Jump to content
ძებნა
  • მეტი პარამეტრი
ან მომიძებნე
მომიძებნე მხოლოდ

Windmühle

მოდერატორი
  • პოსტი

    24
  • რეგისტრაცია

  • სტატუსი

Everything posted by Windmühle

  1. ყველაზე ლამაზი სპორტის სახეობა რომაა ფიგურული სრიალი ალბათ ყველანი ვთანხმდებით. საქართველოს არც ისე ბევრი წარმომადგენელი ყავს, თუმცა მედლების მოპოვება ქვეყნისთვის, რომელსაც ერთი სტანდარტული ზომის ყინულის მოედანიც კი არ აქვს, ალბათ გმირობის ტოლფასია. ჩვენმა ფედერაციამ მოიძია ქართული წარმოშობის ფიგურისტები, რომლებიც ოდესღაც სხვა ქვეყნების სახელით გამოდიოდნენ და დღეს ისინი წარმოადგენენ ჩვენს ნაკრებს. ვუსურვოთ წარმატებები მათ და ვადევნოთ თვალი მათ განვითარებას. ეტაპობრივად ყველა მათგანს გაგაცნობთ.
  2. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) განმარტებით, „ოჯახის დაგეგმვა“ მოიცავს ღონისძიებათა კომპლექსს, რაც ერთდროულად რამდენიმე ამოცანას გადაჭრის: არასასურველი ორსულობის თავიდან აცილებას; შვილების სასურველი რაოდენობის ყოლას; ორსულობებს შორის ინტერვალის რეგულირებას; ბავშვის დაბადების დროის შერჩევას მშობლების ასაკის მიხედვით. ამ ამოცანების პრაქტიკულ გადაჭრაში ერთ-ერთი წამყვანი როლი ენიჭება კონტრაცეფციის მეთოდებს – მათი გამოყენება აგვაცილებს არასასურველ ორსულობებს, რაც საშუალებას მოგვცემს შევამციროთ ხელოვნური აბორტებით გამოწვეული გართულებები, დედათა სიკვდილიანობა, და ვარეგულიროთ შობადობა. მომდევნო პოსტებში დეტალურად განვიხილავთ , თუ რა სახის კონტრაცეფციის მეთოდები არსებობს, როგორ ვიყენებთ და რამდენად ეფექტურია .
  3. ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) საეჭვო თუ დადასტურებული შემთხვევათა მართვის პროტოკოლები ლამის ყოველდღიურად ახლდება. პარადოქსულია, თუმცა მისი შეჩერების ყველაზე ეფექტურ მექანიზმად პირბადის ტარება, 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა და ხელების მინიმუმ 20 წამის მანძილზე თხევადი ან მყარი საპნით გამდინარე წყლით დაბანაა. ეფექტურია სანიტაიზერების გამოყენებაც.ეფექტური ანტივირუსული მედიკამენტი ჯერ კიდევ არაა შექმნილი , ამიტომ მკურნალობა სიმპტომურია და მსუბუქი შემთხვევების ბინაზე მართვა - ბევრად უფრო ეფექტურიც. ძალიან მალე დადგება დრო, როდესაც ადამიანი მზად უნდა იყოს სახლის პირობებში გაუმკლავდეს ამ ვირუსულ ინფექციას, რადგან საწოლფონდი ვერ გასწვდება ყველა ინფიცირებულს. ამ პროცესის გასამარტივებლად, მაქსიმალურად ვეცადოთ გავაზიაროთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია.
  4. მუსიკა რომ საუკეთსოდ გამოხატავს განწყობებს და ემოციებს ალბათ ყველანი დამეთანხმებით. რას ვუსმენთ ახლა? https://www.youtube.com/watch?v=_VONMkKkdf4
  5. ყველანი დამოკიდებულები ვართ. მთავარი კითხვა აქ ისაა, ვინ რაზე და რამდენად. შეგვიძლია ამას ვებრძოლოთ? ააქვს აზრი? ყოველთვის მეგონა რომ ძლიერი ვიყავი და თუ მოვინდომებდი რაიმეზე უარის თქმას, ძალიან მარტივად ვიტყოდი არას, მაგრამ სამწუხაროდ ეს იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე მე ვვარაუდობდი. მოითხოვს უდიდეს ძალისხმევას, მუდმივ დაძაბულობას და ტონუსში ყოფნას, ისედაც დამძიმებულ ცხოვრებაში ღიირს განა ამაზე ჩვენი ადამიანური რესურსის გაფლანგვა? საინტერესოა თუ ებრძვით საკუთარ დამოკიდებულებებს და როგორ?
