Jump to content
×
×
  • Create New...

Georgia

ფორუმელი
  • პოსტი

    745
  • რეგისტრაცია

  • სტატუსი

About Georgia

  • Birthday 02/05/2003

ჩემ შესახებ

  • სქესი
    მამრობითი

ვინ დაგათვალიერა

გამორთული გაქვს სხვებისთვის შენი პროფილის მნახველთა სიის ჩვენება

  1. ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩების დასკვნით დღეს 4 შეხვედრა გაიმართა. ესპანეთის ნაკრებმა სლოვაკეთს ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა პლეიოიფის საგზური მოიპოვა, შვედეთმა კი პოლონეთი 3:2 დაამარცხა და E ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. F ჯგუფის ორივე შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. საფრანგეთი პორტუგალიას დაუზავდა, გერმანია კი უნგრეთს. მერვედფინალში ფეხბურთის გულშემატკივარი საინტერესო დაპირისპირებებს იხილავს: უელსი – დანია იტალია – ავსტრია ნიდერლანდები – ჩეხეთი ბელგია – პორტუგალია ხორვატია – ესპანეთი საფრანგეთი – შვეიცარია ინგლისი – გერმანია შვედეთი – უკრაინა პლეიოფის მატჩები 26
  2. ევრო 2020-ის D ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში ინგლისმა ჩეხეთის ნაკრები დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. შეხვედრის ერთადერთი გოლი მატჩის დასაწყისში, მე-12 წუთზე რაჰიმ სტერლინგმა ჯეკ გრილიშის გადაცემის შედეგად თავით გაიტანა. პარალელურად გაიმართა ხორვატიისა და შოტლანდიის მატჩი, რომელიც ხორვატებმა 3:1 მოიგეს და პლეიოფის საგზური მოიპოვეს. მარცხის მიუხედავად პლეიოფის საგზური ჩეხეთის ნაკრებმაც მოიპოვა, რომელიც 4 ქულით ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა და საუკეთესო 4 მესამეადგილოსანს შორის შევიდა. გიორგი სანაძე Euronews Georgia
  3. ტოკიოს ოლიმპიადის დაწყებამდე 1 თვეზე ცოტა მეტი დარჩა. თუმცა მონაწილეებს შორის კორონავირუსის პირველი შემთხვევა უკვე გამოვლინდა. იაპონიის მთავრობის განცხადებით, უგანდიდან ჩამოსულ სპორტსმენს კორონავირუსი ნარიტის აეროპორტში დაუდასტურდა. იგი ახლა იზოლაციაში იმყოფება. მას გამოჯანმრთელების შემდეგ შეეძლება გუნდს შეუერთდეს. დანარჩენი 8 სპორტსმენი კი ავტობუსით ოსაკის მახლობლად ქალაქ იძუმისანოში გადაიყვანეს. მათ ყოველდღიურად შეამოწმებენ და ტესტებს გაუკეთებენ. ოფიციალური პირების ინფორმაციით, ინფიცირებული სპორტსმენი აცრილი იყო და გამგზავრებისას ტესტის უარყოფითი პასუხიც წარადგინა. მანამდე კი ორგანიზატო
  4. ბავშვთა კალათბურთში ყველაზე მასშტაბური პროექტი საქართველოში მეხუთედ იმართება. 20 ივნისს ევროპის მოედანზე ჩემპიონატის კენჭისყრა გაიმართა, რომელსაც ბავშვებთან ერთად საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები და ვეტერანი კალათბურთელები დაესწრნენ. კენჭისყრის შემდეგ 3×3 საკალათბურთო ფესტივალი გაიმართა. Junior NBA ლიგის მატჩები მომდევნო დღეებში გაიმართება. ჩემპიონატზე 77 გუნდი ითამაშებს და 1300 ახალგაზრდა კალათბურთელი მიიღებს მონაწილეობას. გიორგი სანაძე Euronews Georgia
  5. ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის ბოლო მატჩში ერთმანეთს საფრანგეთისა და გერმანიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. ტურნირის ერთ-ერთ საუკეთესო მატჩში გამარჯვებული საფრანგეთის ნაკრები გამოდგა. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ბუნდესნაკრები მატს ჰუმელსის ავტოგოლით დაამარცხა. ლუკას ერნანდესის პასის შემდეგ გამოცდილმა გერმანელმა მცველმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, მანუელ ნოიერმა კი თანაგუნდელი ვერ დააზღვია. ამავე ჯგუფში ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, პორტუგალიამ უნგრეთი გადავსებულ “პუშკაშ არენაზე” 3:0 დაამარცხა. ანგარიში რაფაელ გერეირომ გახსნა, რის შემდეგაც კრიშტიანუ რონალდუმ დუბლი შეასრულა და ევროპის ჩ
