავანგრიოთ ან ძირფესვიანად გადავაკეთოთ ასობით ათასი, უვარგისი თბოიზოლაციის მქონე, ენერგოტევადი, მრავალსართულიანი სახლი. პენსილვანიის უნივერსიტეტის არქიტექტორი დენიელ ბარბერი, სანაცვლოდ, ჩვენი მოლოდინების შეცვლას გვთავაზობს. იგი ამბობს, რომ დროა „შევეგუოთ და დავაფასოთ კიდეც დისკომფორტი“. წინათ ზაფხულის სიცხე მდიდრებისთვისაც მისაღები იყო. ბარბერი თვლის, რომ თავიდან უნდა ვისწავლოთ სიცხის ატანა. ბარბერის ხედვით, ენერგიის მშთანთქავი გლობალური ჩრდილოეთი, რომელიც ჭარბ კომფორტში ნებივრობს, „თერმული სიმდიდრის“ საკუთარ წილს ენერგიით ღატაკ გლობალურ სამხრეთს გაუნაწილებს, იქამდე მაინც, სანამ წიაღისეულ საწვავზე უარს ვიტყვით. „არქიტექტორებს იმის ცოდნაც აქვთ და ბერკეტებიც, რომ მექანიკურ გაგრილებაზე ნაკლებად დამოკიდებულნი ვიყოთ“, – ამბობს ბარბერი. ახლა მათი ამოცანაა, დისკომფორტი კულტურულად სასურველი და მოდურიც კი გახადონ. საკუთარი თავისთვის დისკომფორტის დაწესება რთული დასანერგი იქნება მდიდარი ქვეყნების ფართო მასებში და თვით ბარბერიც აცნობიერებს ადამიანის ორგანიზმის შესაძლებლობის საზღვრებს. „60°C-ის შემთხვევაში ღმერთს ვთხოვ, კონდიციონერი მეც მქონდეს და თქვენც, – ამბობს იგი, – მაგრამ თუ 30°C-ია გარეთ, თუ შეიძლება, უბრალოდ ფანჯარა გააღეთ“. ელიზაბეთ როიტი National Geographic-ის ბეჭდური და ონლაინგამოცემისთვის ხშირად აშუქებს მოხმარებისა და ნარჩენების, საკვების და სოფლის მეურნეობის საკითხებს. იგი სამი წიგნის ავტორია. The post გაუსაძლისი სიცხე appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.
  15. საინვესტიციო გარემოზე ამერიკის კვლევებს შევყევი და https://www.state.gov/reports/2021-investment-climate-statements/georgia/?fbclid=IwAR1GaUOtGhP_qzeqCiWEwKpPznfq76Yr5XrmMzzFF585AZOPXJPgFlOht0s ჩვენთან რა კაპიტალითაა ხო ვიცით და სამეზობლოში ეგეც არაა. https://apps.bea.gov/international/factsheet/ აქედან შეიძლება შედარებები
  16. ეგ ეროვნული სპორტია. ამერიკელებს უარესად ლანძღავენ.
  17. კიი, the most powerful guy you’ve never heard of დაბრუნდა. მიმართულება ვერ დავამუღამე ქართული კონტექსტიდან, მარა ისე მნიშვნელოვანი როლი მიცეს და მაინც ჯობია სახდეპში იყოს, ვიდრე ელჩად სადმე.
  18. პაკისტანელებთან ჩემი პირველი კონტაქტი გამახსენდა :დ პირველად და ერთადერთხელ პაკისტანელს 'ვეკომფლიქტე, სადღაც კოვენტ გარდენთან მგონი, თავის მაღაზიაში მატყუებდა და რო არ გამოუვიდა, ქართველი გოგოები ყველაზე მაგარი ბოზები არიან ლონდონშიო, ჩემს გასაღიზიანებლად დაიწყო და დავუძაბე :დ უფ, უხსოვარ დროში
  19. @Seth პაკისტანში ჩემი კაცი მყავს. ცოტა დროში შევუზღუდე, მარა აქვე ვარ, რამეში თუ დაგჭირდეთ