  6. რა მინდა? რისთვის მოვედი? რატომ ვიცხოვრო? ვსაუბრობთ საკუთარ თავთან . დიალოგი აკრძალულია.
  7. რთულად მოიძებნება საქართველოში დიასახლისი, რომელიც მაქსიმალურად არ ცდილობს საახალწლოდ და საშობაოდ საუკეთესო სუფრა გააწყოს საკუთარი ოჯახისთვის. ქართველებს ოდითგანვე განსაკუთრებულად გვიყვარს შობა-ახალი წელი და გასაკვირიც არაა, რომ ერთგვარი მენიუ შეიკრა, თუ რა უნდა იდოს ახალი წლის ღამეს საგანგებოდ გამოპრანჭულ მაგიდაზე. საგანგებოდ 30 დეკემბერს მოსაღამავებულზე იაფად ნაყიდი ჩასუქებული ინდაურის საცივი, თონეში შეპიწკინებული და სუფრის თავში პირში ბოლოკგაჩრილი გოჭი, ადრიანად ნაყიდი ნიგვზით გაკეთებული გოზინაყი, საშემოდგომოდ ამოვლებული ჩურჩხელები, ბავშვებისთვის გადამალული შოკოლადები - ასეთია ხშირ შემთხვევაში საახალწლო სამზადისი, წინა ორი დღე რომ ფეხზე დგომისგან ლამისაა გული წაგივიდეს, მაგრამ 31ში ღამით, რომ მაინც ქუსლიანი ფეხსაცმელებით იკაკუნებ. ვის რა ტრადიცია მოგიგროვდათ საახალწლოდ? ვინ რას ამზადებთ?
  8. პასკის გარეშე აღდგომის დღესასწაული წარმოგიდგენიათ? ცხადია, არა. წითელი კვერცხი და ხაჭოს დესერტი? გავაზიაროთ რეცეპტები, რომლებიც დავტესტეთ და გაამართლა. დავეხმაროთ ადამიანებს, რომლებსაც პირველად სურთ სცადონ და დატკბნენ სახლში გამომცხვარი უგემრიელესი სააღდგომო კულიჩით.
  9. დარწმუნებული ვარ, სიკვდილის წინ რას შეჭამდიო რომ მკითხონ, აუცილებლად გემრიელ, კარგად დანამულ, ნიგვზიან ტორტს ვიტყვი. ეს ჩემი სამოთხეა. კონდიტერია! სილამაზე , სიტკბო და სიგემრიელე ერთად თავმოყრილი და ერთი ნაჭერით გადმოცემული. საუკეთესო რეცეპტები , ფოტოები , რა გავაკეთეთ და რისი გაკეთება გვსურს. ვცადოთ, დავტესტოთ და გავაზიაროთ.
  10. სად წავიდეთ საყვარელ ადამიანთან ერთად სავახშმოდ? სად ვისაუზმოთ მეგობრებთან ერთად? სად გადავცხოვრდეთ ზაფხულში ნაყინის საჭმელად? ვისაუბროთ კვების ობიექტებზე, სად მოგვეწონა და სად არა გატარებული დრო. ემთხვეოდა თუ არა ჩვენი გადახდილი თანხა სანაცვლოდ მიღებულ სერვისს?
  11. ყოველდღიურად გვიწევს ჩვენთვის, ჩვენი ოჯახებისთვის, ბავშვებისთვის საუზმე-სადილ-ვახშამის მზადება. პირველი კითხვა ყოველ დილას ეს მაქვს სწორედ: დღეს რაღა გავაკეთო? იდეები თითქოს ერთიანად ფრინდებიან გონებიდან. საინტერესო იქნება გავუზიაროთ ერთმანეთს თუ რას და როგორ ვაკეთებთ, საინტერესო რეცეპტები არასდროსაა ზედმეტი.
  12. ჯანსაღ სხეულში რომ ჯანსაღი სულია ამას არასდროს არ ვეთანხმებოდი და ყველას ჩემს სულიერებას ვუფრიალებდი ცხვირწინ, თუმცა ფიზიკური აქტივობა რომ არუცილებელია ცხადია ეს ძალიან კარგად ვიცი. მოზარდობისას უამრავი წელი დავდიოდი ცეკვაზე და ცურვაზე, შემდგომ დარბაზის და პლანკების პერიოდი იყო, საბოლოოდ ზუმბამდე მივედი, სადაც ხალისიანად და ცეკვა-ცეკვით ვახერხებდი ვარჯიშს. იოგა მინდა ვცადო, მგონია რომ არაჩვეულებრივი დროა ამისთვის ჩემი ლამის 30 წელი. თქვენ რა აქტივობებით ახერხებთ დაკავდეთ კვირის მანძილზე და რა დატვირთვა აქვს მას თქვენთვის?
  13. თუ მიეკუთვნებით ადამიანთა ჯგუფს, რომელიც მინიმუმ 300 დღე წელიწადში ჩემსავით დიეტაზეა და დანარჩენი დღეების მწარე შედეგს ცდილობს რამე მოუხერხოს, გილოცავთ, ეს თემა ზუსტად თქვენთვისაა . ვინ როგორ ვიკვებებით? ვინ რამდენ ლიტრ წყალს სვავს? ვინ რამდენ კილომეტრს დადის დღის მანძილზე? ერთი სიტყვით ვსაუბრობთ ყველაფერზე , რაც გვეხმარება წონის როგორც კლებაში , ასევე შენარჩუნებაში.