  6. ევრო 2020-ის E ჯგუფის მატჩში პოლონეთი სლოვაკეთს დაუპირისპირდა. შეხვედრა სლოვაკთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა. ანგარიში მე-18 წუთზე რობერტ მაკის გარღვევის შედეგად გაიხსნა. სლოვაკმა ნახევარმცველმა პოლონელი მცველები ეფექტურად ჩამოიცილა, მისი დარტყმული ძელს მოხვდა, შემდეგ პოლონელთა მეკარეს, ვოიცეხ შესნის და ამის შემდეგ გავიდა გოლი, რომელიც შესნის ავტოგოლად ჩაითვალა. 46-ე წუთზე კაროლ ლინეტიმ წონასწორობა აღადგინა, თუმცა 62-ე წუთზე გრეგორჟ კრიხოვიაკმა წითელი ბარათი მიიღო და უპირატესობა კვლავ სლოვაკეთმა მოიპოვა. გადამწყვეტი გოლი 69-ე წუთზე მილან შკრინიარმა გაიტანა. 26 წლის მცველმა გუნდს უმნიშვნელოვან
  7. კოპა ამერიკა 2021-ის პირველ შეხვედრაში ბრაზილიელებმა ვენესუელა 3:0 დაამარცხეს. ანგარიში ნეიმარის პასით მარკინიოსმა მატჩის პირველ ნახევარში გახსნა. ნეიმარმა 64-ე წუთზე პენალტი ზუსტად შეასრულა და ბრაზილიელთა უპირატესობა განამტკიცა. 89-ე წუთზე კი გაბრიელ ბარბოსამ შეხვედრას წერტილი დაუსვა, შედეგიანი გადაცემა კვლავ ნეიმარმა გაიფორმა. ამავე, B ჯგუფის მეორე შეხვედრაში კოლუმბიამ ეკვადორი 1:0 დაამარცხა. ამ გუნდების გარდა ჯგუფში პერუს ნაკრებიცაა. A ჯგუფში კი პლეიოფის საგზურისთვის არგენტინის, ჩილეს, პარაგვაის, ბოლივიისა და ურუგვაის ნაკრებები იბრძვიან. გიორგი სანაძე Euronews Georgia
  8. საქართველოს ნაკრების კაპიტანი VTB ლიგის ჩემპიონია. თორნიკე შენგელიამ “ცსკას” მაისურით “უნიქსის” წინააღმდეგ მესამე თამაშში 19 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა და “არმიელების” გამარჯვება ეფექტური ჩატენვებით გააფორმა. მოსკოველებმა სერია 3:0 მოიგეს და ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნეს. ევროლიგის მიმდინარე სეზონში მოსკოველები ნახევარფინალში “ეფესთან” დამარცხდნენ. თორნიკე შენგელია საშუალოდ 11.2 ქულას აგროვებდა. გიორგი სანაძე Euronews Georgia
  9. „ევრო 2020“-ის ჩემპიონატის წინ უეფამ უკრაინის ეროვნულ ნაკრებს საფეხბურთო ფორმებიდან პოლიტიკური სლოგანის მოცილება მოთხოვა. უკრაინის ნაკრების ახალ ფორმაზე წარწერები „დიდება უკრაინას“ და „დიდება გმირებს“ იყო დატანილი. რამდენიმე დღის წინ რუსეთის ფეხბურთის კავშირმა უეფას წერილით მიმართა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ამ ფრაზებს უკრაინელი ნაციონალისტები ხმარობდნენ. ამის შემდეგ უეფამ განაცხადა, რომ ფორმაზე დატანილი სლოგანები მართლაც შეიცავდნენ პოლიტიკურ გზავნილს, რაც მათი თქმით, უეფას წესებს ეწინააღმდეგება. Euronews Georgia
  10. ბუდაპეშტში მიმდინარე ჩემპიონატის მესამე დღეს 29 წლის ქართველმა ძიუდოისტმა 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში 5 მეტოქე დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც შვედ ტომი მაციასს დაუპირისპირდა. ფინალში ტომი მაციასმა სამი ყვითელი ბარათი მიიღო და ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა პირველი მედალი დაიმსახურა. ლაშა შავდათუაშვილი პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელმაც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე და ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა. Euronews Georgia