  14. ოცდამეერთე საუკუნე ონლაინ შოპინგის გარეშე წარმოუდგენელი ამბავია. ვარჩევთ, ვიწერთ, ველოდებით, ვეძებთ დაკარგულ ამანათებს და შედეგით ხან კმაყოფილები ვართ და ხანაც არა. რთულია განსაზღვრო რომელ საიტს ენდო და რომელს არა, როდესაც პირველ შენაძენებს აკეთებ. ამიტომ გავუზიაროთ ერთმანეთს სანდო ონლაინ მაღაზიები.
  15. წარმოგიდგენიათ სახლიდან გახვიდეთ და თან აქსესუარები არ გქონდეთ? პირადად მე ვერა, რადგან ზუსტად ვიცი, როგორ კარგადაც არ უნდა მეცვას და გამოვიყურებოდე, აქსესუარებს მაინც თავიანთი დატვირთვა ექნებათ, შეავსონ და მკვეთრი ხაზები დატოვონ ლუქში. სათვალე, საათი, ჩანთა, საფულე, სამაჯური... ჩამონათვალი დიდია. საყვარელ აქსესუარებზე ვისაუბროთ ამ თემაში.
  16. გლამური თუ კომფორტი? მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი თუ კედები? რა გვაცვია ყოველ დღე და როგორ ვარჩევთ, რა უნდა ეკიდოს ჩვენს გარდერობში და რა არა?
  17. განსაკუთრებული საღამოები განსაკუთრებული არომატების გარეშე წარმოუდგენელია . რომელია თქვენი ფავორიტი სუნამო?
  18. თმა ვიზუალის მნიშნელოვანი შტრიხია, ამიტომ მუდმივად ვცდილობთ მოწესრიგებული და ცოცხალი შესახედაობის იყოს. ერთია მოიჭრა დაზიანებული ბოლოები და მეორე ხელი შეუწყო, რომ არ დაზიანდეს. როგორ უვლით თმას? რომელ შამპუნს, ნიღაბს ანიჭებთ უპირატესობას?
  19. კანის მოვლა მნიშვნელოვანი გამოწვევაა ნებიმიერი ადამიანის ცხოვრებაში. მოირგო და იპოვო შენი ინდივიდუალური რუტინისათვის საუკეთსო პროდუქტები ძალიან რთულია , რადგან სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ტესტერებზე წვდომა მინიმალურია. გამომდინარე აქედან , უმეტესად გვიწევს ჯერ ვიყიდოთ პროდუქტი და შემდგომ დავტესტოთ. გამომდინარე აქედან, რჩევები მნიშვნელოვანია, ვინ როგორ და რა პროდუქტებით ვუვლით კანს. როგორ შევქმენით საკუთარი დღის და ღამის რუტინა ? რას შევცვლიდით ან რის დატესტვას ვისურვებდით?
  20. ბაზარზე უამრავი დეკორატიული კოსმეტიკის მწარმოებელი ბრენდია, თუმცა ყველა მათგანს შეგვიძლია ვენდოთ? ცხადია არა. დიდ ბრენდებს ბიუთი ინფლუენსერებიც აღარ ჩამორჩებიან და ცდილობენ საკუთარი ხაზები შექმნან. გამომდინარე აქედან გვაქვს უამრავი პროდუქტი ყველანაირ ფასთა კატეგორიაში. და მაინც, რომელი ტუჩსაცხი უნდა ვიყიდო? რომელი ტუში? რომელი ტონალური? გავუზიაროთ ერთმანეთს რჩევები, რა მოგვეწონა, რა არ მოგვეწონა, რისი ყიდვა ღირს და ა. შ.
  21. მაკიაჟის კეთება როდიდან დავიწყე-თავადაც არ ვიცი. ალბათ, ეს იმ პერიოდიდანაა პირველად რომ საკუთარ გოგოობაში დავრწმუნდი . საკუთარ თავზე უამრავი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ნელ-ნელა ვხვეწ ტექნიკას და ზუსტად მივხვდი , რომ კარგი მაკიაჟისთვის აუცილებელი კომპონენტები : კარგად მომზადებული კანი, ხარისხიანი დეკორატიული კოსმეტიკა, ფუნჯები და მარჯვე ხელებია. ამ თემაში შეგვიძლია ერთმანეთს გავუზიაროთ უახლესი ტენდენციები, საკუთარი თუ პროფესიონალი მეიქაფ არტისტების ნამუშევრის ფოტოები და ხრიკები, თუ როგორ მივიღოთ სასურველი შედეგი, რაც შეიძლება მარტივად , თუმცა ხარისხიანად.
×
×
  • Create New...