  11. აშშ-ის ნაკრები კონკაკაფის ერთა ლიგის ჩემპიონია. ფინალურ შეხვედრაში ამერიკელებმა მექსიკის ნაკრები 3:2 დამატებით დროში დაამარცხეს. ანგარიში მეორე წუთზე მანუელ კორონამ გახსნა. ჯოვანი რეინამ 27-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. 79-ე წუთზე დიეგო ლაინეზის გოლით მექსიკელები კვლავ დაწინაურდნენ, თუმცა სამი წუთის შემდეგ უისტონ მაკინიმ წონასწორობა აღადგინა და დამატებითი დრო დაინიშნა. 114-ე წუთზე კრისტიან პულიშიჩმა პენალტი ზუსტად შეასრულა და აშშ-ის ნაკრები დააწინაურა. მატჩის მიწურულს პენალტი ზაკარი სტეფენის კარის მიმართულებითაც დაინიშნა, თუმცა აშშ-ის ნაკრების მეკარემ ანდრეს გუარდადოს დარტყმული მოიგერია და გ
  12. საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ნიდერლანდებს ისტორიაში პირველად დაუპირისპირდა. ვილი სანიოლის გუნდი ამხანაგურ შეხვედრაში სტუმრად 0:3 დამარცხდა. გიორგი ლორიას კარში გოლები მემფის დეპაიმ, ვაუტ ვეგჰორსტმა და რაიან გრავერბერხმა გაიტანეს. ნიდერლანდებთან მატჩამდე საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში რუმინეთი 2:1 დაამარცხა. მომდევნო შეხვედრას ქართველები 2 სექტემბერს, კოსოვოს წინააღმდეგ ბათუმში გამართავენ. გიორგი სანაძე Euronews Georgia
  13. საქართველოს ნაკრების ლიდერი ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში ითამაშებს. გიორგი შერმადინის “ტენერიფემ” “სან-პაბლო ბურგოსი” სერიაში 2:0 დაამარცხა. მეორე შეხვედრაში, რომელიც “ტენერიფეს” გამარჯვებით 92:68 დასრულდა, გიორგი შერმადინმა 28 წუთი ითამაშა, 11 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი გაიფორმა. საქართველო ნაკრების კიდევ ერთმა კალათბურთელმა, თად მაკფადენმა კი “ბურგოსს” 10 ქულა და 3 პასი მოუტანა. “ტენერიფეს” მეტოქე ნახევარფინალში “ბარსელონასა” და “ხუვენტუტს” შორის გამარჯვებული იქნება. მეორე ნახევარფინალური წყვილში კი “რეალ მადრიდი” “ვალენსიასა” და “ბასკონიას” შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. გიორ
  14. ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი 2:1 დაამარცხა. ილიე ოანას სტადიონზე საქართველოს ნაკრების მაისურით სადებიუტო გოლები გიორგი მიქაუტაძემ და გიორგი აბურჯანიამ გაიტანეს, რუმინელთაგან კი თავი ანდრეი ივანმა გამოიჩინა. საქართველომ რუმინეთის ნაკრები პირველად დაამარცხა. ნაკრებში დებიუტი ჰქონდა “დინამო ბათუმის” ახალგაზრდა მეკარეს, ლაზარე კუპატაძეს, რომელმაც რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია და ვილი სანიოლის გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა. მომდევნო შეხვედრას ქართველები ნიდერლანდების წინააღმდეგ ქალაქ ენსხედეში, 6 ივნისს გამართავენ. გიორგი სანაძე Euronews Georgia
  15. “ვილიარეალმა” ევროპა ლიგის ფინალში “მანჩესტერ იუნაიტედი” დაამარცხა და კლუბის არსებობის ისტორიაში პირველად გახდა ამ ჩემპიონატის გამარჯვებული. ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. “ვილიარელიდან” თავი ხერარდ მორენომ გამოიჩინა, წონასწორობა კი ედინსონ კავანიმ აღადგინა. დაინიშნა პენალტების სერია, რომელიც 11-10 დასრულდა “ვილიარელის” სასარგებლოდ. გადამწყვეტ მომენტში მეკარეების დუელი გაიმართა. ხერონიმო რულიმ დავიდ დე ხეას პენალტი გაუტანა და შემდეგ ესპანელის დარტყმული მოიგერია. უნაი ემერიმ ევროპა ლიგა მეოთხედ მოიგო. “ვილიარეალის” მთავარმა მწვრთნელმა ეს 3-ჯერ “ვალენსიასთან” ერთად გააკეთა. გიორგი სანაძე E